რამდენი ხანია აქ არ დაგიპოსტავს.
იმიტომ, რომ ამ დოზით როგორც დღეს აღარ გიფიქრია.
რა აზრი აქვს სულელურ სიტყვებს. შენმა გონებამ ყველაზე კარგად იცის პასუხი ყველა კითხვაზე..
ხო, მოგენატრა მისი ნაჩვენები გული

თან რაღაც მოძრაობებს რომ აკეთებდა მანამ ხელებით გახსოვს?არც გინდა სცადო, მაგრამ რაც არ უნდა ეცადო შენ მაინც არ გამოგივა ისე. რამდენი დრო გავიდა არა?... შენ კი მაინც გახსოვს. რისთვის აწამებ შენს თავს ისევ? უძილო ღამეები მოგენატრა?..
ამ დროს მეგონა ეგ ეტაპი უკვე გაიარე

მეგონა უკვე დაგავიწყდა როგორი გრძნობაა მონატრება. თურმე გახსოვს

შენი თითები მის ქერა კულულებში და მისი თვალები.
ტყუილად ოცნებობ.
კულულებიც ალბათ უკვე სანაგვეშია. ისევე როგორც თქვენი წარსული.
და ის ბავშვიც აღარ არსებობს შენ რომ როდესღაც ...
მაგ სიტყვის ხსენებაც არ ღირს. დაკარგა უკვე შენთვის მნიშვნელობა.
რატომ მოუსმინე მაგ სიმღერას?..
კინაღამ ტირიხარ. არ იტირო მელო.. შენ არ გაქვს მაგის უფლება.
.... არასდროს. გახსოვდეს.
This post has been edited by Melloe on 9 Apr 2012, 01:54