oshime vs meმინდა იმით დავიწყო რომ მადლობა ყურადღებისათვის დიდი პატივია ჩემთვის !
ბავშობა ბედნიერი მქონდა, ზღაპრულიც შეიძლება იქთვას

ერთ ადამიანს გავიხსენებ რომელიც დღეს ცოცხალი აღარ არის სამწუხაროდ , ძეგლს ვერ დავუდგავ და ამიტომ მომინდა დავწერო მის შესახებ, ხსოვნას პატივს მივაგებ ასე, მან მე ბედნიერება მაჩუქა თუმცა ეს ვერ ვუთხარი მაშინ . 13 წლის ვიყავი დაბ დღე მქონდა და დასჯილი ვარ

სახლიდან არ მიშვებენ, მოწყენილი, სახლში გაკვეთილებს ვსწავლობ, უცებ ზარი გაისმა კარზე და ჩემი მეგობარი გოგონა იყო, ეხვეწა დედაჩემს მთელი ნახევარი საათი ცოტა ხნით გამოუშვითო

ხმა არ ამომიღია, მეგონა არ გამიშვებდნენ და მოკლედ დავწერ არაფერი არ ვიცოდი, ჩავიცვი და წამიყვანეს. დამხვდა რიტუალების ულამაზეს სასახლის ერთერთ დარბაზში , ულამაზესი სუფრა

მთელი ჩემი მეგობრები და ჩემს განკუთვნილ სკმაზე ბევრი ყვავილები და დიდი სათამაშო , ამ ადამინისათვის გამარჯობის გარდა არაფერი მქონდა ნათქვამი ამ დღემდე მან კი სიყვარული მაჩუქა ამ დღეს და დღესასწაული . მე სიყვარულით ვერ ვუპასუხე , მაგრამ დღემდე მახსოვს ეს დღე და ესე როგორც მას ვუყვარდი სუფთად ალბათ ვერავინ შემიყვარებს . ამ ადამინსაგან ვისწავლე რა არის უანგაროდ სიყვარული და მან პირველი შტრიხი შეიტანა ჩემს პირობნებაში.
* * *
ამის შემდგომი პერიოდი იყო მძიმე

არ განვავრცობ , უბრალოდ იცით როგორ იყო? ყველაფერი ძან ცუდი ერთადო, ესე

იყო ღალატი, ტკივილი, გაიჭირვება, ცილისწამება , გალანძღვა , სულერი დანგრევა . ამ ყველაფერმა გამხადა ამპარტავანი გავემიჯნე სიყვარულს, ადამინებს , ყველაფერს კარგს. გავხდი გარეგნულად კარგი დღეს რომ ძალიან მოდაშია ისეთი მოკლედ

თვალთმაქციც კი , ცინიკური ,თავხედი ,(ამ ყველაფერს თან სასწაული დახვეწილობით ვაკეთებდი )იმიტომ რომ მოვწონდი ასეთი ყველას

არაფერი მიმქონდა გულთან ახლოს, მხოლოდ გართობა იყო ჩემი საფიქრალი და კომფორტი . მერე ესეც მომბეზრდა და გადავწყვიტე რომ მყვარებოდა ვინმე

არ მიყვარდა, უბრალოდ მინდოდა ესე ყოფილიყო და მოხდა ისე, რომ რაღაც მომენტში ამ ადამინში დავინახე ჩემი თავი და შემეშინდა, იმ სიმართლეს რასაც თვალი გავუსწორე და დავიწყე თავიდან ყველაფერი

ამ ადამინმაც შემოიტანა ჩემს პიროვნებაში შტრიხი , დამანახა ჩემ თავში მონსტრი , მადლობა მას.
* * *
ამის მერე ბევრი რამ მოხდა, შევიცვალე . ვიყავი ყველანაირი ქედმაღალიც, პატივმოყვარეც და უთავმოყვარეოც

დღეს არ ვიცი როგორი ვარ , ვქმნი ჩემს თავს ,როგორც შემოქმედი , როგორც მიქელანჯელო დავითს

ესეთი მიდგომა მაქვს და ვიცი როგორი უნდა გავხდე . ამაში ერთი ადამიანი დამეხმარა კიდევ, მას დახმარება სჭირდებოდა და ამით მან მასწავლა ეს : მოდი ავაშენოთ რამე , მოდი დავტოვოთ სიყვარულის კვალი ყველგან, სადაც ვიქნებით , მოდი გავხდეთ საყრდენები მათთვის ვისაც ეს სჭირდება , მოდი დავისახოთ მიზანი , რომელიც მარტო ჩევნს ეგოიზმს არ მოემსახურება ! მადლობა მას ასევე

მე ეს მიზანი დავისახე მასთან ერთად და ამ გზით დავდივარ.
ამით შემოვიფარგლები და მადლობა ყველას ვისაც ვუყვარვარ და თქვენც მადლობა სითბოსათვის