#62538741 · 1 Apr 2026, 22:23 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Claude code ვხმარობდი $20 - იანს თვეში, მაგრამ საშუალო ან დიდი ზომის პროექტებზე ძალიან მალე ურტყავ ლიმიტს, ამიტომ Codex ზე გადავედი იგივე $20 პაკეტზე, ჩემთვის Codex ის მთავარი უპირატესობა მისი ინტერაქციულობაა თავისი ჩაკითხვებით, საბოლოო ჯამში აუცილებლად უნდა გამოიყენო აგენტის ინსტრუციუები, რომელბსაც .md გაფართოების ფაილში წერ, ამის გარეშე ყოველ ჯერზე მოგიწევს კონტექსტის მიცემა აგენტზე, პროექტის ზრდასთან ერთად კი ამ კონტექსტის მიცემა უფრო რთული ხდება და შესაბამისად მეტ ტოკენსაც ხარჯავს, ჩემი პირადი გამოცდილებიდან ეს სტრუქტურა კარგად მუშაობს:
root AGENTS.md docs INDEX.md project-context.md architecture.md repo-map.md engineering-standards.md runbook.md status.md tasks template.md
აგენტს რომ გაუშვებ root ფოლდერიდან ავტომატურად აღიქვამს AGENTS.md და შემდეგ AGENTS.md რა ინსტრუქციებიც წერია იმას მიყვება, docs გეხმარება დაანაწილო თემის შესაბამისი ინსტრუქციები ერთ ფაილში რომ არ გქონდეს ყველაფერი, სასურველია ინსტრუქციის ფაილში 100 ხაზზე მეტი ინსტრუქცია არ გქონდეს. რაც შეეხება task ფოლდერს, მე ამას ვიყენებ დავალებების შესასრულებლად, template.md ში გაწერილი მაქვს რა სტრუქტურას უნდა მიყვეს ყოველი ახალი დავალების ფაილი, ასევე აუცილებელია status.md ან სხვა ნებისმიერი სახელი რაც გინდა, მთავარია შეინახო პროექტის სტატუსი, რა არის აქამდე შექმნილი, რათა აგენტის ყოველ ახალ გაშვებაზე აგენტმა იცოდეს აქამდე რა ფუნქციონალია აქვს უკვე სისტემას, ეს ყველაფერი დაგეხმარება უფრო ეფექტურად გამოიყენო აგენტები, ამ ინსტრუქციის ფაილების გასაკეთებლად თვითონ აგენტი შეგიძლია გამოიყენო. ჩემი გამოცდილებიდან /plan ფუნქცია რომელიც Codex აქვს, ასევე Claude code საც აქვს, ძალიან დაგეხმარება წინასწარ გეგმა შეადგინო სანამ ინსტრუქციის ფაილს ან კონკრეტულ დავალებას გააკეთებინებ, თვითონვე გეხმარება ყველა არსებული edge case ის მოძებნაში და მათი გადაჭრის გზების პოვნაში.
This post has been edited by qqwerty on 1 Apr 2026, 22:26
|