აი ეს ზე ბანძი დღეც მიილია.......
ხვალაც იგივე ზე ბანძი დღე იქნება და ასე...ვიდრე საქმემდის.......ანუ იგივე ვიდრე იმ დღემდე,რომელიც ალბათ არც დადგება....
ეს სირი ბიჭიც ნერვებს მიშლის თავისი არსებობითა და ღაჟღაჟა წითელი ლოყებით....
ვგრძნობ რომ მეც ნერვებს ვუშლი....
მთავარი ისაა რომ ორთავეს არც ცალ ფეხზე არ გვკიდია ერთმანეთი და შაქმნილი გარემოება...

გამახსენდა დილა-შვადღე და გამეღიმილა...
მე მგონი სადღაც ისე ღრმა შიგნიდან ვლღვები, რომ ჯერ ზუსტი მისამართიც არ ვიცი იმ წერტილისა, საიდანაც ოდნავი სითბო აღწევს...
ეს, არც ის მდგომარეობა და არც ის შემთხვევაა, რომელზეც ვოცნებობდი,მაგრამ მე ხომ უკვე დიდი გოგო ვარ და ვიცი რომ ოცნებები....არა, ხდება ! ხდება და მერე როგორ

სულ რაღაც ერთი კვირა და.....ღმერტო ჩემო წარმოდგენის და გაცნობიერებისაც კი მეშინია...მეშინია სიხარულით გული არ გამისკდეს...ჰო,ჰო თაო ჩემო,ხდება! ჩემი ნატვრა ამიხდება
მიყვარხარ, მიყვარხარ იმისთვის რომ ამ ნატვრის ახდენისთვის იბრძოლე, კიდევ იმისთვის რომ არ მოეშვი ,არ დაივიწყე და არ გადაიწურე იმედი, მაშინ როცა არც არაფერი გქონდა და როცა ოცნებასაც კი არ ჰგავდა...
დღეს მშვიდად დამეძინება და უკვე ზუსტად ვიცი რას ვნახავ სიზმრად

მიყვარს, მიყვარს ეს სიზმარიც,ყველაფერი რაც მასთან კავშირშია....
ხო, ფანატიზმია,შეიძლება მეტიც, ჩაციკვლა,გაჭედვა,გადაჭედვა,გაგიჟება,მარა აი სულ მკიდია ! მე ბედნიერი ვარ,უზომოდ,უსაზღვროდ,უკიდეგანოდ...ამ გახუნებულ დღეებსაც გადავაგორებ,რომელიც ჩემი მიზნის და პრინციპებისთვის მჭირდება და მერე...მერე ხელებს დავიბან და უსახურთა რიგებში კიდევ ერთ ადგილს გავათავისუფლებ...
“ბერძნული სიტყვაა... შეუპოვარი”
wall user