გაუმარჯოს სუბარუს მოყვარულთა ძვირფას საზოგადოებას, მოკლედ დაპირებულ პატარა თავგადასავალზე მოგიყვებით ამ შაბათ კვირას რაც გადამხდა.
პარასკევს დილის 4:00 საათზე გეზი ავიღეთ თუშეთში, გამთენიისას უკვე ალვანში ვიყავით, გადავუხვიეთ გადასახვევზე და დაიწყო და რა სილამაზე დაიწყო. ყოველ წუთას იცვლებოდა პეიზაჟები.
შემადგენლობაში ვიყავით 2 დელიკა, 1 სექუოია და ჩემი მახინჯი

ჩანჩქერთან გავჩერდით, დავილოცეთ და გავუყევით გზას

გზა უფრო და უფრო რთულდებიდა და ამავდროულად საინტერესო ხდებოდა. იმატებდა გზიდან ტრაგიკულად გადაცვენოლთა რაოდენობის ამსახველი მოსაგონარი ქვები.
გადავიარეთ უღელტეხილი, რომლის მაქსიმალური სიმაღლე 2900 იყო, დავეშვით ხეობაში. ადგილები ვასაგიჟებელი, გზა ალაგ ალაგ რთული, მუშაობდა ტრაქტორი.
ავედით ომალოში, გავშალეთ პურმარილი, ვტკბებით ტყეპარკით ხედებით
ავედით ევროპაში ყველაზე მაღალ სოფელში ბოჭორნა 2345 მეტრი

გადავედით დართლოში, მოვთავსდით გესტჰაუსევში

დილას დაგვხვდა -, მანქანა გაყინული, მაგრამ მზემ მოადნო ეგრევე ყინულები. მთელი დღე მაგრად წვიმდა და სასმლის დალევის გარდა, არჩევანი არ დაგვიტოვა ბუნებამ
მესამე დღეს ავედით ფარსმაში. ნუ გზა ძალიან ცუდი. შევამჩნიეთ ახალი მომხდარი შემთხვევა გზაზე

ფარსმამ ყველაფერ მოლოდინს გადააჭარბა. ძAლიან ლამაზი იყო იქაურობა. უკან მალე ვიყავით დასაბრუნე ლები, კაი თოვა არის პერევალზე და მალე გადმოდითო დარეკეს, ხოდა გამოვეშUრეთ უკან. საერთOდ სხვა იყო უკანა გზა, სასწაული. 3 სეზონი იყო შენს წინ, ზამთარი შემოდგომა და ზაფხული

კაი 10 სანტიმეტრი თოვლი და პლიუს კარგი თოვა დაგვხვდა ზემოთ, მაგრამ უვნებლად დავბრუნდით უკან გზაზე.
ძAლიან კმაყოფილი ვარ, მეტის დაწერა მინდოდა, მაგრამ ტელეფონიტ მომტყდა თიტები


This post has been edited by utonega on 26 Sep 2016, 22:58