Samsung I9070 Galaxy S Advanceსურათები
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
მიმოხილვა» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ინფორმაცია სმარტფონის შესახებ:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
2G
GSM 850 / 900 / 1800 / 1900
3G
კი
გამოშვების წელი
2012, აპრილი
ზომა
ზომები
123.2 x 63 x 9.7 mm
წონა
120 g
ეკრანი
ტიპი
Super AMOLED capacitive touchscreen, 16M colors
ზომა
480 x 800 pixels, 4.0 დიუმი
დამატებითი
Corning Gorilla Glass
მულტიმედია
ზარის ტიპები
ვიბრაცია / MP3 / WAV /
3.5mm Jack
კი
მეხსიერება
შიდა
8 GB
RAM
768 MB
მეხსიერების ბარათი
microSD up to 32GB
კომუნიკაცია
GPRS
კი , Class 12 (4+1/3+2/2+3/1+4 slots), 32 - 48 kbps
EDGE
კი , Class 12
3G
კი , HSDPA, 14.4 Mbps; HSUPA, 5.76 Mbps
Wi-Fi
კი , Wi-Fi 802.11 a/b/g/n, DLNA, Wi-Fi hotspot
Bluetooth
კი , v3.0 with A2DP, HS
Infrared
არა
USB
კი
კამერა
ფოტოკამერა
5 MP , 2592 x 1944 pixels, autofocus, LED flash
განათება
კი , LED flash
ვიდეოკამერა
კი , 720p@30fps
მეორე კამერა
კი , 1.3 MP
მახასიათებლები
DUAL SIM
არა
ოპერაციული სისტემა
Android , v2.3.6 (Gingerbread) უკვე ხელმისაწვდომია Android 4.1.2 Jelly Bean განახლება
პროცესორი
Dual-core 1 GHz Cortex-A9
შეტყობინებები
SMS / MMS / E-mail / Push Mail / IM /
Browser
HTML, Adobe Flash
რადიო
კი - RDS
თამაშები
კი
GPS
კი
Java
კი
- SNS integration
- MP4/DivX/WMV/H.264/H.263 player
- MP3/WAV/eAAC+/AC3/FLAC player
- Organizer
- Image/video editor
- Document editor
- Google Search, Maps, Gmail,
YouTube, Calendar, Google Talk, Picasa integration
- Voice memo/dial/commands
- Predictive text input (Swype)
ბატარეა
ტიპი
Li-Ion 1500 mAh
საუბრის დრო
Up to 15 h (2G) / Up to 7 h 20 min (3G)
ლოდინის დრო
Up to 570 h (2G) / Up to 550 h (3G)
აქვე პრაქტიკული ინფორმაცია რამის შესახებ: Android 2.3.6 ხედავს 555მბ/764 დან და Android 4.1.2 ხედავს 625მბ/764 დან
სანამ გადავიდოდეთ ანდოიდის განახლებაზე მანამდე ცოტა რამ იმის შესახებ თუ რა ცვლილებებია Android 4.1.2 Jelly Bean-ში.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
პირველ რიგში თვალში მოგხვდებათ ახალი უფრო ლამაზი ინტერფეისი. ამას გარდა შესაძლებელია ტელეფონზე რამოდენიმე მომხმარებლის (user) შექმნა თუმცა პრაქტიკაში არასოდეს გამიკეთებია პირველი ჩატვირთვისას კი მხოლოდ თქვენ მომხმარებლის სახელს წერთ და მომხმარებლის ანაგარიშიც იქმნება. ამას გარდა ცალკეა დეველოპმენტის პარამეტრები რომელიც საწყისად გამორთული და სურვილის შემთხვევაში შეგიძლია ჩართოთ. მისი მეშვეობით შეგიძლიათ ჩართოთ 2D ვიდეო აჩქარება, პროცესორის სიხშირის ჩვენება, ასევე რაც ყველაზე ძალიან მომეწონა შეგიძლიათ ფონური (background) პროცესების გათიშვის მითითება რაც დიდ სივრცეს ათავისუფლებს ოპერატიულ მეხსიერებაში და ზოგავს ბატარეასაც. თუმცა პარამაეტრის ეს პუნქტი ხანდახან თავისთვის იცვლება და სტანდარტულ ლიმიტზე დგება ამის მიზეზი