ბარემ ჩემს ამბავსაც დავწერ და გაგიზიარებთ. სამომავლოდ ჩემსავით რომ არ შეცდეთ
ჩემს ცრვზე, ადრე წლების წინ შევცვალე სცეპლენიის დისკი (ვალეო სულ ახალი), იმუშავა მაგრად ყველანაირ დატვირთვაზე
რამოდენიმე თვის წინ როცა მოვიდა მეორედ შეცვლის დრო, წავედი და ისევ იგივე ვალეო ვიყიდე.
მანქანა როცა დაშალა ხელოსანმა, პლიტასაც ჰქონდა დარხეული.
აბა დაშლილზე სხვა რა გზა იყო, წავედი და ელიავაზე რაც შემხვდა ვნახე გაურკვეველი ჯიშის, მაგრამ ახალი პლიტა.
გამყიდველმა ერთი დედა არ დაიგინა, დალშე მარწმუნებდა მაგარიაო.
წამოვიღე და და აღმოჩნდა რომ მაგრად მივქარე.
ამ ზამთარს ახალი და მაგარი საბურავები დავაყენე nokian hakkapeliitta r2 suv (მართლა მაგრებია)
როცა ავედი ბაკურიანში, საბურავები გავტესტე. გაუკვალავ და დამჯდარ თოვლში შევედი. საბურავებმა მაგრად გამაოცა ისე მაგრად ივაჟკაცა,
მაგრამ სცეპლენიის პლიტამ მაგრად ჩაისვარა. ისეთი სუნი გაუშვა რომ თბილისამდე ჩამომყვა სუნი
სიჩქარეში რომ ჩავაგდე და დავძარი, სპეციალურად აღარ შევუცვალე (რომ არ მეწვალებინა)
მოკლედ, გაურკვეველი და ახალი არის შარი... ისევ გარკვეული და მეორადი გერჩივნოთ

ხო მართლა, ვინმეს ხომ არ გეგულებათ კარგი ადგილი, სად შეიძლება ვიყიდო ცრვ რდ1_ის წყლის ორიგინალი პომპა? ანტიფრიზი შევცვალე ამ შემოდგომით და ცოტას აპარებს. ბარემ გამოვცვლი და მშვიდად ვიქნები
მიმაგრებული სურათი