მოდით ცოტა უფრო გულს გადაგიშლით და ჩემს წარსულზე გეტყვით ერთი ორ სიტყვას..
ადრე ვამბობდი რო უბედური ბავშვობა მქონდა, ბევრი რამ მაკლდა.. მაგრამ ჩემი ცხოვრებით კმაყოფილი ვარ და იმასაც ვამბობ რო ასე იყო საჭირო!. რადგან ზუსტად ასეთმა გარემომ გამზარდა ახლა როგორიც ვარ.
ამ ვიდეოს რო ვუყურებ, სულ ჩემი თავი მახსენდება. რა სასაცილო ვყოფილვარ

ალბათ იმის დრო მოვიდა რო პატარა მონაკვეთი სიყვარულსაც დავუთმო.. როგორც ყველას, მეც მიყვარდა .. დეპრესიები და მთელი ამბები, რა აღარ განვიცადე
მაგრამ ახლა სულ კუტუზე მკიდია ყველა

ერთ კარგ რჩევას მივცემდი ყველას, რო გულთან ახლოს არავინ მიიყვანოთ..
ჩემი თავი პრეზენტაციაზე მგონია
* * *
პირველი ლექცია ამაზე მქონდა, ჩვენ თავზე უნდა გველაპარაკა და რო გამოვედი იმდენი ვილაქლაქე , რო ლექტორმა მითხრა სხვასაც აცადე, დაჯექიო

ხო მართლა კაკრას , გამახსენდა რო ჩემი ლექტორი (კახა) მოგზაურია , აქაც არის მგონი დარეგისტრირებული თუ არ ვცდები lama-თი.. ხშირად დადის ხოლმე პახოდებში (მიყვარს ბარბარიზემბით ლაპარაკი) და ვაპირებთ რო მთელი საქართელო შემოვიაროთ. ვგიჟდები ბუნებაზე , უსაზღვრო სიყვარულს განვიცდი.
რამდენიმეჯერ ვიყავი კიდეც..

მიყვარს ასევე დოკუმენტური ფილმების ყურება ბუნებაზე.. ცოტა ხსნის წინ ვნახე ნიკალაი დრაზდოვის შესანიშნავი თარგმანი, ამ კაცის ხმაზე მაფანატებს. აგერ ლინკიც, ვისაც მოუნდება გადმოიწეროს
http://beef.ge/16871-bbc-planet-earth-2006...1-episodes.html
ეს სურათი ჩემი ერთ ერთი უსაყვარლესი კინოდანაა.. In to the wild. უყურეთ მოგეწონებათ.
ფილმების დიდი მოყვარული ვარ.. ხშირად ვუყურებ ხოლმე.

ეს კიდე უძლიერესი ფილმია legends of the fall სხვათაშორის ამ კინომ ბევრი რაღაც მასწავლა.. და საერთოდ ყოველთვის ვიღებ ხოლმე რაღაც დადებითს ან შეიძლება უარყოფითსაც , იმ პერსონაჟიდან, რომელიც ყველაზე ძალიან მომეწონება..
როგორც ხედავთ წიგნზე ერთი სიტყვაც არ მითქვანს , ეს იმიტომ რომ არ მიყვარს კითხვა..
მირჩევნია ამა თუ იმ თემაზე რაიმე დოკუმენტურ ფილმს ვუყურე და ასე მივიღო ცოდნა .. ასე უფრო კარგად მამახსოვრდება. ზოგი ყოველთვიურად თაროს ამატებს ოთახში , მე კიდე D დისკს ვამატებ ყოველ კვირაში ერთ ფაილს უეჭველი.
თუ სასწაული მოხდა და რამე წავიკითხე, დამერწმუნეთ რომანი არ იქნება.. არამედ ვინმეს აღწერილი , რომელიმე ცნობილ ადამიანზე ბიოგრაფია..
ბიოგრაფიის გარდა მიყვარს ასევე , ფილოსოფიაზე, ფსიქოლოგიაზე კითხვა, ოღონდ ესეც ისევ უფრო მეტად კინოებით.. ინტერნეტში მოძიებული პატარ–პატარა pdf ფაილებით –ით

მოდით ახლა ცოტა დრო სიმღერასაც დავუთმოთ..
მიყვარს კარგი მუსიკის მოსმენა, უბრალოდ კომპოზიცია იქნება თუ რა.. არა აქვს მაგას მნიშვნელობა ..
ეს კიდე კრის ბოტია
როგორც ხედავთ smoothjazz-ი მომწონს , მაგრამ რეპის , ჰიპ ჰოპის და ეგეთი იდიოტობების გარდა თითქმის ყველანაირ მუსიკას ვუსმენ..
ცოტა ხანი ადრე გიტარაზეც დავდიოდი, ძალით გიტარისტი მაინც ვიყავი, ახლა ეგეც აღარ ვარ

სულ იმის ბრალია რო ვერ შევუთავსე ერთმანეთს სპორტი / გიტარა.. და მეორე ავირჩიე..
ხშირად განვიცდი ამას, წარმოვიდგენ ხოლმე თუ როგორი პიროვნება შეიძლება ვყოფილიყავი ან რა მომავალი მექნებოდა თუ გიტარას გავყვებოდი..
ეს იყო , მოდი ასე ვთვქათ პატარა ამონარიდი ჩემი ცხოვრებიდან..
გმადლობთ რო მისმენდით, კარგად!
ახლა კი სიტყვას გადავცემ ერთ ერთ უსაყვარლეს უსერს
Cruel Intentions-ს
This post has been edited by teoj on 31 Mar 2010, 04:03