ვედური ფსიქოლოგია
გონების იოგა
ბგერის მნიშვნელობა ვედებში(სემინარების კონსპექტები (ვორდის ფაილში)
http://bin.ge/file/3601/veduri-fsiqologia.rar.htmlვედური ფსიქოლოგიის ნაწილს აქ დავდებ რომ გადახედოთ. დანარჩენი ლინკიდან შეგიძლიათ გადმოწეროთ:
ვედური ფსიქოლოგია(სემინარის კონსპექტი)
დღეს შევეცდები ვილაპარაკო ვედური ფსიქოლოგიის საფუძვლებზე. ეს არის უნიკალური მეცნიერება, რომელიც შემუშავებულ იქნა ათასწლეულების წინ და აღწერილია ძველ ვედურ ტექსტებში. ფსიქოლოგია, რომელიც შეიქმნა დასავლეთში, განსაკუთრებით ფროიდის ეპოქიდან, მხოლოდ და მხოლოდ ემსგავსება და ცოტათი უახლოვდება იმას, რაც ვედურ ფსიქოლოგიაში იყო ცნობილი.
ჩვენ ვისაუბრებთ ასევე ბედზე, კარმაზე, ჭკუაზე, ხასიათის თვისებებზე და ა.შ.... და სანამ გავიგებთ, როგორი სახით გვთავაზობენ ვედები ფსიქოლოგიური პრობლემების მოგვარებას, უნდა გავიგოთ, თუ როგორ იქმნება ეს პრობლემები. თუ რას ნიშნავს კარმა ფსიქოლოგიურ დონეზე. ჩვენ ხშირად გვესმის ეს სიტყვა – “კარმა” მაგრამ ცოტა ხვდება თუ რას ნიშნავს ეს რეალურად და როგორ აპროგრამებს ადამიანი საკუთარ თავს საკუთარი ქმედებებით. როგორ ქმნის ადამიანი თავის ბედს, როგორ ილექება მისი ყველა ქმედება ცნობიერებაში და როგორ იქცევა შემდგომ მის ბედად.
ასევე წინასწარ მინდა ვთქვა, რომ ის მასალა, რასაც დღეს წარმოვადგენ საინტერესოა იმ თვალსაზრისითაც, რომ თანამედროვე ფსიქოლოგია შესაძლებლობას იძლევა ასე თუ ისე გადავჭრათ რაღაც პრობლემები. ადამიანები მიმართავენ ფსიქოლოგებს, როდესაც აწუხებთ შინაგანი ტკივილი, დეპრესია და სხვა... რთული და არასრულყოფილი მეთოდებით ფსიქოლოგი გვეხმარება პრობლემის რაღაც ნაწილის მოგვარებაში. მაგრამ ამ სემინარის ბოლოს შემოგთავაზებთ მეთოდებს, რომლებსაც ყველა პრობლემის საბოლოო გადაჭრა შეუძლიათ. ცოტა არ იყოს “აფერისტულად” ჟღერს, მაგრამ მიუხედავად ამისა ვეცდები დავამტკიცო, რომ ყოველ შემთხვევაში პრინციპში (იდეაში) არსებობს მეთოდი, რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს გადავჭრათ არა პრობლემათა ნაწილი, არა რაიმე წვრილმანი პრობლემა, არამედ ჩავიხედოთ პრობლემის საფუძველში, ფესვებში. გადავწყვიტოთ პრობლემები არა ზედაპირულად, არამედ ჩავიდეთ სიღრმეში და ამოვძირკვოთ ეს პრობლემები ფესვებიანად.
თავიდან განვიხილოთ ფუნდამენტალური მდგომარეობები, რომლებისგანაც უნდა გამოვიდეთ. ვედები ამტკიცებენ, რომ არის ორი პრინციპი, რომელიც ადამიანის საფუძველში დევს, და არა მარტო ადამიანის, არამედ ყველა ცნობიერი ცოცხალი ორგანიზმის საფუძველში. პირველი პრინციპი ეს არის პრაკრიტი ანუ მატერია, მეორე პრინციპს კი ჰქვია პურუშა, ანუ სული. ვედები ამტკიცებენ, რომ სული არ არის მატერიის განვითარების შედეგად წარმოქმნილი “სუბსტანცია”. ცნობიერება არ წარმოქმნილა იმის გამო, რომ მატერია უბრალოდ ძალიან დიდხანს ვითარდებოდა. არსებობს პრინციპულად განსხვავებული არსი, რომელიც ცნობიერების მატარებელია. “ბჰაგავად-გიტაში” კრიშნა ამბობს ამ პრინციპზე: რომ არის “კშეტრა” და “კშეტრა გია”. “კშეტრა” ნიშნავს ველს, “კშეტრა-გია” ველის მცოდნეს. და ველი ეს ჩვენი სხეულია, მატერიაა, მოქმედების ველია, რასაც წარმოადგენს მატერიალური სამყარო. “კშეტრა-გია” ეს სულის ნაწილაკია, ცნობიერების მატარებელი. და ეს ორი არსი პრინციპულად განსხვავებულ ბუნებას ატარებს. კითხვა მდგომარეობს იმაში, თუ რა სახით უკავშირდებიან ისინი ერთმანეთს და როგორ ხდება მათი ურთიერთქმედება. სიტყვა ფსიქოლოგია ბერძნულიდან თარგმანით ნიშნავს მეცნიერებას სულის შესახებ. და მე მინდა წარმოვადგინო პირველადი მიმოხილვა სულის შესახებ მეცნიერებისა. თუ როგორ ხსნიან ვედები სულის ამ სამყაროში მოქმედებას. თუ როგორ აღიქვამს სული ამ სამყაროს.
