უნდა ჩავწერო

ვინც ფლეი სტორიდან ვერ იწერს ესე სცადეთ
უკვე რამდენმა მომხმარებელმა იკითხა, თუ როგორ გავხსნათ მარკეტი და გადმოვიწეროთ პროგრამები, რომლებზეც გვიწერს "This item is not available in your country"... მოკლედ არსებობს ორი გზა:
1) ვიყიდოთ რამოდენიმე აპლიკაცია და მარკეტი თავისით გაიხსნება (მე ესე მაქვს)
2) გავხსნათ დროებით VPN-ით.
ამ პოსტში კი დავწერ, თუ როგორ გავხსნათ მარკეტი დროებით, VPN-ის საშუალებით (უფასოდ)
1. ვიწერთ პროგრამას Play Store-დან:
https://play.google.com/store/apps/details?...s.android&hl=en2. პროგრამის დაყენების შემდეგ შევდივართ აპლიკაციაში, ვაჭერთ Try with 500mb for free, შემდეგ შეგიძლიათ ქვემოთ მარცხენა კუთხეში ქვეყნის შეცვლა, თუ გინდათ იყოს რაც არის...
3. ქვეყნის არჩევის შემდეგ ქვაწვებით Connect-ს.
4. გამოდის ფანჯარა, ვნიშნავთ I trust this application და ვაწვებით OK
5. წესით უნდა დაიწყოს დაკავშირება, Status Bar-ში დაეხატოს პროგრამის ლოგო.
6. ამის შემდეგ შევდივართ ტელეფონის პარამეტრებში (Settings) და ვირჩევთ Apps (ან Application manager, მთავარია დაინსტალირებულ აპლიკაციებში შევიდეთ)
7. Installed/Downloaded-ში ვეძებთ Google Play Store-ს და შევდივართ
8. ვაწვებით Clear data-ს და ფანჯრის გამოსვლის შემდეგ OK
9. შევდივართ ჩვენს მარკეტში და ახლიდან ვეთანხმებით სერვისის წესებს ღილაკით “Accept”
10. დაველოდებით და ჩაირთვება უცხოური Google Play Store, ამის შემდეგ შევდივართ Tigervpns-ში და ვაწვებით Disconnect !
რამოდენიმე საათში (შეიძლება 1-2 დღეშიც) ავტომატურად გადმოერთვებით ქართულ მარკეტზე. მთავარია VPN-ის გამორთვა არ დაგავიწყდეთ და ისე არ გადმოწეროთ რამე, 500MB გაქვთ ლიმიტი, ასევე ინტერნეტი ძალიან დაბალი სიჩქარის იქნება !
წყარო:
http://ow.ly/wbJ6Z