m-kasperნუ ქენდლები ასახავს აღნიშნულ მომენტში რა პუნქტებზე მიდიოდა ვაჭრობა...
წვრილი ხაზები კი ე.წ "ჩრდილებია" ანუ ვაჭრობა მაგ ზონაშიც იყო დაფიქსირებული, უბრალოდ უმნიშვნელოდ... ძირითადი ნაწილი მსხვილ ნაწილებში ტარდება...
მაგალითად ქენდლში არსებობს 4 ინდიკატორი (ძირითადი)
O - გახსნის ნიშნული
C - დახურვის ნიშნული
H - ყველაზე მაღალი წერტილი
და L - ყველაზე დაბალი წერტილი
როდესაც ბევრი "ჩრდილებია" როგორც წესი იმას ნიშნავს რომ ძირითადი მასა "არ ეთანხმება" მიმდინარე ფასს და ცდილობს ფასის აწევას ან დაწევას, მაგრამ ასვლა/ჩამოსვლაში ე.წ კედლები უშლის (როდესაც ორდერებში საკმაოდ დიდი თანხები ხვდება ამა თუ იმ bid-ზე და მოცულობა ვერ ახერხებს კედლების გადალახვას და იმ რესურსების ამოწურვას)
როგორც წესი ადრე თუ გვიან გასროლა მაინც ხდება, როდესაც "კედელს" ჩამოშლიან
აი მაგალითად ADA-ს შემთხვევაში, როგორც ჩანს საკმაოდ დიდი წინააღმდეგობა ხვდება წითელ ზოლზე... ეჯახება, ვერ გადადის ზევით და ჩამოდის დაბლა ისევ...
ადრე თუ გვიან გადალახავს, დაეჯახება ზევიდან დაფიქსირდება და გააგრძელებს მაღლა ასვლას...

იმედია ნორმალურად ჩამოვაყალიბე ))