2 კვირაა რაც ეს ტელეფონი მაქვს. მე დუალ სიმ ვერსია ვიყიდე. ჩემს ყურსაამენიც და დამტენიც მოყვა. დამატებით სხვა ფერის უკანა სახურავიც. კომპლეკტში არ იყო უსბ კაბელი. აქამდე ნექსუს 4 მქონდა. დაახლოებით 1 წელი. პლიუსები ნექსუს 4-თან შედარებით.
1. ელემენტი - 2 ჯერ დიდხანს ძლებს.
2. ეკრანი - გაცილებით უკეთესია და დიაგონალზეც არ აკეთებს ფერების ინვერტაციას. ნ4-ს ეკრანი კოშარი ოყო. 3. ხმაც უფრო მაღალი აქვს.
4. ბევრმა არ იცის და წყალში ჩავარდნას უძლებს ნახევარი საათით. შეგიძლიათ ნახოთ ვიდეოზე.
5. ეკრანი: ნ4 გორილა გლას 2. მოტო G გორილა გლას 3. 2 ნექსუს 4 მქონდა და ორივეს ძალიან ადვილად ეკაწრებოდა ეკრანი. მიუხედავად იმისა რომ ძალიან ვუფრთხილდებოდი.
მინუსები. მემგონი ყველაზე დიდი მონუსია 1გბ. რამი. ვისაც ქონია 2გბ. ტელწფონი იცის რა არის ნამდვილი მულტიტასკინგი. აქ კი ყველაფერი სწრაფად იხურება და პროგრამის გამოძახებისას ხელახლა იტვირთება. კამერა ნამდვილად დაბალი დონისაა და ყველაზე სუსტი რგოლია ამ ტელეფონში. მძიმეა და ნამდვილად და სრიალებს ხელში. მიუხედავად იმისა რომ ნ4 ორივე მხრიდან შუშის იყო, გვერდზე საკმაოდ კარგი პლასტმასი ქონდა და ადვილად იჭერდი ხელით.
პროცესორი და ვიდეო კარტა. ანტუტუში 17 ათასს დებს. მაგრამ ტ რექსის ტესტში მხოლოდ 10 FPS. როცა ნექსუსი 24-დებდა. მიუხედავად ამისა დედ ტრიგერს მაღალი გრაფიკით უპრობლემოდ თამაშობს. თუმცა მომავალზე გათვლილი სმარტფომი ნამდვილად არაა.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით მე მაინც მირჩევნია მოტო. მწარმოწბლურობა საკმარისია ამ ეტაპზე ჩემთვის და ელემენტი მძიმე დატვირთვით ეკრანის დროს 5 სთ-მდე აღწევს. აქვს უსბ-ს მიერთების ფუნქცია. ნ4-ს არ ქონდა და სპეციალური კაბელი უნდა გეჩალიჩა.
მოტო დავრუთე უპრობლემოდ და xposed მოდულებით თითქმის ყველაფერი დავაყენე რაც ციანს აქვს. ველოდები ოფიციალურ ციანს 2 სიმიანისთვის.





P.s. არ აქვს გიროსკოპი. მემგონი ამიტომაც ვერ იღებს ფოტოსფეროს.
This post has been edited by bs-max on 13 Apr 2014, 14:21
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)