samo
Newbie


ჯგუფი: Registered
წერილები: 2
წევრი No.: 97775
რეგისტრ.: 14-August 09
|
#15171109 · 21 Aug 2009, 17:06 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
უკაცრავად, დიდი გამოხმაურება გამომივიდა... თან ეს ცოტა ადრე დავწერე, მაგრამ ძირითადად შინაარსს დღემდე ვეთანხმები და ამ თემაზე ისევ ამ აზრისა ვარ, თვითმკვლელობაზე მიფიქრია, მაგრამ არასოდეს წამითაც არ მომდომებია თავი მომეკლა, სიცოცხლე იმდენად საოცარი რამაა... ეს იქნებ საინტერესო იყოს წასაკითხად.
,,თვითმკვლელობაა დიდი საქმის ჩვენში დაწყება...“
,,საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობა ადგენს პასუხისმგებლობას ადამიანის თვითმმკვლელობამდე, ან თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანისათვის. ასეთ შემთხვევაში დანაშაულის ობიექტი არის ადამიანის სიცოცხლე, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის თანახმად ადამიანის უპირველესი უფლებაა. თვითმკვლელობამდე, ან თვითმკვლელობის მცდელობამდე მიყვანა გულისხმობს მსხვერპლის მიმართ მუქარას, სასტიკ მოპყრობას, ან მისი ღირსების ან/და პატივის სისტემატიურ შელახვას (სსკ 115-ე მუხლი). ასეთ შემთხვევაში დამნაშავედ გვევლინება მეორე პირი, რომელმაც დაზარალებული თავისი კანონ და მართლსაწინააღმდეგო ქმედებებით თვითმკვლელობამდე, ან მის მცდელობამდე მიიყვანა. დამნაშავედ ითვლება არა ის პირი, ვინც უშუალოდ მოსაპო ადამიანის სიცოცხლე, არამედ ადამიანი რომელმაც უბიძგა მას ამისკენ. რამე თუ ერთ (თვითმკვლელობის) შემთხვევაში დანაშაულის ჩამდენი პირი მკვდარია, ანუ არ არსებობს და რომც არსებობდეს მას აქვს საკუთარი სიცოცხლის თავისუფლად განკარგვის უფლება, მეორე (თვითმკვლეობის მცდელობა) შემთხვევში საქმე გვაქვს ასეთ იურიდიულ საკითხთან: თუკი დანაშაულად არ თვლება ქმედება, არც მისი მცდელობა ითვლება დანაშაულად. თუ არ არსებობს დამნაშავე, არ არსებობოს დანაშაული და თუკი დანაშაულად არ ითვლება ქმედება, ვერც მის მცდელობას დავაკვალიფიცირებთ დანაშაულად. თუკი ადამიანს ვერ დავსჯით თვითმკველობისთვის, გაუმართლებელია მისი თვითმკვლელობის მცდელობისათვის დასჯა.”
ბავშვები ზღაპრებით იზრდებიან... ბოროტზე გამარჯვება, თავდადება, სიმამაცე და გმირობა... ბავშვობის გმირები - თეთრ ცხენებზე მოჯირითე, ხმლით შეიარაღებული და სიყვარულისთვის მებრძოლი უფლისწულები საქართველოს წარსულიდან... მერე სულ სხვა რაღაც წავიკითხე, ბავშვობაც გავიდა, საქართველოს აწმყოში სხვა გმირები ვიპოვე და ეს სიტყვა ,,გმირი“ მებრძოლ უფლისწულს აღარ ნიშნავს.
განა დედა, რომელიც ორ სამსახურში მუშაობს, შვილები სკოლაში, ცეკვაზე, სიმღერაზე დაჰყავს და კარგ ადამიანებად ზრდის, გმირი არაა? მოზარდი, რომელიც დღეს ნარკოტიკებზე უარს ამბობს, განა გმირი არაა? კაცი, რომელიც მეგობარს არ უღალატებს და უბედურებისა თუ ბედნიერების დროს მის გვერდით იქნება, განა გმირი არაა? ადამიანი, რომელიც საქვეყნოდ თავს დაიწვავს, სამშობლოს გაერთიანებისა და ქართველთა შერიგებისთვის, განა გმირი არაა?
