ამ პოსტის დაწერის მიზანი არის ჩემი პირადი (როგორც პაციენტის) გამოცდილების გაზიარება იმ ადამიანებისთვის, ვისაც სათანადო დახმარება ჭირდება და ეძებს კვალიფიციურ ფსიქოთერაპევტს. ბევრის მსგავსად მეც ფორუმზე ვკითხულობდი რეცენზიებს და მის მიხედვით გადავწყვიტე ქვემოთ მითითებულ ფსიქოთერაპევტებთან დაკავშრება. მაშ ასე:
რეზო კორინთელი- ნაკლებად თავაზიანი
- პაციენტისადმი უყურადღებო
- არაპროფესიონალი ადამიანი, რომელსაც პაციენტის პრობლემებზე საუბარს ურჩევნია ისაუბროს ზოგადსაკაცობრიო თემებზე. როგორც ჩანს ასე უფრო მარტივად და მისთვის მეტ-ნაკლებად საინტერესოდ გაყავს დრო, რის მერეც იღებს მომსახურების საფასურს და დანარჩენი კიდია.
ნაცნობ პაციენტთან დაუშვა არაერთი უკიდურესად უხეში პროფესიული შეცდომა, რაც მიუთითებს ამ ადამიანის არაპროფესიონალიზმზე.
არავის ვურჩევდი ამ ადამიანთან მისვლას. პრობლემის მოგვარების ნაცვლად გადაყრით ფულს და წამოხვალთ იმედგაცრუებული. პ.ს. ნუ ისაუბრებთ მასთან ისეთ თემებზე, რაზეც არ ისაუბრებთ ვიღაც მეზობელთან

ამაზე მეტს ვერ დავწერ.
მარინა გოქსაძე - მიუხედავად იმ დადებითი შეფასებებისა, რაც ამ ქალბატონის მისამართით მოვისმინე, ვერც ეს ადამიანი აღმოჩნდა მოწოდების სიმაღლეზე.
მისი სპეციალიზაციაა ბავშვებთან მუშაობა, მაგრამ როცა დავაზუსტე, რომ ზრდასრულებთანაც მუშაობს, ჩავეწერე მასთან სეანსზე. ამჯერადაც იმედგაცრუება.
-
გისმენს, მაგრამ არ ესმის. უფრო მეტიც, ამახინჯებს ფაქტებს და დარწმუნებულია, რომ თქვენზე უკეთ ესმის თქვენი საქციელის მოტივაცია ან მიზანი. არასრულწლოვანთან შეიძლება სწორად "არტყამს", მაგრამ დიდი გოგო ვარ და როგორმე ვარჩევ სიყვარულის გამო ვაკეთებ რაღაცას თუ უბრალოდ თავაზიანობის და პატივისცემის ჟესტია ჩემი კონკრეტული საქციელი. როგორც ჩანს, ეს ქალბატონი ყველას ისე უდგება, როგორც არასრულწლოვანს და თვლის, რომ მათზე უკეთ ესმის პაციენტის ემოციები.
-
ძალიან სუბიექტურია და მიკერძოებული, პირადი კეთილგანწყობა / არაკეთილგანწყობა ძალიან იგრძნობა ამ ადამიანთან საუბრისას, რაც ერთი დიდი მინუსია მის პროფესიაში. თუ ასე არ მოწონს პაციენტი, მოიმიზეზოს რამე და გადაამისამართოს სხვა ფსიქოტერაპევტთან. მას ფულს დახმარებაში უხდიან და არა სხვის წაკბენაში ან თავზე ხელის გადასმაში.
-
ქალური სოლიდარობა - 0! თუ ქალი ხარ და ქალური სოლიდარობის ამბავში გადაწყვიტეთ ამ ქალბატონთან მისვლა - არ გირჩევთ, მას ასეთი რამე აშკარად არ შეუძლია. ვიფიქრე, როგორც ქალი უკეთ გამიგებდა რიგ საკითხებში, თუმცა შევცდი, საერთოდ ვერ ან არ შემოდის ადამიანის მდგომარეობაში, რაც საწყენია. მხარზე ხელის მოთათუნებას ნამდვილად არ ველოდი, მაგრამ როგორც ქალს და დედას ნამდვილად უნდა ესმოდეს რაღაც საკითხები და მეორე ქალის მიმართ ცოტა უფრო გამგები (ბუნებრივად) უნდა იყოს imho.
- [
აშკარად უფრო კეთილგანწყობილია მამრობითი სქესის პაციენტების მიმართ, რაც ცუდად აისახება ზოგადად თერაპიით მისაღწევ პოზიტიურ შედეგზე. თუ ამ ეტაპზე ვერ იკავებს თავს და ვერ თოკავს პირად ემოციებს, პაციენტის ინტერესებიდან გამომდინარე აჯობებს გაუშვას სხვა, ნაკლებად მიკერძოებულ ფსიქოთერაპევტთან, თავად კი იმუშაოს საკუთარ თავზე და პრობლემებზე.
- შიგადაშიგ უყვარს საკუთარი წარმატების და კვალიფიციურობის ხაზგასმა იმისთვის, რომ „მოგსვათ“, თუ თვლის, რომ „გაბლატავდით“ : )) , თუმცა რამდენიც არ უნდა ისაუბროს საკუთარ პროფესიონალიზმზე, დავრწმუნდი, რომ კედელზე დაკიდებული სერთიფიკატები, ფუმფულა სავარძელი და მშვიდი ხმა ნამდვილად არ კმარა იმისთვის, რომ შენი საქმის პროფესიონალი გერქვას

იმაზე ცოტა სერიოზული პრობლემით მივედი, ვიდრე მასთან მიდიან რიგირთი დეპრესიული თინეიჯერები და ასეთ სიტუაციაში „დამიხატე ადამიანი“, „დამიხატე წვიმა“, რბილად რომ ვთქვა არასერიოზული და არაეფექტურია. ფაქტია, რომ ტყუილად დავკარგე დრო და ფული. შედეგი 0.
ასევე რამდენიმე უხეში და არაეთიკური შეცდომა დაუშვა თერაპიისას, რაც ვფიქრობ მის ასაკში და მისი გამოცდილებით არ უნდა მოსდიოდეს.
ადამიანი ირწმუნება, რომ გაუპატიურებების 95% ხდება სწორედ მსხვერპლის მიერ მოძალადისთვის „გაგზავნილი მესიჯების“ და მისი გამომწვევი ქცევის გამო და ამით არაპირდაპირ გიხსნით და გისაბუთებთ იმას, რომ თუ ვინმე გადაგეკიდათ და თავს არ განებებთ, ეს მხოლოდ და მხოლოდ თქვენი და თქვენ მიერ გაგზავნილი მესიჯების ბრალია! აი, ასე მარტივად გადაწყვიტა ქ-ნმა მარიან საკითხი

მოკლედ, აქაც, გადაყრით ფულს და ვერ მიიღებთ იმას, რისთვისაც მიხვედით. იმედი მაქვს, ბავშვებთან უკეთესი შედეგები აქვს ამ ქალბატონს.