საინტერესო კითხვაა. თუ ქრისტიანი ხარ, რთულია ამ კითხვას გასცე სრულყოფილი პასუხი და თან შენი პასუხი ბიბლიით გაამყარო, რადგან არ მგონია ბიბლიაშიც იყოს ამაზე პასუხი, ყოველ შემთხვევაში მე არ შემხვედრია. უბრალოდ ლოგიკურად რომ შევხედოთ, მაგალითად თუ ჩვენი გარდაცვლილი ადამიანი სამოთხეშია, მაშინ რანაირი სამოთხე იქნება მისთვის რომ ჩვენ გვიყუროს? ანუ გვიყუროს და ვერ გვეკონტაქტოს, ეს სამოთხე იქნება? ისე მიცვალებული, ლაზარე, აღადგინა ქრისტემ, მაგრამ ხალხმა რა ქნა? მიუხედავად იმისა, რომ იცოდნენ 4 დღის მკვდარი იყო, რა ქნა? ირწმუნა? ქრისტიანისთვის ყველაფერი გარკვეულია, დალაგებულია, მან იცის რომ აქ დროებითაა და როდესაც გარდაიცვლება თავის საყვარელ ადამიანს შეხვდება, ამიტომ არ ნერვიულობს, არ ვარდება დეპრესიაში. ესაა რწმენა. ისე თუ შენი მიცვალებული იმიერ და ამიერ სამყაროებს შორის მოძრაობს, გადაადგილდება, ცოცხლებს ნახულობს, ესაუბრება, მაშინ რაღატო კვდება ადამიანი? რა აზრი აქვს ამ მოვლენას? უბრალოდ ასე ხდება და ამის მიღება და გაანალიზება უნდა ვისწავლოთ, რწმენის თუ ფილოსოფიის დონეზე. თუ ქრისტიანი ხარ, ბიბლია ამის გაანალიზებაში გეხმარება