არც კი ვიცი რა დავწერო.
ბოლო ერთი კვირაა ამ თემაში შემოვდივარ...
უაზროდ ვკრეფ რაღაც ტექსტს და მერე ვშლი...
თემა კი ერთი და იგივეა...
მარტოობას არ მაცდიან.
იმდენი ადამიანი შემოვუშვი ამ ბოლო დროს ჩემს ცხოვრებაში რომ საკუთარი თავის ადგილი აღარ დარჩა ჩემში თითქოს.
ან დრო აღარ მრჩება რომ ჩემს ირგვლივ მომხდარი ფაქტები გაავანალიზო....
რაც სწავლა დაიწყო იმის მერე დასტრესილი დავდივარ, მძინავს,
ამის გამო კი მარტოობის განცდა მეთიშება...
ახლა ვაანალიზებ 2წლის წინ მომხდარ ამბებს, რომელიც მე მეხებოდა...
ისეა თითქოს ჩემს ცხოვრებას ჩამოვრჩი და უკან მოვყვები.
ძალიან უცნაური განცდაა.
მინდა, მინდა, მინდა სადმე მარტო წავიდე და ვიყო. მინდა არ მეშინოდეს,არ მციოდეს, არ ვდარდობდე, არ ვშფოთავდე...
კბილებში ისევ შენი კანის გემო მაქვს...