პრობლემა, რომელიც თავიდანვე წამოიჭრება, არის ის, რომ ვედების თანახმად სული არ ეხება მატერიალურ სამყაროს უშუალოდ. უპანიშადები (ვედების საკრალური და საიდუმლო ნაწილი) ამტკიცებენ, რომ პურუშა არასოდეს მოდის შეხებაში პრაკრიტისთან. პურუშა არ აღიქვამს ამ სამყაროს პირდაპირ (უშუალოდ). რაღაც კუთხით ჩვენ ვირტუალურ რეალობაში ვცხოვრობთ. ვერ აღვიქვამთ რეალობას, როგორც ასეთს და ვედური ფსიქოლოგია, უფრო ზუსტად კი მატერიალური ვედური ფსიქოლოგია, რომლის შესახებაც დღეს ვისაუბრებ (რადგანაც არის კიდევ უზარმაზარი თემა სულიერი ვედური ფსიქოლოგიის შესახებ, რომელსაც არ შევეხები), ხსნის, თუ როგორ ხდება აღქმის პროცესი. როგორ და რის საშუალებით აღიქვამს სული სამყაროს.
ვედები წარმოგვიდგენენ კიდევ ერთ პრინციპს (პოსტულატს): გარდამავალ საშუალებას, რისი გავლითაც სული ურთიერთქმედებს მატერიასთან, წარმოადგენს “პრანა”. პრანა ნიშნავს სასიცოცხლო ენერგიას. ხანდახან არასწორად ფიქრობენ, რომ პრანა - ეს სუნთქვაა, რომ როდესაც ვსუნთქავთ, პრანას შევისუნთქავთ. პრანა ეს არის ნატიფი სასიცოცხლო ენერგია, რომელიც წარმოადგენს გარდამავალ არეს სულსა და მატერიას შორის და რომლის საშუალებითაც სული მოქმედებს მატერიაზე. ეს არის არე, რომელსაც შეუძლია გადაიტანოს და გაავრცელოს ცნობიერება. ჩვენი სხეული მატერიის, ხორცის ნაგლეჯია. როცა სული გადის სხეულიდან, რჩება უსიცოცხლო მატერია. ვისაც თავისი თვალით უნახავს სიკვდილის პროცესი, იცის, რომ რაღაც არსებითი წავიდა სხეულიდან და უბრალოდ მექანიზმის მოშლას არ ჰქონია ადგილი. მატერიალისტები ფიქრობენ, რომ უბრალოდ “მანქანა” გაფუჭდა. სინამდვილეში კი სხეული დატოვა სულმა, პიროვნებამ, ცნობიერმა ელემენტმა, სხვა დანარჩენ ელემენტებთან ერთად... დარჩა მხოლოდ გარეთა გარსი, მანეკენი...
მაშასადამე სულის ცნობიერება ვრცელდება მატერიალურ სხეულში და მოქმედებს მასზე პრანის მეშვეობით. უნატიფესი მატერიალური ენერგიის მეშვეობით, რომელსაც ვედებში პრანა ეწოდება. იმდენად, რამდენადაც პრანა აღწევს ჩვენი სხეულის ყველა კუნჭულში, ჩვენი სხეული შეგრძნებადი ხდება. სადაც არ უნდა შევეხოთ სხეულს, ამას ვიგრძნობთ. თუმცა სული ლოკალურია და მდებარეობს გულ-მკერდის ცენტრში (ანაჰატა ჩაკრას მიდამოში). მისი ცნობიერება ვრცელდება პრანული არხების მეშვეობით მთელ სხეულში. ეს იყო მეორე უმნიშვნელოვანესი პოსტულატი.
ახლა იწყება ყველაზე საინტერესო. ვილაპარაკებ ჩვენი ნატიფი სხეულის შემადგენლობაზე. რა სახითაა მოწყობილი ჩვენი ჭკუა და აღმქმელი (მგრძნობელობითი) მექანიზმი. ყველამ ასე თუ ისე ვიცით, რა შემადგენლობისაა უხეში მატერიალური სხეული. მაგრამ ახლა ვილაპარაკებ ჩვენი ცნობიერების და ჭკუის ანატომიაზე. უფრო სწორად არა ცნობიერების, არამედ ნატიფი სხეულის და განპირობებული ცნობიერების შესახებ. სულის ცნობიერებას, როგორც ასეთს, ანატომია არ გააჩნია, მაგრამ დღეს ამ თემას არ შევეხებით.