,,მორჩი მაიმუნობას! გია აბესაძემ თავი დაიწვა რუსთაველზე, ერთმანეთს არ ესროლოთო... ეს ეროვნული ენერგია, წვეთწვეთად ნაგროვები თქვენი წინაპრების მიერ, მთელი ქვეყანა რომ უნდა აებრდღვიალებინა....“
მართალია, თვითმკველელობას ხალხი სხვადასხვანაირად ხსნის და განმარტავს, ზოგი კონკრეტული ადამიანის ბუნებას მიაწერს ამ უდიდეს ცოდვას, ზოგიც ბოროტ ძალებს, ზოგიც ქვეყანაში არსებულ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ პირობებს. საბოლოოდ კი ეს თემა აუხსნელი და განუმარტავია. ფაქტია, რომ საქართველოში და მსოფლიოში თვითმკვლელობის შემთხვევებმა საგრძნობლად იმატა და ისიც ფაქტია, რომ ცოტა თუ ცდილობს სუიციდს დადებითი ახსნა მოიძებნოს. მე კი გია აბესაძის ამ კონკრეტულმა შემთხვევამ გამაბედინა თვითმკვლელ ადამინს გმირი ვუწოდო...
ქრისტიანულ რელიგიაში თვითმკვლელობა უმძიმესი ცოდავაა. ცოდვა, რომელსაც ვეღარასოდეს მოინანიებ. ადამიანს სიცოცხლე უფალმა აჩუქა და მისი საკუთარი ხელით მოსპობა უმადურობაა. თვითმკვლელებს წესს არ უგებენ და არც საერთო ქრისტიანულ სასაფლაოზე არ კრძალავენ.
ფსიქოლოგების აზრით, თვითმკვლელები სუსტი ნებისყოფის, ეგოისტი, საკუთარ თავთან და გარემოსთან კონფლიქტურ დამოკიდებულებაში მყოფი ადამიანები არიან. მათ სურთ გაექცნენ რეალობას, რადგან უჭირთ პრობლემების გადალახვა, ერთი სიტყვით, ლაჩრები არიან. მე კი გია აბესაძის ამ კონკრეტულმა შემთხვევამ გამაბედინა თვითმკვლელ ადამინს გმირი ვუწოდო...
მამაჩემის თაობის ადამიანს, რომელიც 1991 წლის ოქტომბერში გია აბესაძის თვითდაწვის მომსწრე იყო, ვკითხე, თუ რას ამბობდა ხალხი მასზე და ყველა სავარაუდო პასუხი ერთად მივიღე: ,,რა ვიცი, შვილო, ზოგი ამბობდა, პატრიოტი იყოო, ზოგიც ამბობდა, კაიფში იყოო, ზოგი ამბობდა ჭკვიანი იყო და ზოგიც კიდე გიჟიო“.
,,სიგიჟე საერთოდ ცოდვა არ არის“, ფსიქიკური გაუწონასწორებლობა უმძიმესი დაავადებაა და მას სხვადასხვა ეტაპები გააჩნია. რემისიის პერიოდი ე.წ. ნათელი პერიოდია, როცა სულიერად ავადმყოფი აცნობიერებს საკუთარ დაავადებას. გიჟებში თვითმკვლელობის უმეტესი შემთხვევა სწორედ ამ დროს ხდება, გაცნობიერებულად, ხოლო მწვავე პერიოდში გიჟები ეგოისტურები და გარემოსადმი აგრესიულები ხდებიან, დევნის შიში აქვთ, საკუთარ თავს უფრთხილდებიან. გია აბესაძე გიჟი არ ყოფილა. ის 36 წლის დაოჯახებული ექიმი იყო. ჰუმანური პროფესიის, განათლებული ადამიანი, რომელიც კანონიერი ხელისუფლების მომხრე გახლდათ. მიტინგზე გამოსვლის შემდეგ, ის მოწინააღმდეგეებთან მივიდა და ურჩია, შეეწყვიტათ საქართველოსთვის დამღუპველი ქმედება, მაგრამ ამაოდ. გიამ ე.წ. მეამბოხეების თანდასწრებით პროტესტის ნიშნად ბენზინი გადაისხა და თავი დაიწვა.
