:*
nino877 an apple :* ))))))))
რატომ არ შემიძლია შევეშვა სხვა ადამიანების პრობლემების გადაჭრას და ამაზე ფიქრს? მამაჩემის თვისება გამომყვა ფართო გაგებით

- ყველას პრობლემას საკუთარ თავზე ვიღებ მოსაგვარებლად. ამ დროს მუცელი მეძაბება თითქოს. და ვიძაბები, საერთოდაც. რა სულელი ვარ?

ვიღაცას ქმართან აქვს პრობლემები, ვიღაცას - უქმრობის გამო, ვიღაცას - დედამთილთან, ვიღაცას - ბავშვობის ძველ მეგობრებთან, ვიღაცას - სულაც საკუთარ თავთან, ვიღაცას - დედასთან, ვიღაცას - მამასთან, ვიღაცას - ცხოვრებაში სხვები უშლიან ხელს, ვიღაცას - სამსახურში, ვიღაცას - უსამსახურობით, ვიღაცას - ცხოვრებასთან, ვიღაცას - მარტოობით (ეგ საკუთარ თავში შედის? , ვიღაცას - გარეგნობასთან და ა.შ. და მე კი ვზივარ და ყველა ამბავი გულთან ახლოს მიმაქვს და ვცდილობ რამე ვურჩიო, თან მგონია ვხედავ რა პრობლემა აქვთ და მიჭირს გავჩუმდე, როცა ვიცი რომ შეიძლება ამ სწორი მიდგომით ეშველოს!!
მე რომ ცუდად ვიყავი, სულ ვნატრობდი, ვინმეს ჭკვიანური რჩევა მოეცა. ვიცოდი როგორ მეცხოვრა, ოღონდ არ ვიცოდი, რა მიშლიდა ამაში ხელს. სულ ვნარობდი ვინმეს, ვინც მომცემა ჩემი ცხოვრების დასალაგებელ გასაღებს...
ერთი მოვიდა

ან ორი

- გავლით. ეს არ მეყო თუმცა რა თქმა უნდა ამისთვისაც ძალიან მადლობელი ვარ. ისიც - ძალიან გვიან. როცა მე თვითონ მქონდა ყველაფერი გადალახული.
ჰოდა ეხლა, როცა ვხედავ ვინმეს უჭირს და მეცნობა ამბავი, მიჭირს გულგრილად ჩავუარო.
ვცდები, ნუთუ? მართლა ვერევი სხვების ცხოვრებაში?
თან თითქოს სიკეთეა, თან ამპარტავნება.
This post has been edited by burbushela_ on 2 Feb 2012, 13:28