ნატიფი სხეული, რომელიც ჩვენი უხეში სხეულის შიგნით მოქმედებს. ანუ კომპიუტერი, რომელიც შექმნილია შემოქმედის მიერ, არის მექანიზმი რომელიც განსაზღვრავს ყველა შესაძლო პრობლემას და ჩვენი კარმის “სათავსოა”. რადგანაც სხეული, მიუხედავად იმისა, რომ კარმის პროდუქტია, როდესაც სული ტოვებს სხეულს, ეს უკანასკნელი რჩება, მან “მოიხადა” კარმა. ვედების თანახმად სიკვდილი ეს ის მომენტია, როცა კარმა რომელიც ამ სხეულისთვისაა განკუთვნილი, სრულიად ამოწურულია. ანუ რაც უნდა მოგვეხადა ამ სხეულში ის კარმული ვალი მოვიხადეთ. სული ტოვებს სხეულს, რათა გააგრძელოს თავისი მოგზაურობა და მიიღოს რომელიმე სხვა სხეული. მაგრამ სულს ამ მოგზაურობაში თან მიჰყვება ნატიფი მატერიალური სხეულიც, და სწორედ ამ სხეულში ხდება კარმის დაგროვება. მთელი კარმა ამ ნატიფ სხეულში ინახება. ახლა ვილაპარაკებთ ამ ნატიფ სხეულზე, რომელიც მიდის უხეში სხეულიდან “უდანა-პრანას” (უდანა-ვაიუს) მეშვეობით. სიკვდილის მომენტში, როცა სხეულის კარმა ამოწურულია და მას აღარ შეუძლია ფუნქციონირება, უდანა-პრანას (პრანის განსაკუთრებული ნაწილი) სული სხეულიდან გაყავს სხვადასხვა პრანული არხების მეშვეობით დანიშნულების ადგილას. და იწყება შემდეგი ფურცელი ამ სულის ცხოვრებაში.
ამ ნატიფ სხეულს, რომელსაც ხანდახან ჭკუას უწოდებენ, რომლის შესახებაც თანამედროვე ფსიქოლოგები ბევრ განსხვავებულ რამეს ამბობენ და რაღაც დონით უახლოვდებიან იმას, რაც ვედებში წერია, აქვს ძალიან საინტერესო სტრუქტურა სინამდვილეში თუ გავიგებთ ნატიფი სხეულის სტრუქტურას, ასევე შევძლებთ გავიგოთ სხვადასხვა შესაძლებლობები (სითჰები), რომლებსაც ანვითარებენ იოგები სხვადასხვა პრაქტიკების შედეგად. მაგალითად ერთ-ერთი ელემენტალური შესაძლებლობაა სხვისი აზრების კითხვა, ანუ სხვა ნატიფი სხეულებიდან ინფორმაციის აღება. ვეცდები ავხსნა, თუ როგორ ხდება ეს, როგორია მექანიზმი... ეს არ ნიშნავს რომ თქვენმ ამით აზრების კითხვას ისწავლით, მაგრამ იმას მაინც გაიგებთ, რა უნდა გააკეთოთ ამის სასწავლად.
ვედები ამტკიცებენ, რომ ჩვენს ნატიფ სხეულს, იგივე ჭკუას, განპირობებულ ცნობიერებას, ჩვენი კომპიუტერს გააჩნია ოთხი ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტი (ფუნქცია). ამ ოთხ ასპექტს სანსკრიტზე ეწოდება: ჩიტა, მანას, აჰანკარა და ბუდჰი. ჩიტა – ეს არის არაცნობიერი “მე”. მანას – ჩვენი ქვეცნობიერია, აჰანკარა – ცრუ ეგოა, ხოლო ბუდჰი – ცნობიერი გონებაა. ეს ოთხი ფუნქცია კარგად უნდა გავიგოთ. ჩვენ ყოველ წამს ვხედავთ, თუ როგორ ფუნქციონირებს სხეული, როგორ აღიქვამს ჩვენი ცნობიერება ამ სამყაროს. განვიხილოთ ცალ-ცალკე:
1. ჩიტა – ვედებში აღწერილია, რომ როდესაც ეს მატერიალური სამყარო იქმნება, პირველი ელემენტი, რომელიც აქ იქმნება მიწის, წყლის, ცეცხლის, ჰაერის და ეთერის და ა.შ. მთლიანი სამყაროს შექმნამდე, არის მაჰატატვა, ანუ სამყაროს გონი. ეს არის მატერიალური ელემენტი და ამ გონის ქვეშ არ უნდა ვიგულისხმოთ ღმერთი ან სხვა რამე. ღმერთი თავდაპირველად ქმნის უნატიფეს ინფორმაციულ მატრიცას, რომელზეც “იქსოვება” ეს სამყარო. იქმნება ე.