რა არის არ ვიცი. ასევე შეგიძლიათ მიუთითო რომ აპლიკაციიდან გამოსვლისას ყველა აპლიკაცია დაიხუროს. ანუ მარტივად რომ ვთქვათ როცა ეს პარამეტრი ჩართულია ჰოუმ ღილაკზე დაჭერისას აპლიკაცია ავტომატურად გაითიშება. ასევე შესაძლებელია SD მეხსიერების ბარათის დაშიფვრა. ბატარეის ეკონომიურ რეჟეიმში (power saving) დამატებულია პროცესორის სიხშირის ლიმიტირება. ანუ თუ თქვენ არ გჭირდებათ თქვენი პროცესორის სრული სისწრაფე, შეგიძლიათ სიხშირის კლებით ბატარეა დაზოგოთ. ასევე გაუმჯობესებულია მოძრაობის სენსორების რეაგირება, ტელეფონის გადმობრუნებისას მყისიერად ხდება ეკრანის გადმობრუნება 2.3.6 ვერსიასთან შედარებით. ამ მოდელს გააჩნია motion ფუნქციები რაც დაფუძნებულია მოძრაობის სენსორებზე რაც კიდე უფრო მოსახერხებელს ხდის მის გამოყენებას. ერთერთი ახალი motion ფუნქცია რაც დაემატა ტელეფონის ხელში ოდნავი განძრევით, შეთამაშებით ხდება Wi-Fi, ბლუთუზის , ამინდის ვიჯეტის განახლება (refresh). ასევე სწრაფ ჩამსაშლელ მენიუში დამატებული აქ სინქრონიზაციის ჩართვა გამორთვა(ეს არის გუგლის სერვისებთან სინქრონიზაცია) mobile data ჩართვა გამორთვა ეს არის მობილური ინტერნეტი და როცა ის გამორთულია არ მოხდება მობილური ოპერატორის ნეტის გამოყენაბა, ასევე დამატებულა ეკრანი რეგულირება. ასევე ყველა ანგარიში იქნება ეს გუგლი, სკაიპი, დროფბოქსი და ა.შ ყველა ჩნდება account პარამეტრში და მარტივად შეგიძლიათ მართოთ ისინი.
გაფრთხილება!!! ქვემოთ მოყვანული განახლების ინსტრუქცია ხდება ოფიციალური განახლებით და ეს განახლება მიდის მხოლოდ Samsung I9070 Galaxy S Advance და არა Samsung I9070 Galaxy S Advance P
გადავიდეთ Android 4.1.2 Jelly Bean » სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
პირველ რიგში შეინახეთ სმს-ები, კონტაქტები და ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია. თუ ინფორმაცია მეხსიერების ბარათზე ან სიმ ბარათზე ინახება მშვიდად იყავით მათ არაფერი მოუვა.
პირველ რიგში გვჭირდება აფდეითი. დღეისათვის ბოლო ოფიციალური აფდეითი არის
ეს გადმოწირეთ და ამოაარქივეთ. აფდეითი ჯერჯერობით გამოსულია მხოლოდ რუსეთის ბაზრისთვის გამოსული ტელეფონებისთვის თუმცა ნუ შეგეშინდებათ თუ თქვენი ტელეფონი სხვა ბაზრისთვისაა განკუთვნილი არანაირი პრობლემა შეგექმნებათ. ოფიციალური აფდეითები შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ და გადმოწეროთ
ამ საიტიდან გვჭირდება სამსუნგის დრაივერები ვიწერთ
აქედან და
აქედან და ბოლოს ვიწერთ პროგრამა
ოდინს.
1. ამოაარქივეთ და გაუშვით ოდინი პროგრამა.
2, გამორთეთ ტელეფონი. დააჭირეთ ხმის დაწევას ჰოუმ და პაუერ ღილაკს ერთად გამოჩნდება შეტყობინება ყვითელი ძახილისნიშნით დააჭრეთ ხმის აწევას პროცესის გასაგრძელებლად. ამის შემდეგ დააკავშირეთ მობი კომპთან უსბ კაბელით. ოდინში ზემოთ მარცხენა ზედა მხარეში ID:COM-ის ქვეშ ზოლი გალურჯდება. ამის შემდეგ PDA ღილაკის გასწვრივ მონიშნეთ თოლია და დააჭირეთ PDA ღილაკს და აირჩეიეთ გადმოწერილი აფდეითი. შემდეგ დააჭირეთ სტარტს და განახლებაც დაიწყება.
