მე რაც ამერიკულ ფორუმებზე წავიკითხე, 2020-ის მერე გამოშვებულ 2.4 ტურბო აუთბექს და ასცენტს უეჭველი ორიგინალი სუბარუს ზეთი სჭირდება თან ისეთი რომელიც მხოლოდ ამ მოდელებზე მიდის, ძველი ტურბინიანების TR690-ის ზეთის ჩასხმა არ შეიძლება
2.4 WRX-ზე და ლეგასზე ზუსტად ვერ ვნახე ჯერ ინფორმაცია, წესით ამათზე არ უნდა ვრცელდებოდეს ეგ და HT CVT Fluid უნდა მიდიოდეს, ზემოთ ლინკი და სურათები რაც დავდე
ანუ 2020-იდან გამოშვებულ მაღალი გამავლობის სუბარუებს რომლებსაც TR690 კოლოფი აქვთ სჭირდებათ სპეციალური შემადგენლობის ზეთი რომელსაც არცერთი სხვა მწარმოებელი არ უშვებს, მხოლოდ სუბარუს შეკვეთით ამზადებს ერთერთი იაპონური ფირმა
HT CVT LV Fluid - SOA748V0300 ეს კოდი აქვს 2.4 ტურბოს (ასცენტი, აუთბექი) ვარიატორის ზეთს
პრობლემა ისაა რომ ეს ზეთი კიდევ უფრო რთულად იშოვება და პატარა შეფუთვებში არც გამოდის (მხოლოდ 5 გალონი ანუ 19 ლიტრი მოცულობით), ისევე როგორც სტანდარტული TR690-ის ზეთი შავი შეფუთვით