წ. ვირტუალური რეალობა ჩვენთვის. სხვაგვარად რომ თქვათ, პირველად ელემენტს, რომელიც ბუნებრივად ხდება საფუძველი ჩვენი არსებობისა, წარმოადგენს ჩიტა, ანუ ჩვენი “მეს” არაცნობიერი ნაწილი. ინფორმაციული ბიბლიოთეკა... თუ შევხედავთ ჩვენი ცნობიერების სტრუქტურას, გამაცნობიერებელი (მიმღები) გონება (ბუდჰი), ანუ ის, რითაც ჩვენ აღვიქვამთ, უბრალოდ აისბერგის მწვერვალია (ხილული ნაწილია). ჩვენი ცნობიერების უმეტესი ნაწილი კი სიღრმეშია და წარმოდგენაც არ გვაქვს მის შესახებ. და მის ყველაზე ღრმა ნაწილს ეწოდება ჩიტა, ანუ სულის მთელი ინფორმაციის შემნახველი სათავსო. სული, რომელიც რეინკარნაციას განიცდის მრავალ ცხოვრებაში, იგროვებს გამოცდილებას და მთელი ეს გამოცდილება იწერება. და ეს სათავსო რაღაცით კომპიუტერის “მყარ დისკს” წააგავს. ის ძალიან “ფრაგმენტირებულია” და მასში ბევრი ნაგავია დაგროვილი. წარმოიდგინეთ ერთი წამით მთელი ის ინფორმაცია, რასაც ვიგროვებთ. ადამიანებმა, რომლებიც აპრაქტიკებენ ჰიპნოზური რეგრესიის მეთოდს, იციან, რომ შესაძლებელია გადასვლა წინა ცხოვრებებში, აღმოჩენა ეგვიპტეში და ა.შ. და რატომღაც ყველა ფარაონი აღმოჩნდება ხოლმე (ეს ხუმრობით). ასეა თუ ისე, არსი იმაშია, რომ არსებობს რაღაც უზარმაზარი ნაწილი რომელთანაც ჩვენ უშუალო შეხება არ გვაქვს, მაგრამ მუდამ თან ვატარებთ. ჩვენი შტაბეჭდილებები, ინფორმაცია წინა ცხოვრებებიდან... და როცა სანკჰიას ფილოსოფოსები აღწერენ ჩიტას ისინი ამბობენ, რომ იგი ცეცხლის ალს (ცეცხლის ენას) ჰგავს. ეს ცეცხლის ალი ირხევა ჰაერის სულ მცირე ზემოქმედებითაც კი. სწორედ ასევე ჩიტას აქვს ძალიან ლაბილური და მოძრავი სტრუქტურა. ეს ერთგვარი ინფორმაციული სტრუქტურაა, რომელსაც შეუძლია მიიღოს ყველა ინფორმაცია, შეინახოს იგი და მასში ამ ინფორმაციის წარმოუდგენლად უზარმაზარი რაოდენობაა. ავღნიშნავ იმასაც, რომ ეს ინფორმაცია ძალიან სისტემურად და მოწესრიგებულადაა შენახული და არა ქაოსურად. ჩიტას მახასიათებელია ისიც, რომ ის უშუალოდ ახლა, ამ მომენტში მოქმედებს. და მერე ავხსნი თუ როგორ მოქმედებს იგი.
2. მანას – ეს არის ქვეცნობიერი ჭკუა. და სწორედ ესაა ის ბიბლიოთეკარი, რომელიც ჩიტას ბიბლიოთეკაში წიგნებს (ინფორმაციას) ალაგებს. იგი კლასიფიცირებას უკეთებს ამ წიგნებს განსაზღვრული თემების შესაბამისად და მიაწერს თვითოეულ მათგანს “პლუსს” ან “მინუსს”, “კარგს” ან “ცუდს” “ძალიან კარგს” ან “ძალიან ცუდს” (ანუ ასე ვთქვათ რამდენიმე ბალიანი შეფასების სისტემა აქვს).
ქვეცნობიერი ჭკუა, ანუ ჩვენი “მე”-ს ემოციური შემადგენელი, რომელიც განიცდის და გრძნობს ყველა ჩვენს გამოცდილებას, კლასიფიკაციას უკეთებს მას იმის მიხედვით, მოგვწონს თუ არა ეს განცდა. ანუ აძლევს შეფასებას: კარგია, ძალიან კარგია, ნეიტრალურია, საშინელია და ა.შ. ჭკუა ეს დიდი ინდექსივითაა, რომელიც ინდექსაციას უკეთებს ჩიტაში მყოფ ინფორმაციას. ჭკუაში ჩადებულია ორობითი სისტემის (დუალური) პროგრამა: ეს მომწონს და მიყვარს, ეს კი არ მომწონს და ვერ ვიტან... სწორედ ეს შეადგენს ჩვენი ემოციური “მეს” არსს. რა არის ჩვენი ემოციები? ყველა ემოციას აქვს ბიპოლარული სტრუქტურა: მიყვარს – მძულს, მომწონს – არ მომწონს, მინდა მივიღი – მინდა განვაგდო... და ეს ფუნქცია ჩვენი ქვეცნობიერისა განარჩევს ყველაფერ ამას და არა მხოლოდ განარჩევს, არამედ შეფასებასაც აძლევს. ჩიტა არაფერს არ აძლევს შეფასებას, ის უბრალოდ იგროვებს ინფორმაციას, მანასი კი ემოციურ შეფასებას აძლევს მას.
3. აჰანკარა – ცრუ ეგო. ესაა ჩემი განპირობებული “მე”. ესაა ის, რაც გამომყოფს “მე” ყველაფერი დანარჩენისგან. როგორც ვთქვით ჩიტა ერთიანი ინფორმაციული მატრიცაა. დიდი უზარმაზარი “ინტერნეტია”, მაგრამ ამ “ინტერნეტში” არსებობს ჩვენი ინდივიდუალური “საიტები”. ეს ინდივიდუალური საიტი ჩემი სახელით, არის სწორედ ჩემი აჰანკარა. ამ ინტერნეტში გამოყოფილია ინფორმაციის ნაწილაკი და ის, რაც გამოყოფს მას ყველაფერი დანარჩენისგან, არის აჰანკარა – ერთგვარი საზღვარი, კედელი...
