გავაგრძელოთ, გვაქვს დარუთული 1.6 რას ვაკეთებთ შემდეგ:
უნდა დავაყენოთ
DangerSPL. მოკლედ DangerSPL დაყენების აუცილებლობა გამოწვეულია იმით რომ, G1-ის სისტემური დანაყოფი განსაზღვრულია
64MB -მდე მოცულობით. DangerSPL-ის დაყენებით მისი გაზრდა შეიძლება
96MB-მდე. ასე რომ თავისუფლად დავაყენებთ 5. და მეტ რომ ფაილებს.
სანსამ DangerSPL დავაყენებთ,
აუცილებლად!!! უნდა შევამოწმოთ უკვე დაყენებული გვაქვს თუ არა DangerSPL, ასევე რადიოს ვერსია (ამისთვის, გათიშული ტელეფონი უნდა ჩავრთოთ
[კამერა]+[ჩართვა/გამორთვა] ღილაკზე ერთდროულად დაჭერით.
"ჭრელ"მენიუს მეორე ხაზზე თუ გაქვს
HBOOT-1.33.2005. მაშინ თქვენ უკვე გაქვთ დაყენებული DangerSPL და შეგიძლიათ გამოტოვოთ DangerSPL-ის დაფლეშვის პროცედურა (ანუ დაიწყებტ პირდაპირ ROM-ის დაფლეშვას მე4-ე ნაწილიდან ).
რაც შეეხება რადიოს ვერსიას ისიც უნდა ნახოთ ამავე "ჭრელ მენიუს" მეოთხე ხაზში Radio-X.XX.XX.XX
რადიოს ვერსია არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს 1.x, ან 4.x, ან 6.x... ანუ DangerSPL-თან თავსებადია 2.x, ან 3.x რადიოს ვერსია
(რადიოს ბმულები აქ ნახეთ) "ჭრელი მენიუდან გამოსასვლელად ტელეფონზე ვაწვებით [მწვანე]+[მენიუ]+[ჩართვა/გამორთვა] ღილაკებს ერთდროულად.
გაფრთხილება! ტელეფონი გქონდეთ ბოლომდე 100% ან "მწვანე ნათებამდე" დამუხტული!!!თუ ჩვენ არ გვაქვს დაყენებული DangerSPL, მაშინ ვიქცევით შემდეგნაირად:
1. ჩამოტვირთული DangerSPL ფაილს ვაკოპირებთ SD-ზე (ძირშივე)
[ვამოწმებთ აუუცილებლად კიდევ ერთხელ გვაქვს თუ არა შესაბამისი რადიო, წინააღმდეგ შემთხვევაში შეგვრჩება აგურივოო ამბობენ
] 2. თუ ყველაფერი რიგზეა გადავდივართ რექოვერში (გამორთული ტელეფონს ვრთავთ [სახლი]+[ჩართ/გამორთვა] )
3. ჩამონათვალში ვირჩევთ Flash zip from sdcard და ვირჩევთ DangerSPL-ის გასაახლებელ ფაილს რომელიც მანამდე დავაკოპირეთ. დაიწყებს ინსტალაციას და დაყენების შემდეგ მოითხოვს გადატვირთვას ოპერაციის დასასრულებლად, მითითებული იქნება იქვე ქვემოთ
(შენიშვნა: ჩემთან პირადად გადატვირთვას მოანდომა დიდი ხანი, 10-15 წუთი არ ჩაირთო და ელემენტი ამოვიღე და ისე ჩავრთე თავიდან. ) სულ ეს იყო ახლა უკვე შეგვიძლია დავაყენოთ
CyanogenMod 5+
ამისათვის :
4. ვიწერთ
CyanogenMod ROM -ს ასევე სურვილის შემთხვევაში Google Apps (იმავე ლინკზეა) და ვაკოპირებთ SD-ზე
5. ვთიშავთ ტელეფონს USB-დანაც და ისეც
6. შევდივართ რექოვერ მენიუში [სახლი]+[ჩართ/გამორთვა] ღილაკზე ერთდოულად დაწოლით
7. ჩამონათვალში შევდივართ Flash zip from sdcard და ვირჩევთ CyanogenMod update.zip (ან რაც ერქმევა რომ ფაილს) დაიწყება დაფლეშვის პროცესი, ვნერვიულობთ და ველოდებით ბოლომდე

დასრულების შემდეგ თუ არ გსურთ გუუგლის პროგრამების დაყენება რექოვერ მენიუშივე ვაწვებით Reboot system now (მაგრამ არ გექნებათ მარკეტი და ა.შ.. ამიტომ ნადა >> ანუ რომის დაფლეშვის დასრულების შემდეგვე ვირჩევთ რექავერ მენიუში Flash zip from sdcard და ვირჩევთ Google Apps update.zip სვო გუუგლიც მზადა და შეგვიძლია გადატვირთვა

)
8. ველოდებით ბოლომდე ჩატვირთვას (შეიძლება 10-15 წუთი დაჭირდეს პირველად/ჩემთან მალე ჩაირთო) და გვიხარიაა 2.2 დარუთული და ქართულფონტიანი სწრაფი პრაშივკაა
და ამ ყველაფერს რაღათქმაუნდა ვაკეთებთ საკუტარი რისკის ქვეშ !
* * *
რა შეწუხებაა კაცო რაც შემიძლია

რა პრობლემაა... ნახე ჩემი ზედა პოსტი??? (17 Apr 2011, 11:35 #25013326 ) კინაღამ ვიმსხვერპლე ჩემი "ჭრელა"

მაგრამ ადვილად ავუღე ალღო,,
kobebryant-ის დახმარებით გავაცოცხლე და ეხლა უკვე როგორც თევზი წყალში ისე ვარ

წარმატებები აბა და თუ კითხვები გექნება არ მოგერიდოს
This post has been edited by AUSCHWICZ on 4 May 2011, 22:15