პროცესორისმარტფონში მოთავსებულია Huawei-ს წარმოებული Kirin 950-ის ჩიფსეტი, რომელიც შექმნილია 16 ნანომეტრიანი FinFET Plus ტექნოლოგიით, რომლის ცენტრალური ბირთვები წარმოდგენილია 4 მაღალი წარმადობის 2.3 გიგაჰერცზე(მაქსიმალურ 2.53 გიგაჰერცზე) მომუშავე Сortex A72-ის არქიტექტურით და 4 დაბალი წარმადობი (თუ შეიძლება ამას დაბალი ვუწოდოთ) 1.8 გიგაჰერცზე მომუშავე Cortex A53-ის არქიტექტურით.
გრაფიკულ პროცესორად წარმოდგენილია 4 ბირთვიანი Mali-T880 და დამხმარე პროცესორად წარმოდგენილია i5, რომელიც იმუშავებს მაშინ, როდესაც არ იქნება საჭიროება მძლავრი პროცესორის გამოყენების და დაზოგავს ენერგო მოხმარებას.
ოპერატიულ მეხსიერებად წარმოდგენილია ორ არხიანი და 64 ბიტიანი LPDDR4 ტექნოლოგია (25.6GB/s).
კამერისთვის წარმოდგენილია ორმაგი 14 ბიტიანი 42 მეგაპიქსელიანი სიგნალის მიმღები პროცესორი, 4K ვიდეო გადაღების მხარდაჭერა.
ციფრული სიგნალის მიმღებ პროცესორად წარმოდგენილია Tencilica HiFi 4.
შესანახი მეხსიერების ტექნოლოგიებად წარმოდგენია UFS2.0, eMMC5.1 და SD4.1.
სხვა ტექნიკური მახასიათებლებია: NFC, BT4.2, USB Type C, MU-MIMO 802.11ac Wi-Fi, ორ სიმ ბარათზე ერთდროულად აქტიური 4G ქსელი LTE Cat 6 და VoLTE,
AnTuTu-ს ტესტებში პირველმა პროტოტიპმა აიღო 83000 და ეს არ არის საბოლოო შედეგი, აღნიშნული მაჩვენებელი Kirin 950 პირველ ადგილს იკავებს სიმძლავრით სმარტფონების ჩიფსეტების კატეგორიაში.
კამერასმარტფონის ძირითად კამერად წარმოდგენილია 16 მეგაპიქსელიანი SONY IMX298, რომლის სენსორის ზომაა 1/2.8 ინჩი, დიაფრაგმა F2.0 და სამ არხიანი ოპტიკური სტაბილიზაცია.
პირველი სმარტფონია, რომლის კამერასაც გააჩნია LDS ტექნოლოგია, სწრაფი ფოკუსისთვის, PDAF (ფაზოვანი ავტოფოკუსი) და CAF (დასრულებული ავტოფოკუსი) ტექნოლოგიები.
მთავარ კამერას გააჩნია ორმაგი LED განათება.
სმარფონის წინა კამერად წარმოდგენილია 8 მეგაპიქსელიანი SONY IMX179 F2.4 დიაფრაგმით.
სმარტფონის ზომებისმარტფონი სიგრძეში 157.1 მილიმეტრია, სიგანეში 80.6 მილიმეტრი და სისქეში 7.9 მილიმეტრი.
ბატარეა
სმარტფონი წარმოდგენილია 4000 მილიამპერიანი პოლიმერის ბატარიით, რომელიც ვიდეოს ყურების რეჟიმში ძლებს 17 საათს, საუბრის რეჟიმში 18 საათს და ლოდინის რეჟიმში 22 დღეს.
სმარტფონში აგრეთვე წარმოდგენილია სწრაფი დატენვის ტექნოლოგია.
მეხსიერება
სმარტფონის ოპერატიული მეხსიერება წარმოდგენილია 3 და 4 გიგაბაიტიანი ვარიანატებით LPDDR4 ტექნოლოგიით, შესანახი მეხსიერება წარმოდგენილია 64 და 128 გიგაბაიტიანი ვარიანტებით.
სლოტებისმარტფონს გააჩნია ორი სიმბარათის სლოტი და მეხსიერების გაზრდის სლოტი.
სმარტფონის ოპერაციულ სისტემად წარმოდგენილია Andorid 6.0 (EMUI4.0 სამომხმარებლო ინტერფეისით), FM რადიო, თითის ანაბეჭდის სკანერი და 4G LTE Cat 6.
ფასები3GB RAM, 32GB ვერსია: $470
4GB RAM, 64GB ვერსია: $580
4GB RAM, 128GB ვერსია: $690
წყარო: http://21c.ge/huawei-mate-8-%E1%83%A1%E1%8...83%9C%E1%83%A3/ This post has been edited by nodarie on 26 Nov 2015, 21:50
წამიშალა გიორგიმ რაც დავუწერე პასუხები, თემა დახურა, ახალი თემა გავხსენი,წაშალა და ბანი დამადო.ასე რომ მოვრჩი, ნახვამდის, ყველაფერი ნათქვამია :) არ მოეწონა პასუხები ბიჭს :)