სულიერი განვითარების ყველა მეთოდი მიმართულია იმაზე, რომ შეასუსტოს აჰანკარა, რადგანაც ეს არის კედელი, რიგიდული სტრუქტურა, რომელსაც ვებრძვით. მას აქვს პოზიტიური როლიც ჩვენს ცხოვრებაში და ნეგატიურიც (უფრო მეტად რა თქმა უნდა ნეგატიური). სწორედ ამ რიგიდულობის (სიუხეშის) გამო ჩვენთვის არაა მისაწვდომი მატრიცული ინფორმაცია. როცა ჩვენი ცრუ ეგო ცოტათი სუსტდება (თხელდება), როცა ჩვენი “ცრუ ეგოს”, ეგოიზმის ფარგლებს გარეთ გავდივართ, ჩვენ შეგვიძლია გავიდეთ (“დოსტუპი მივიღოთ) ნებისმიერ ინფორმაციაზე. ვინ არიან ნათელმხილველები, ესენი უბრალოდ ის ადამიანები არიან, რომლებსაც აქვთ “პაროლი” და შეუძლიათ ამ “ინტერნეტ-სტრუქტურაში” შეღწევა. და ამ ინტერნეტში შეუძლიათ ნახონ, თუ რა იყო ადრე და რა იქნება მომავალში, რადგანაც მომავლის ბადე, რაღაც დონით უკვე დაგებულია (არა 100%-ით). და არც ერთი წინასწარმეტყველი არ იძლევა 100%-იან ინფორმაციას, რადგანაც ვედების თანახმად დაახლოებით 70-75%-ით მომავალი განსაზღვრულია კარმულად, 20-25% კი გაურკვეველია. ეს ნათელმხილველები გადიან თავისი საინფორმაციო ველიდან და შედიან სხვის ინფორმაციულ ველში. ეს არც თუ ისე რთულია მონდომების შემთხვევაში. ადამიანები, რომლებიც ანვითარებენ თავის თავში ნატიფ მგძნობელობას და ძლევენ ეგოიზმის “უხეშ” საზღვრებს, ანვითარებენ თავის თავში ამ შესაძლებლობებს. ერთმა ექიმმა ინდოეთში სულიერი პრაქტიკის შედეგად მიაღწია ისეთ მდგომარეობას, რომ პაციენტის მოსვლამდე იცოდა მისი დიაგნოზი. წინასწარ კითხულობდა ინფორმაციას, რადგან ბოლოს და ბოლოს ავადმყოფობა ნატიფი სხეულის ინფორმაციულ-ენერგეტიკული ხინჯია. და ასეთი შემთხვევები ბევრია მსოფლიოში. და ეს წვრილმანია იმასთან შედარებით, რა ინფორმაციაც შეგვიძლია მივიღოთ, თუ ცრუ ეგოს საზღვრებს გადავლახავთ.
4. ბუდჰი (გონება) – ჩვენთვის ყველაზე საინტერესო ფუნქცია, რადგან ესაა ჩემი ცნობიერი “მე”. ცნობიერი გონება. ის ვინც იღებს გადაწყვეტილებებს. ეს ის “მეა”, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას ჩიტაში ჩადებული ინფორმაციის და მანასის ემოციური შეფერილობის და აჰანკარას ანუ ჩემს შესახებ ჩემი წარმოდგენების საფუძველზე. ჩვენ რეალურად მხოლოდ ბუდჰიზე შეგვიძლია “ვიმუშაოთ”. ქვეცნობიერი ძნელად მისაწვდომია, ფსიქოლოგები ცდილობენ იქექონ მასში მაგრამ ეს საეჭვო და სათუო პროცესია, ვედები კი გვთავაზობენ ძალიან ნათელ და ბუნებრივ მეთოდს, რომ საფუძვლად სწორედ ჩვენი ბუდჰი ავიღოთ და მისი მეშვეობით შევცვალოთ სხვა ყველაფერი. ორი სიტყვით რომ ვთქვათ, რადგანაც ჩვენი სემინარის მიზანია გავარკვიოთ, თუ როგორ “დავწვათ” კარმა, მე ავხსნი, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ ჩვენი გონება (ბუდჰი), რა არის გონება და როგორ გამოვიყენოთ იგი, რომ არ ვიყოთ კარმული ავტომატი ანუ მექანიზმი. ძალიან საინტერესო რამე თქვა ამაზე იუნგმა. ისიც შეისწავლიდა ვედებს და უპირველეს ყოვლისა უპანიშადებს. თავისი უზარმაზარი გამოცდილების საფუძველზე ძალიან მნიშვნელოვანი ფრაზა თქვა: “ყველაფერი ის, რაც არ დაგვყავს ცნობიერებამდე, შედის ჩვენს ცხოვრებაში როგორც ბედი.” ანუ შედის ჩვენს ცხოვრებაში როგორც ბრმა ძალა. ამ სემინარის აზრი კი სწორედ ისაა, რომ ავხსნა, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ ისე, რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ ჩვენი გონება. და როგორ მოვახერხოთ რომ გონების მეშვეობით თავი დავიცვათ ყველა იმ “ურჩხულისგან” რომლებიც იღვიძებენ, როცა გონება იძინებს. გონების ძილი ბადებს მრავალ შიშს და ინფორმაციულ “მონსტრს” რომლებიც ჩვენს ბედად (კარმად) იქცევიან. შეიძლება ეს აბსტრაქტულად ჟღერდეს, მაგრამ მინდა ავხსნა, თუ როგორ მოქმედებს ეს აღქმის ერთიან პროცესში. როგორ ირთვება და მუშაობს ოთხივე ეს ფუნქცია ყოველთვის, როცა ვხედავთ რამეს, ვურთიერთქმედებთ რამესთან და რა პროცესები ხდება ჩვენს ნატიფ სხეულში.
