(ჩემთვის ვფიქრ)
ვაიმე, როგორ მრცხვენია : ( არადა მეგონა გულზე მომეშვებოდა. ვაიმე როგორ მრცხვენია

ნუ ალბათ არაუშავს
* * *
სხვა თემებშიც შევიხედე და მივხვდი რომ ცოტა მსუბუქი უნდა ვიყო. ძალიან ვარ ფიქრებით დამძიმებული.
ალბათ გამივლის, ამბების ბრალია. ნელ-ნელა ყველაფერს ვალაგებ. უნდა ნახოთ, რა ხდება ჩემს ტვინში - გაუთავებელი ზეწრების აფრიალებაა

ვალაგებ და ვალაგებ. ტვინი ინფორმაციას ამუშავებს

წარსულიც ნელ-ნელა ქრება, მიიზლაზნება. თან უკვე დავიწყებული რაღაცები მახსენდება, სხვა წვრილმანები, მახსენდება და იქვე მავიწყდება, უკვე წარსულში ლაგდება თავისით.
მოკლედ, ადამიანის ტვინი კომპიუტერია
* * *
დავივიწყე პირველი შეყვარებული, სხვა სიყვარულებიც, ვაპატიე-მოვერიე, გადავხარშე, ვაპატიე-...სასწაულია და პირველ მეგობარს, რომელმაც ცხოვრება ამირია. მერე დავალაგე.
ვარ მშვიდად. ცოტა დაბნეული, ცოტა აფორიაქებული. ზეწრებს ვბერტყავ და ვაფრიალებ. მეშინია, ეს განწყობა არ დავკარგო. ცუდად ვარ ხოლმე, ძალიან აფორიაქებული. და მეშინია ამის.
ამ წუთიდან კარგად ვიყო, რა... ))