როგორ ხართ კლუბელებო?

გუშინ საბურავებზე დავრბოდი, ლაშასთანაც ვიყავი, დიდუბეში, მართლა კაი ტიპია,
თითონ მაგას არ ქონდა 205/70-ზე, მე დავყვებიო ფორუმელებსო და ელიავაზე ვშოულობთო, მაგრამ დღეს არ მცალიაო, ბოქსში მარტო ვარო..
მარა ძაან გულიანი კაცი ჩანს, ლამის ბოქსი დააგდო და გამომყვა

ერთი ხადავიკ-რაზვალნიკს მეც მინდა რეკომენდაცია გავუწიო... რაზვალის გასასწორებელი სტანოკი აქვს
და იმავე სტანოკზე ხადავიკობს, ცრ-ვე ძაან კარგად ესმის, ეტყობა და გულიანად უდგება საქმეს,
ჩემ ძმამ მიმასწავლა მაგასთან
მე ხელის ტორმუზი გავასწორებინე და რაზვალნი ტულკები შევაცვლევინე.
მოკლედ, თუ საჭიროდ ჩათვლით, დადეთ პირველ-გვერდზეც, არამგონია ვინმე უკმაყოფილო დატოვოს.
ფასებს რაც შეეხება, არც იაფი, არც ძვირი, სადღაც შუაში რა.
სარაჯიშვილის მეტროდან, გურამიშვილისკენ რომ გამოუყვებით, ეგრევე სოკარის გაზის კალონკაა და სოკარის მერე,
გადაბმულად ფაქტიურად, კიდევ რაღაც გაზის კალონკაა ლურჯ ფერებში და იმის ეზოშია.
ბესო 551 09 83 08