მაგალითად შეხედეთ თქვენს წინ მდებარე კომპიუტერის მონიტორს (თუ კომპიუტერთან ზიხართ რა თქმა უნდა)... ოთხივე ფუნქციამ იმუშავა ამ დროს თქვენში. თავიდან, როდესაც ვხედავთ რაღაცას, პირველად მუშაობას იწყებს ჩიტა. ის იღებს ამ ინფორმაციას არაკრიტიკულად, განურჩევლად. მეცნიერულად ამას ქვია “ნერვიკალპა-პრატიაკშა” ანუ ზოგადი შეგრძნება (აღქმა). თავიდან აღვიქვამთ ძალიან ზოგადად, რაც არ უნდა იყოს ეს, გინდ მუსიკა, გინდ გამოსახულება. და მაშინვე ჩვენ ვიწყებთ შედარებას. ჩიტა ეს დიდი ლექსიკონია და ამ ლექსიკონში უკვე დაგროვილია უამრავი სიტყვა. როგორც კი რაღაცას დავინახავთ, ვეძებთ მსგავსს ჩიტას ლექსიკონში. წარმოიდგინეთ, რომ თქვენს მაგივრად კომპიუტერთან პაპუასი ზის, რომელიც ცხოვრებაში პირველად ხედავს კომპიუტერს. როგორ აღიქვამს იგი ამ საგანს? ის დაიწყებს მის შედარებას რაღაცასთან, რაც მან უკვე იცის. რაიმე შეგრძნებებთან, რაც უკვე აქვს. იგივე მოხდა თქვენს შემთხვევაშიც, ოღონდ თქვენ კომპიუტერთან დაკავშირებული უამრავი შეგრძნება გაქვთ და ამიტომ მისი აღქმა წამის მეასედებში მოხდა. თქვენ რომ ის ნანახი არ გქონოდათ, მაშინ ის დარჩებოდა თქვენს ჩიტაში, როგორც რაღაც ფართო კატეგორიის გაურკვეველი საგანი. პირველად სწორედ ასე აღიქვამს საგანს ჩიტა.
შემდეგ მანასი, რომელსაც მთელი ეს ინდექსები უკვე აქვს, ამბობს, რომ ეს ისაა რასაც ვიცნობ, და ეს კარგია (ან ცუდია, ან ნეიტრალურია). მანასი ძირითადად ამბობს “მინდა “ ან “არ მინდა”. ეს უშემდეგგი ეტაპია – “მე ვიცი”... უფრო სწორად მხოლოდ “ვიცი” იმიტომ რომ თავიდან ეს “მე” არ ფიგურირებს. (“მე” მესამე ეტაპია). ჭკუამ შეადარა, გაიგო თუ რა არისე ს საგანი და განსაზღვრა თავისი დამოკიდებულება ამ საგნისადმი.
აღქმის მესამე ეტაპი, რომელიც ასევე ძალიან სწრაფად “გაიელვებს”, არის ის ეტაპი, როცა ჩნდება ჩვენი “მე”. ეს ახალი ცნობა უთანხმდება “მე”-ს და ადამიანი განეწყობა ამ საგნისადმი თავისი თავის (“მე”-ს) შესაბამისად. ან ამბობს “მე მინდა”, ან ამბობს “მე არ მინდა” ან უბრალოდ არ ინტერესდება ამ საგნით. მაგალითად ტანსაცმლის მაღაზიის ვიტრინასთან გაიარა ქალმა და კაცმა. ცოტა ხნის შემდეგ მათ რომ კითხო, სხვადასხვანაირად აღიქვეს ვიტრინა. ქალმა კაბებთან “გააიგივა” თავისი თავი, მამაკაცის “აჰანკარამ” კი კაბებთან დაკავშირებით ასე იმუშავა: “ეს ჩემთან არავითარ კავშირში არაა და არ მაინტერესებს”. სხვაგვარად რომ ვთქვათ, როდესაც რაღაცას აღვიქვამთ, აჰანკარას ანუ “ცრუ ეგოს” ჩვენს შინაგან სამყაროში შემოჰყავს ეს საგანი და არკვევს, თუ რა დამოკიდებულებაშია ეს საგანი მასთან. თუ არ აინტერესებს ცნობიერების მიღმა ატარებს. აჰანკარა რაღაც უხეში ფილტრის მაგვარია, რომელიც ფილტრავს ამ სამყაროს აღქმას. ჩვენ აღვიქვამთ სამყაროს ჩვენი “მეს” პრიზმაში.
