ადრე ვიყავი მასე. გამახსენდებოდა რაიმე სისულელე ჩემს მიერ ნებით ან უნებლიეთ გაკეთებული და სირცხვილით ვიწვოდი.
ახლა გაცილებით მეტ სისულელეს ვაკეთებ, მაგრამ რომ შევხედავ, რომ სისულელე გამოვიდა, მე თვითონ ვიშაყირებ თავს და ჯანსაღ იუმორში გადადის და უხერხულადაც არ ვგრძნობ თავს.
წარსული წარსულია და მისი ცუდი ნაწილების გახსენებით რატომ დავიტანჯოთ თავი? შევცვლით რაიმეს?
* * *
ისე, როცა რაიმე პრობლემა მაქვს, (მაგალითად, დედა გავაჯავრე და ა.შ), ვლოცულობ და ღმერთი ყოველთვის მიჩვენებს პრობლემის ყველაზე იოლად მოსაგვარებელ გზას.
მოვიკლათ წარსულ დროებზე დარდი...
ჩვენ უნდა ვსდიოთ ეხლა სხვა ვარსკვლავს,
ჩვენ უნდა ჩვენი ვშვათ მყოობადი,
ჩვენ უნდა მივცეთ მომავალი ხალხს.