თავის დატოვებულ წერილში საკუთარი პროტესტის მიზნად მან ქართველების შერიგება, საქართველოს გაერთიანება და აღორძინება დაასახელა. ყველაფერი მსხვერპლს მოითხოვს, ადამიანთა უგუნურობის შეჩერაბაც და გია აბესაძეს სურდა ამ უგუნურობის უკანასკნელი მსხვერპლი ყოფილიყო. მისი სიკვდილით დასრულებულიყო ყველაფერი. გია, ალბათ, ხვდებოდა რომ ეს ნაკლებ რეალური იყო, მაგრამ მან, როგორ პიროვნებამ, საკუთარი აზრი და უდიდესი სურვილი დააფიქსირა, სამშობლოს მიმართულება მისცა და საკუთარი თავი გაიმეტა იდეისათვის! გია აბესაძე გიჟი არ ყოფილა. მან სხვისი გულისათვის სიცოცხლეზე თქვა უარი.
,,როცა გივიწყებს ყველა დასამარაბულს ცოცხლად, როცა არც ხსნა, არც შველა არ ჩანს არსაით, როცა თეთრად ცხადდება შავი და არ თავდება ჯვარცმა, - რომ გაგიხსენონ, თავი უნდა მოიკლა კაცმა! ,,უნდა მოიკლა თავი და ჩამოამხო ზეცა, რომ ერთი წუთით მაინც მათი გულები შესძრა, ვინც არაფერზე წუხდა და მდუმარებდა, როცა მომაკვდავები - უკვდავს გასამერებდნენ ცოცხლად!“ მიხეილ ქვლივიძე
სამშობლოს და საკუთარი ერის გულისათვის თამამად მიდის ადამიანი ომში და იქიდან გმირი ბრუნდება, იქ გადარჩენის შანსი მაინც არის, გიას შემთხვევაში საქართველოს სახელით ჩადენილი მსხვერპლი მაოგნებს და მიუხედავად იმ უდიდესი ცოდვისა, მაინც პატივისცემას იმსახურებს ჩემგან. ამ ამბავზე პიესის, ,,მერე რა რომ სველია სველი იასამანი?!“ წაკითხვის შემდეგ ვფიქრობ, ეს ფაქტი ჩემთვის საინტერესო და გასაოცარია. ახლახანს კიდევ ერთი ამონარიდი წავიკითხე სულ სხვა პიროვნების თვითმკვლელობის შესახებ და სურვილი გამიჩნდა ეს ორი ამბავი ერთმანეთთან დამეკავშირებინა: ,,ჩემო შვილო, ჩემო კარგო მამიკო, ჩემო სიხარულო და ბედნიერებავ, მედეა! მაპატიე, გემუდარები, მაპატიე ეს უდიდესი დანაშაული შენს წინაშე, მთელი ჩვენი ქვეყნის და ხალხის წინაშე. მთელი ღამე არ მიძინია, დაგჩერებოდი შენ მძინარეს, მაგრამ თავის მოკვლა უკვე გადაწყვეტილი მქონდა, და ვერც შენ გადამარჩინე. არავის დააბრალო ჩემი სიკვდილი. გაიზრდები, დაუფიქრდები ჩემს ბედს და დარწმუნდები, რომ ჩემი სიკვდილი სჯობდა, შენ უფრო უბედური იქნებოდი, რომ მე დღეს თავი არ მომეკლა. გიყვარდეს დედა და ყველა ჩემი ახლობლები, ისინი არ დაგტოვებენ არც ერთი წუთით, და რამოდენიმედ მაინც გაგიადვილებენ ობლობას. მეტის წერა აღარ შემიძლია. მშვიდობით, მამიკო, მედეა, მედეა მშვიდობით. ისწავლე, იშრომე, ყოველთვის მართალი სთქვი, ეცადე სასახელო ქალი გამოხვიდე, გიყვარდეს სამშობლო, მუდამ გახსოვდეს შენი ახლობლები და შენი მამა. შენი უსაზღვროდ მოყვარული მამა“.