შემდეგი (მეოთხე) აქტი აღქმისა ასეთია: ან ირთვება ჯაჭვი, რომელიც ცნობიერების დონეზე ამბობს, თუ რა უნდა გავაკეთო ამ ყველაფრის მერე, ან იგი უბრალოდ არ ირთვება. ბუდჰი, ანუ ცნობიერი გონება, ეს ის სუბიექტია, რომელიც ამბობს: “რახან ასეა, ესე იგი რაღაც უნდა გავაკეთო”. ბუდჰი, ესაა მოქმედებათა პროგრამა.
ახლა ავხსნათ, თუ როგორ ფორმირდება ბავშვის ფსიქიკა და როგორ ფორმირდება ჩვენი “მე”. რაც ავხსენი, იქიდან გამომდინარე ნათელი ხდება, თუ როგორ იზრდება ბავშვი. თავიდან ადამიანს მხოლოდ ჩიტტა აქვს. მას სუსტი ეგო აქვს და ძალიან სუსტი გონება (ბუდჰი). პატარა ბავშვი, როცა იბადება, თან მოაქვს კარმის მარაგი, ანუ განპირობებული ცნობიერების მარაგი რაღაც მეხსიერებით და ის ძალიან უმწეოა. რაღაც კუთხით ყველა დანარჩენი მექანიზმი დაცვის მექანიზმებია. ისინი გვიან ფორმირდებიან და გვიან ვითარდებიან. თოთო ბავშვი ძალიან სწრაფად აღიქვამს ყველაფერს. ჩიტა ეს მეხსიერების მარაგია. აქ მთელი ჩვენი მეხსიერება ინახება. და ადამიანი თავისი ცხოვრების პირველ ეტაპზე “შეიწოვს,” “შეისრუტავს” გარესამყაროს, თანაც ძალიან არაკრიტიკულად და განურჩევლად. მას შესადარებელი თითქოს არაფერთან აქვს და ცნობიერ ჩიტას მხოლოდ ახლა ანვითარებს. ძირითადად გემოთი შეიგრძნობს გარესამყაროს და ყველაფერს გემოს უსინჯავს. თავის ლექსიკონს ადგენს, რადგანაც მანასი მუშაობს ანალოგიის მეთოდით, ანუ შედარების მეთოდით. როცა ვიზრდებით, როცა ვსწავლობთ და როცა ვვითარდებით როგორც ადამიანები, უნდა შევითვისოთ ყველა ეს ინფორმაცია, რომელთანაც მერე შევადარებთ სხვა ინფორმაციებს. მაგალითად თუ ვხედავთ ფლომასტერს ახლა, გვიანდელ ასაკში, პირველადაც რომ ვხედავდეთ მას, მაინც ვხვდებით, თუ რისთვის გამოიყენება და რა ფუნქცია აქვს. თუ იგივე ფლომასტერს პატარა ბავშვს ვანახებთ, დაღეჭავს, პირში ჩაიდებს და ასე “გამოიკვლევს”. შემდეგ კი თანდათან მიხვდება მის ფუნქციას.
ადამიანის განვითარებასთან ერთად, მალევე ირთვება მეორე ფუნქციაც და ფუნქციების განვითარება სწორედ ამ თანმიმდევრობით ხდება. მანასის ფუნქცია თითქმის მაშინვე ვითარდება და ადამიანი განარჩევს: “ეს კარგია”, “ეს ცუდია”. “ამას შევჭამ”, “ამას ვერ შევჭამ” და ა.შ. ანუ მანასი კლასიფიკაციას უკეთებს ყველა შეგრძნებას კრიტერიუმების იმ სისტემით, რომელიც მას უკვე გააჩნია. მაგალითად ზოგ ბავშვს უყვარს ტკბილი, ზოგს კი ნაკლებად უყვარს...
შემდეგ რაღაც მომენტში ადამიანი შეიგრძნობს თავის განცალკევებულობას. დაახლოებით 3 წლის ასაკში ფორმირებას იწყებს აჰანკარა და დაახლოებითYამ ასაკში ამბობს ბავშვი: “მე თვითონ!” დაახლოებით 5-6 წლის ასაკში იწყებს ფორმირებას ცნობიერი “მე”. ამიტომაც პედაგოგიის ვედური პრინციპების თანახმად 5-6 წლამდე ბავშვისთვის არაფრის სწავლება არ შეიძლება. არ უნდა ვასწავლოთ რა არის ცუდი და რა არის კარგი. 5 წლამდე ბავშვს უნდა მოვეპყრათ როგორც მეფეს, 5 წლის შემდეგ კი როგორც მსახურს. 5 წლამდე მხოლოდ უნდა გვიყვარდეს, შემდეგ კი მკაცრად უნდა აღვზარდოთ. ყველაფერი ეს და მათ შორის აჰანკარა ფორმირებას ასრულებს 14-15 წლის ასაკში, როცა ადამიანი ბოლომდე აცნობიერებს თავის განცალკევებულობას. იწყება ბუნტი, გარდატეხის ასაკი და ა.შ. ამიტომ ნათქვამია, რომ 15 წლის შემდეგ ბავშვს უნდა მოვეპყრათ უკვე როგორც მეგობარს. ის უკვე დამოუკიდებელი პიროვნებაა და მისთვის მკაცრად ჭკუის სწავლება აღარ შეიძლება. ნებისმიერი ჩარევა იმ მხრივ, თუ რა არის სწორი და რა არის არასწორი, მის მიერ აღქმული იქნება როგორც ძალადობა. ამ დროს შეგვიძლია მივმართოთ მის გონებას, როგორც მეგობარს.
