მოკლედ სუბარუების წვასთან დაკავშირებით ყველა სხვადასხვას ამბობს, ყველა სხვადასხვანაირად დადის და ყველას "ჩქარა" და "ნელა" სიარული ფარდობითია

ეხლა გეტყვით ჩემი გამოცდილებიდან:
უტურბინო ფორესტერი, სრულად გამართული, ქალაქში მიწვავდა 11-11.5-ს. მექანიკა თან. ტრასაზე 8-8.5-ს. დავდივარ ჩქარა. ანუ უფრო სტარტი მაქვს ჩქარი. და თან ჩემი მაღალი წვა განპირობებულია იმით რომ ვმოძრაობ 12 -15კმ-იან დისტანციაზე, დავქოქე, გავათბე და ამ 12-15 კმ-ს გავდივარ ჩქარი რეჟიმით. როცა მეტის სიარული მიწევდა, წვავდა უფრო ნაკლებს. ისე რომ ქალაქში გადაბმული მევლოს 200 კმ არ გამომიცდია. დავდივარ მოკლედ მანძილებზე წყვეტილად. და თან ინფორმაციისათვის ვისოლის პრემიუმს იგივე მანქანა მიწვავდა ქალაქში 12.5 ლიტრს

სანამ რომპეტროლზე არ გადავედი წვა ვერ შევამცირე.
მერე ტურბინიანი ფორესტერი, მექანიკა, ქალაქში მიწვავდა 15 ლიტრამდე (იგივე აჩქარებული სტარტებით და მოკლე მაძილებზე სიარულით), როცა მომიწია მეტი კილომეტრაჟის გავლა ქალაქში გაუჩერებლად, ჩამოვიდა 13 ლიტრზე. ტრასაზე 9-10 ლიტრს (რიკოთის ამოვლაში დავწვი თითქმის ნახევარი ავზი, ბანზე ცოტას წვავდა, საშუალოდ მთელ მანძილზე 9-10 გამოდიოდა). ჩემებური ჩქარი სიარულის განმარტება: დიღმის ტრასაზე 100-120 (შეძლებისდაგვარად მეტიც), სანაპირო 80-120. შუქნიშნიდან 3500-4000-ზე დატრიალება ძრავის.
მესამე უტურბინო მექანიკა, თითქმის იგივეს რასაც პირველი, ცოტათი მეტს.
რატომ მაქვს მაღალი წვა:
1. ავხსენი რომ ვმოძრაობ მოკლე დისტანციებზე
2. დავდივარ "აბაროტით"
3. ყოველთვის მეყენა ქარხნულზე დიდი დისკებიც და საბურავებიც
4. ყველა მანქანა მყავდა დამძიმებული, ანუ მეყენა სხვა აპორნ-სუპორტები, და დამატებითი ტიუნიგ თუ სხვა ნივთები 100 კგ-მდე ამძიმებდა +
უტურბინოზე 17"-იანი დისკები და 225/55-ზე საბურავები საკმაოდ ცვლის წვას

+ კიდევ როცა ბლოუოფი მეყენა ტურბინიანზე, წვა ავიდა 18-20 ლიტრზე

ეს ალბათ იმიტომ რომ უფრო ხშირად ვაბუსტინებდი ხმის გამო

და ეგრევე მოვხსენი

იმპრეზები საერთოდ წვავენ უფრო ნაკლებს ვიდრე ფორესტერები, ლეგასებიც კი 2 ტურბინის ხარჯზე ნაკლებს წვავენ ვიდრე ფორესტერები. საუბარია ნორმალურ სიარულზე. მე ვთვლი რომ ნორმალურად არ დავდივარ, ასე რომ ჩემს სიამოვნებად ეგ საწვავის ხარჯი მიღირს
საწვავის ხარჯს ჩასხმიდან-ჩასხმამდე ვითვლი (ავზის სრული გავსებიდან და წითლის ანთებამდე), გავლილი კილომეტრაჟით.
+ კიდევ მექანიკას არასდროს ვაგორავებ, ყოველთვის სიჩქარეშია, დაღმართზეც კი.
* * *
VAN-WEGAორივე უნდა იყოს მრგვალი, კვერცხის ფორმის პირდაპირ არანაირად არ წავა, მაშინ სერიოზული გადაკეთება მოგიწევს კარების აბივკის, მინახია კვერცხის ფორმის ჩაუყენებიათ საბარგულის კარებზე, ანუ ამოჭრეს და დააყენეს. რაც შეეხება ზომებს, 16 წინ და 13 უკან. მოდელებში იშიფრება ეგ რიცხვები ანუ მაგალითად SONY 16 CM SPEAKERS XS-J1630, 16 სერიით მიხვდები რომ 16 სმ-იანებია. შეიძლება ეწეროს ზომები დიუმებში, გადაიყვანე 16 სმ დიუმებში და მაგით მოძებნი

დინამიკებიდან (შედარებით ბიუჯეტურები) საუკეთესო ხმებია აქვს ALPINE, JBL, PIONEER. თუ მეტის გადამხდელი ხარ, ჯიბის მიხედვით არჩევანი ფართოა. ჩამოტანა დოლარის კურსის გამო ძვირი დაგიჯდება, აქ ნორმალური დინამიკები იშვიათად იყიდება, ჯობია იაპონიიდან ჩამოყოლილები ეძებო, მაღაზიებში, ნაგავს ყიდიან უმეტესად.