ჩამოვიდა ჩემი კუკლა, გუშინ ჩამოვედი თბილისში
2009 წლის მეორე თაობა 1.3
ჯერ მინუსებს დავწერ. მგონი კალოტკები აქვს შესაცვლელი. რო მოაყენა პორტში ტიპმა მანქანა ხმა ქონდა, ვკითხე რა ჭირსთქო და, კალოტკები მიეჟანგა ზედ და ცოტა ხანში გაუქრება ეგ ხმაო. ჯერ-ჯერობით არ გამქრალა. ხვალ გავალ დასაბალანსებლად და ზეთების შესაცვლელად და მაგასაც ვანახინებ რა ჭირს.
მინაზე G შეფასება ეწერა, მეგონა კენჭისგან ექნებოდა ბზარი. აღმოჩნდა რო ჩისტიტელებისგან არის დახაზული, მზეზე ეტყობა, მაგრამ ხელი არ შეუშლია ჯერ-ჯერობით ჩემთვის. ისე რამე სითხე ხომ არ იცით, რომ მასეთი პატარა ნაკაწერები გამოვასწორო, თუ სწორდება საერთოდ?
დაღმართზე გაზს რო ავუშვებ საკაიფოდ კრეფს სიჩქარეს, წინა რაც მყავდა არ შვებოდა მასე. მაგალითად წინა მანქანით ლისზე, 112-იშ შენობიდან დაბლა რო ვეშვებოდი ხოლმე გაზის გარეშე, მანქანა ერთ სიჩქარეს ინარჩუნებდა. ეს ახალი საკაიფოდ მირბის. ზეთები აქვს შესაცვლელი და შეიძLება მერე შეიცვალოს სიტუაცია.
კარგი კიდე ბევრი რაღაც აქვს

ახალივითაა მანქანა გარედანაც და შიგნიდანაც. პარკინგ კონტროლი აქვს, სარკეების გათBობა და ჩისტიტელებს გათბობაც. საბურავები ყველა კარგ მდგომარეობაში. 3 ბრიჯსტოუნი უყენია და ერთი რაღაც იაპონური, ჩემთVის უცნობი ფირმის.
მანქანა საკაიფოდ გარბის. აგარასთან ბანზე რო ამოვედი თავისუფალ ადგილზე დავადგი და 160 უპრობლემოდ აწია, ვიბრაცია არ ეტყობოდა მიუხედავად იმისა რო დაუბალანსებელი 175/65 საბურავები მიყენია. მგონი მაქსიმალურსაც დაადებინებს უპრობლემოდ. კონდიციონერი მუშაობს საკაიფოდ. გაჩერებულზე ისე კარგად ვერ აცივებს ჰაერს, აი გზაში მეორე დონეზე გვქონდა ჩართული და საკაიფო სიგრილე იყო მანქანაში.
წვას რაც შეეხება, ტერმინალში რო ვნახე საშUალო წვას წერდა 13.4 კმ-ს 1 ლიტრით. ზესტაფონშI რო ჩამოვედი იყო 16.7 კმ-ზე ასული. გუშინ შუადღიდან თბილისში ვიარე სადღაც 50 კმ, მაგრამ უმეტესად ზღვიდან დავდიოდი. დღეს სამსახურში მოვედი და 16.0-ზე არის ჯერ.
სურათები ვერ გადავუღე, ჩემი ტელეფონის კამერა აღარ ვარგა

მერე დავდებ, როგორც კი გამოჩნდება.
ახლა კითხვა, მეორე თაობის კალოთკები რომლები ვიყიდო? ისევ ოგოვე ფირმები? ფეროდო მაგალითად?