იმის მიხედვით, თუ როგორ ჩამოყალიბდება მთელი ეს სტრუქტურა, ადამიანი ჩამოყალიბდება ან ნორმალური ფსიქიკით, ან დამახინჯებულით. რა ხდება ადამიანის ზრდასთან ერთად? ის თავიდან ძალიან დაუცველი და უმწეოა. იმდენად, რამდენადაც ის უმწეოა და მას არ აქვს ცრუ ეგოს და გონების ფილტრები, ყველა ის შთაბეჭდილება, რომელსაც ამ დროს იღებს, ძალიან დიდ კვალს ტოვებს მის ფსიქიკაში. რატომა, რომ ბავშვობაში გადატანილი ტრამვები ყველაზე მძიმე და სერიოზულია? იმიტომ რომ ბავშვობაში ადამიანი ყველაზე სათუთია და მას არა აქვს დამცავი მექანიზმები. ყველაფერი, რასაც აღვიქვამ და შევიგრძნობ ბავშვობაში, იქნება ეს სიყვარული თუ შიში, დაილექება და შემდეგ ძალიან ძლიერად იმოქმედებს მთელ ჩემს ცხოვრებაზე. ბავშვობაში განცდილი მტკივნეული გამოცდილება ჩრდილს მიაყენებს რეალობის აღქმას მთელი ცხოვრების მანძილზე.
როცა რეალობას აღვიქვამთ, ამას ვაკეთებთ არა ნეიტრალურად, არამედ მთელი ჩვენი წინა გამოცდილების პრიზმაში. მაგალითად თუ რაიმე მტკივნეული გამოცდილება მაქვს და ჩემს ჩიტაში ეს სამსკარა (შთაბეჭდილება) დაილექა, და ეს სამსკარა ძალიან ძლიერია, იგი იქნება რეფერენტული წერტილი, ანუ ათვლის წერტილი სხვა ნებისმიერი აღქმისათვის. ნებისმიერი ახალი აღქმა და შეგრძნება, ასე თუ ისე მასთან კავშირში იქნება და “შეეხება” მას. ცხოვრების მთელი განცდა ასე თუ ისე ამ ტკივილით იქნება შეფერილი. ბავშვობაში ტანჯული ადამიანები მთელ შემდგომ ცხოვრებას მტკივნეული სამსკარების პრიზმით უყურებენ და ეს ტკივილი და შიში გროვდება ჩიტაში. და საერთოდ ჩიტაში ინფორმაცია ილექება ან როგორც შიში, ანუ ობიექტი, რომელსაც აღვიქვამ როგორც საფრთხეს (შიში ყველაზე ძლიერი და ნეგატიური ემოციაა ადამიანში), ან როგორც რაღაც დადებითი, ანუ ის რაც მე მიყვარს და მომწონს. ერთიც და მეორეც ძალიან საეჭვო რამეა, თუ ისინი ძალიან ძლიერნი არიან. ყველა ეს ძლიერი სამსკარა, ამრუდებს ჩემს რეალობის აღქმას. ასე ჩნდება ჩვენი შიშები და კომპლექსები.
უპირველეს ყოვლისა უნდა გავიგოთ, თუ რატომ ჩნდება შიში, როგორია შიშის ბუნება. რეალურად ყველა ჩვენი პრობლემა შიშის შედეგად იქმნება. რატომაა ადამიანი ხარბი? იმიტომ რომ მას ეშინია რაღაცის დაკარგვის, აქვს დაუცველობის შეგრძნება. რატომაა ადამიანი ეჭვიანი? ისევ იმიტომ რომ დაკარგვის ეშინია. ყველა ჩვენი მანკიერების ფესვებში რაღაც შიშები დევს, გაუცნობიერებელი და არაცნობიერი... რაღაც ნეგატიური განცდები, რომლებშიც ჩვენში დაილექა. სწორედ ისინი განაპირობებენ ჩვენს ეჭვიან, ხარბ, ავხორც, ბრაზიან და ა.შ. ბუნებას. ქმნიან ყველაფერ იმას, რაც აფუჭებს ჩვენი და ჩვენი გარშემომყოფების ცხოვრებას. და შიშების ყველაზე დიდ ნაწილს სწორედ ბავშვობის ასაკში ვიღებთ. და ეს ფობიები, შიშები არა ერთი ცხოვრება მიგვყვება და ბევრი მათგანი წინა ცხოვრებებიდანაა გამოყოლილი. მაგალითად ადამიანს აქვს კლაუსტროფობია (ჩაკეტილი სივრცის შიში), არადა ამ ცხოვრებაში არავითარი მსგავსი სტრესი არ განუცდია, მაგრამ შეიძლება წინა ცხოვრებაში ჩაკეტილ სივრცეში მოკვდა, ან მსგავსი რამ გადაიტანა. ან თუ წინა ცხოვრებაში დაიხრჩო, (ან უბრალოდ იხრჩობოდა და გადარჩა), ამ ცხოვრებაში პანიკურად ეშინია წყლის. რაღაც კუთხით კარმა, რომელსაც თან ვატარებთ, ეს გაუცნობიერებელი შიშებია, რომლებიც ჩვენს ქვეცნობიერში და არაცნობიერში იმყოფება.