როგორც მობში ისევე ოდინშიც დაიწყებს ზოლი შევსებას. პროცესის დასრულების შემდეგ მობი ავტომატურად გადაიტვირთება. თუ გადატვირთვა გაუჭირდა ამოიღეთ ბატარეა ჩადევით ისევ და ჩართეთ ტელეფონი. ჩართვის შემდეგ მობი დაასრლებს განახლების პროცესს და ახალი სისტემაც ჩაირთვება. თავდაპირველად აირჩიეთ ენა და მიყევით ინსტრუქციებს
ახალი სისტემის ჩართვის შემდეგ გამოჩნდება აფდეითის შემოწმების მოთხოვნა დაუკავშირედ ვაიფაის და შემოწმების შემდეგ თავს აღარ მოგაბეზრებთ.
თუ გსურთ ფლეშფლეირის გამოყენება თქვენ ბრაუზერში გადმოწერეთ
აქედან და დააყენეთ.
2,3,6 ვერსიას მოყვებოდა photo editor. თუ გსურთ კვლავ მისი გამოყენება დარეგისტრირდით სამსუნგ აპპ ში რომელიც მოყვება ყველა სამსუნგის ანდროიდს. ჩაწერეთ ძებნაში photo editor გადმოწერეთ და ისამოვნეთ.
როგორ დავრუთოთ Android 4.1.2 Jelly Bean
გაფრთხილება!!! დარუთვის შემდეგ თქვენ იღებთ შეუზღუდავ უფლებებს ცვლილებები შეიტანოთ სისტემაში, ამიტომ გაუფრთხილებელმა მოქმედებამ შეიძლება სისტემის დაზიანება გამოიწვიოს. ასეთ შემთხვევაში ყველა რისკს თქვენ თავზე იღებთ. აფდეითზე შემოწმებისას გეტყვით რომ სისტემა მდიფიცირებულიაო და არ განახლდება. ანრუთი შესაძლებელია მაგრამ მაინც იგივეს გეტყვით რომ მოდიფიცირებულიაო, ამიტომ გაითვალისწინეთ დარუთვის პლიუს მინუსები.» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
1. ვიწერთ ამ
ფაილს და ვაკოპირებთ პირდაპირ ჩიპზე. არ ამოაარქივოთ.
2. გამორთეთ ტელეფონი. დააჭირეთ ხმის აწევას ჰოუმ და პაუერ ღილაკს ერთად. ხმის დაწევის ღილაკით ჩამოდით Apply update from extrenal sotrage-ზე და პაუერ ღილაკს დააწექით. ხმის ღილაკით ჩამოდით დაკოპირებულ root.zip ზე და დააწექით პაუერ ღილაკს. ამის შემდეგ რამოდენიმე წამში დასრულდება პროცესი. შემდეგ ხმის ღილაკებით ადით ზემოთ და აირჩიეთ ეს პუნქტი
../ შემდეგ აირჩიეთ reboot system now და მობიც გადაიტვირთება. ჩართულ ტელეფონში შედით და ნახეთ მენიუში სუპერმენის ლოგოთი იქნება აპლიკაცია სუპერ სუ. მისი მეშვეობით შეგიძლიათ გააკეთოთ ანრუთი.
რაც შეეხება რუთ ექპლოერს შეგიძლია გამოიყენეოთ ყველასთვის ცნობილი
File manager. დარუთვის შემდეგ მოუნიშნეთ პარამეტრებში Root Explrer და Mount system folders
აღნიშნული მეთოდი მუშაობს Android 4.1.2 Jelly Bean-ზე და დატესტილია ჩემს მიერ. ბონუსი» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ყველა მოწყობილობაზე რომლზეც აყენია Android 4.0 და ზევით სისტემა ფუნქცია აქ Full backup/restore. ამ მეთოდის პლიუსი იმაშია რომ არ ჭირდება ტელეფონს დარუთვა ან რაიმე აპლიკაციის დაყენება
დაწვრილებით იხილეთ ბმულზე.
http://www.howtogeek.com/125375/how-to-cre...ng-your-device/ This post has been edited by tox-rex7010 on 23 Feb 2013, 15:10