ფერები მკვეთრად აისახება ადამიანის განწყობაზე. ღია ფერები ქმნის სიმშვიდის ილუზიას და იწვევს დადებით ემოციებს, სიხარულს, მუქი ფერები კი - პირიქით.
ყოველდღიურ ცხოვრებაში ზოგი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მის გარშემო არსებულ ფერებს - სახლში კედლების, ნივთების, ავეჯის და სხვა აქსესუარების ფერებს, ასევე საკუთარი ტანსაცმლის გარდერობის მრავალ/ერთფეროვნებას, ზოგი კი ვერც ამჩნევს რამდენად მოქმედებს მის გონებაზე ფერები რომელსაც თვალები აღიქვამენ. გოგონებს ხშირად აქვთ საყვარელი ფერი, რითაც ხელმძღვანელობენ ახალი ნივთების შეძენისას.
*რომელია შენი ფერი?
წითელი
მნიშვნელობა: ენერგია, სიცოცხლისუნარიანობა, სასიცოცხლო ძალები, მგზნებარება, სიმამაცე, აგრესია, იმპულსურობა;
გამოყენება: დეპრესიის დაძლევა
ჭარბი რაოდენობა: ზრდის სტრესს, აღელვებას.
ნარინჯისფერი
მნიშვნელობა: ენერგია;
გამოყენება: აქვს სითბოს ეფექტი, აძლიერებს იმუნიტეტს;
ჭარბი რაოდენობა: ზრდის მღელვარებას;
ყვითელი
მნიშვნელობა: ინტელექტი, სიხარული, სითბო, წინდახედულება, სიახლე;
გამოყენება: გონების გაწმენდა, სტიმულირება;
ჭარბი რაოდენობა: იწვევს გადაღლას, გონების დაძაბვას;
მწვანე
მნიშვნელობა: სიმდიდრე, ეჭვიანობა, მოკრძელება, გაწონასწორება, ტრადიციულობა;
გამოყენება: კარგია გადაღლილი ნერვებისთვის, აწონასწორებს ემოციებს, დადებითად მოქმედებს ხასიათზე;
ჭარბი რაოდენობა: ქმნის უარყოფით ენერგიას.
ლურჯი
მნიშვნელობა: სიმართლე, სიმშვიდე, ჰარმონია, ლოიალობა, გულწრფელობა, პასუხისმგებლობა;
გამოყენება: გონებას აწყნარებს;
ჭარბი რაოდენობა: იწვევს თავის ტკივილს.
იისფერი
მნიშვნელობა: სიმშვიდე;
გამოყენება: კარგია ნერვული და გონებრივი პრობლემებისთვის;
ჭარბი რაოდენობა: ნეგატიური ფიქრები
ვარდისფერი
მნიშვნელობა: წონასწორობა;
გამოყენება: სულიერი მდგომარეობის გაუმჯობესება;
ჭარბი რაოდენობა: გადაღლა.
თეთრი
მნიშვნელობა: სიწმინდე, უმანკოება, ოპტიმიზმი;
გამოყენება: გონების გაწმენდა;
ვერცხლისფერი
მნიშვნელობა: მშვიდობა, შეუპოვრობა, სიმტკიცე;
გამოყენება: იყენებენ დაავადებების წინააღმდეგ;
ოქროსფერი
მნიშვნელობა: ძალა, სიძლიერე;
გამოყენება: აძლიერებს სხეულს და გონებას;
ჭარბი რაოდენობა: ძალიან ძლიერად მოქმედებს ხალხის უმრავლესობაზე.
შავი
მნიშვნელობა: მდუმარება, ელეგანტურობა, ძალაუფლება;
გამოყენება: სიჩუმე და სიმშვიდე;
ჭარბი რაოდენობა: გულგრილობა, შიში.
ნაცრისფერი
მნიშვნელობა: სტაბილურობა;
გამოყენება: შთააგონებს ხელოვანებს, წარმატების სიმბოლოა;
ჩემს ცხოვრებაში დიდ როლს ასრულებს ფერები .
5 წლიდან მიყვარს იასამნისფერი .
ისე შავ ტანსაცმელს ვანიჭებ უპირატესობას .
საკუთარ სუნთქვას ვგრძნობ ..
საკუთარ გულისცემას..
ჩემი სუნი მცემს..♥
Jeux d'enfants
Love Me If You Dare!!!!!!!!!