პაოლო იაშვილი 1937 წლის 22 ივლისს, საღამოს მწერალთა კავშიში მივიდა, სხდომათა დარბაზში ავიდა, მეგობრებს გაესაუბრა და შემდეგ მწერალთა კავშირის მეორე სართულზე ცეცხლსასროლი იარაღით თავის ქალა აიხადა.
პაოლოსა და გიას თვთმკვლელობები განსხვავდება ერთმანეთისაგან. თუ გია პროტესტს აცხადებდა საზოგადოების წინაშე, პაოლო იაშვილმა საკუთარ თავს გამოუცხადა პროტესტი.
,,პირველ პირში კი არა, პირველ რიგში ჩემს თავს ვამტყუნებ და მიტომაც გამოვუტანე განაჩენი!“ - ვთვლი რომ ეს არის პროტესტის უმაღლესი ზომა. კი, თვითმკვლელობა ნარცისიზმია, მაგრამ არა ყველა შემთხვევაში: ,,დაუფიქრდები ჩემს ბედს და დარწმუნდები, რომ ჩემი სიკვდილი სჯობდა, შენ უფრო უბედური იქნებოდი, რომ მე დღეს თავი არ მომეკლა.“ პაოლო იაშვილს სჯეროდა, რომ 1937 წლის დაძაბულ გარემოში მისი სიკვდილი ყველასთვის უკეთესი იქნებოდა, ქვეყნისათვის, ოჯახისა და თვითონ მისთვისაც. საკუთარი სასიკვდილო განაჩენი თავადვე აღასრულა და ამით არსებულ რეჟიმს გამოუცხადა პროტესტი. დაამტკიცა, რომ მას ეს შეუძლია!
,,საქართველოში არ იწამეს ჩემი დენდობა, მე მახალისებს მხოლოდ ჩემი სალტო-მორტალე, მაგრამ ბოდლერის ცივი ლანდი თუკი მენდობა, ხალხის წინაშე მე ვიქნები მუდამ მართალი. შევხარი მზესა, ვეტრფი მთვარის ყვითელ ხავერდსა და რუსთაველთან გადავდივარ მე ალავერდსა.“ პაოლო იაშვილი
პირადად ჩემთვის, ეს ორი პიროვნება დადებით ემოციებსა აღძრავს. მე მათ თანავუგრძნობ. ძნელია, ჩაწვდე სხვა ადამიანის ნებისმიერ გადაწყვეტილებას, მით უმეტეს, თვითმკვლელობას. გია აბესაძესის შემთხვევაში ეს შედარებით ნათელია, ვიდრე პაოლო იაშვილთან, მაგრამ მწამს, რომ ამ ორმა პიროვნებამ საკუთარი სათქმელი ყველასგან განსხვავებით თქვა, რადგან სხვაგვარად არ ძალუძდათ. სოლოლაკში ორი ქუჩაა, ერთი მოზრდილი, მეორე შედარებით პატარა. მოზრდილ ქუჩაზე ხეივანია, მანქანები ნაკლებად მოძრაობენ, სიმშვიდედა ფიქრებია... სახლებს აწეირია: პაოლო იაშვილი ქ. # 11, 13, 15... მეორე ქუჩა გაცილებით პატარაა, ლესელიძის ქუჩიდან მარჯვნივ ჩაუხვევ და იქვეა მომცრო სახლები, სამეფო უბნის თეატრი. სახლებს აწერია: გია აბესაძის ქ. # 11, 13, 15... ნომერი 15 სახლის ეზოში იასამანი ჰყვავის...
|