ერთხელ ბავშვობაშI სიზმარში კლასში ვიჯექი და მივხვდი რომ სიზმარი იყო და ავდექი და მასწავლებელს დავუყვირე შე დამპალომეთქი
ხოდა რომ წამოვიდა საცემლად გავიღვიძე...
ნეტა რა მოხდა მერე იქ?

სიზმრებს მეც ვაკონტროლებ, შეიძლება ითქვას რომ მე ვქმნი
როცა მინდა დავფრინავ
ხოდა კიდევ ვნახულობ სრულმეტრაჟიან ფილმებს
მაგალითად გუშინწინ ვნახე ვითომ იყო რაღაც პრესტიჟული ბარდელი(თU ბორდელი) ხოდა მოდიოდა ვიღაც ძაან ლამაზი მამაკაცი, მაღალჩინოსანი რომელიც საიდუმლო ვითარებაში ხოცავდა მეძავებს. ოღონდ მხოლოდ ეჭვი გვქონდა რომ მკვლელი-მანიაკო ის იყო და გვინდოდა მისი გამოაშკარავება
მე გამომძიებელი ვიყავი
ხოდა ჩამნერგეს ამ ბა/ორდელში
ხოდა დავდევდი ამ დამპალ კაცს და დავიჭირე წიხლი გავარტყი ყბაში და გაბრუვდა და ბორკილები დავადე ხელზე

ცოტა ხნის წინ კი ვნახე რომ ვითომ ვიყავი ექიმი-გენეტიკოსი თუ ბიოლოგი...ვიყავი ამერიკელი
და ჩვენი ექსპედიცია წასული იყო ეგვიპტეში. თვალწინ მიდგას ლაბორატორიის დიდი დერეფნები უამრავი კარებებით და განათებით
იქ აღმოაჩინეს ახალი მუმიები და ჩვენ უნდა გაგვეცოცხლებინა
ხოდა გავაცოცხლეთ 1 ფარაონი-უმშვენიერესი ქერა ცისფერთVAლა ჭაბუკი.ხოდა მე ვეკითხები მეთქი ქერა რა პონტში ხარ, ეგვიპტელები შავები არ არიანთქო?
ხოდაო ადრეო აქო გაიარესო გერმანელთა ტპმებმაო და ბელადის ქალიშვილი შეუყვარდა მამაჩემს და მოიყვანა ცოლადო და დედას ვგევარო

ხოდა მე და ამას შეგვიყვარდა ერთმანეთი
მაგრამ ამ საცოდავს უკუპროცესი დაეწყო-იშლებოდა
და მივედით დასკვნამდე რომ რაც ღმერთმა მოკლა იმას ადამიანი ვერ გააცოცხლებს, მოკლედ სიცოცხლე და სიკვდილი ღმერთის საქმეაოოო
ხოდა მერე დამემშვიდობა და მტვრად იქცა და ნიავმა გაფანტა...

დიდუუ რას ვტიროდი
და ძააან დაგრუზლმა გავიღვიძე
კიდე იმდენი ფილმი მინახავს რო რავირაააა...
საიდან მესიზმრება, რა უნდათ, რა არის ვერ გამიგია
მგონი სამკურნალო ვარ
* * *
ხო, კიდევ ამ ბოლო დროს შევნიშნე:
მე მამა დამეღუპა ხოდა რათქმაუნდა საშინლად განვიცადე და ეხლაც განვიცდი
მაგრამ სიზმარში რომ მახსენდება მამა რომ აღარ მყავს, ისე ვიტანჯები, სიკვდილი მინდა, ისე მენატრება რომ აი არ ვიცი რეები მემართება
რატომ ხდება ესე? რატომაა განსხავებული ჩემი სულიერი მდგომარეობა ?
.....
კიდევ აუტანლად მეშინია სასაფლაოზე თუ ვარ სიზმარში
მაგ საშინელ გრძნობას ვერ აღვწერ
სულ იმის მოლოდინი მაქვს რომ მკვდრები უნდა ამოვიდნენ და მინდა გაქცევა და მივდივარ, მივდივარ