ნამდვილად, მოკლე პასუხი იქნება - ინერცია, ინერცია რომელიც თავად მიგვაქანებს ამისკენ. მაგალითად ასეთივე ინერციაა გამრავლება. სიცოცხლეს გადასცემს სიცოცხლეს და ამას ჩვენ გვანდომებს და არა ვინდომებთ, სექსუალური იმპულსები თავად უბიძგებს გამრავლებისკენ და არა პირიქით
გვაქვს ესეთი რეალობაც, აქ არ არის უმნიშვნელოვანესი რამდენად მართალია ეს სტატია რადგან ამოცნობილია ისედაც გზები სიცოცხლის გახანგძლივების და სავარაუდოდ 20 წელში ამოიხსნება
https://on.ge/story/105225-%E1%83%91%E1%83%...%83%98%E1%83%90შემდეგი ფაქტორი მსჯელობაში დაგვჭირდება ადამიანებზე დაკვირვება და სტატისტიკა ანახებს უმრავლესობაში "სიცოხლის წყურვილს"
ვთქვათ მოხუცებულ ასაკში მიეცა ადამიანს საშუალება სიცოცხლის გახანგძლივების, უმრავლესობა აირჩევს თუ ხელმისაწვდომი იქნება
ყოველ გახანგძლივებულ დროში წესები ფეხდაფეხ რეალობასთან ერთად შეიცვლება გამონთავისუფლებული დროის ხარჯზეც, თუმცა იარსებებს ქმედების აზრი
ზოგადად პასუხი ესე გამოიყურება რომ იმ მატერიალისტური ხედვით რა კრიტერიუმებითაც ვაფასებთ ეხლა გამოუსადეგარი იქნება, ამას უფრო დიდბუნოვნობა შეეფერება ვიდრე, გაიშლება სივრცე და იმოქმედებს სხვა მათემატიკა უხეშად რომ ვთქვა, ასვლა მოხდება სიხშირეზე და სხვა ვიბრაციებზე გასვლით
რომ არ დაგაბნიოთ მაგალითად არსებობს სიცოცხლის რაღაც პერიოდიბროცა საერთოდ არ ფიქრობ სიკვდილზე და საკუთარ ცხოვრების საზრისში ეს მომენტი თითქმის არ ფიგურირებს მაგრამ ხარ "კარგად"
მინდა გამოვყო:
1. ინერცია აქეთ მიგვაქანებს
2. ადამიანის როგორც სურვილები ასევე შესაძლებლობები განუსაზღვრელია
3.იერარქია რომელიც მოცემულობაა განვითარების შეუქცევად წესადაა თანდაყოლილი
4.სიცოცხლის ჩვენთვის ნაცნობი სახეობებისთვის დამახასიათებელი აუცილებელი განუყოფელი თანდაყოლილი რეფლექსი "სიცოცხლის გადარჩენა" იქნება ამოხსნილი, ჩვენ არ დაგვიპროგრამებია ეს მოცემულობა მაგრამ მივექანებით და ვისწრაფვით ამის ამოხსნისკენ
5. აქვე შემოდის ფილოსოფიური კითხვა თუ არსებობს მოცემულობა "სიცოცხლის გადარჩენა" რომელიც ვთწვათ ბუნებისგან მონიჭებული კანონთაგანია ჩნდება კითხვა - რისთვის? ანუ თუ იმპულსურ დონეზა თვითგადარჩენის ინსტიქტი ჩადებული მაშინ ჩნდება კითხვა რისთვის უნდა გადავრჩე. რისთვის ვჭამო ან ვსვა ან ან ან და სწორედ ეს ფილოსოფიური კითხვა შეიძლება მივიდეს ნიჰილიზმამდეც პესიმიზმამდეც და ამაოების აბსურდულობამდეც, ანუ პასუხი ვერ გავცეთ თავად სიცოცხლის არსს
8. ჩვენ არ ვიცით რა სიახლეები გველოდება მომავალში რომელიც დღეს წამოუდგენელია ზოგისთვის
* * *