QUOTE |
გითხრათ, რას გრძნობთ და ფიქრობთ ხოლმე ამ დროს? უმადურია, უგულოა, ისე არ ვუყვარვარ, როგორც მე, არ მაფასებს, პატივს არ მცემს, რატომ ვარ ასეთი სულელი, ყველა მე რატომ უნდა ,,მაგოიმებდეს,“ არავის ხათრი აღარ მექნება და ა.შ. წარმოიდგინეთ, როგორ უნდა გრძნობდეს ის ადამიანი თავს, როცა ასეთი ფიქრები საკმაოდ ხშირად მოსდის თავში. ის დათრგუნულია, გაბრაზებული თავის თავზე და სხვებზე, ხანდახან მთელ სამყაროზეც. ასეთ შემთხვევაში სტრესიც გარდაუვალია. ხშირი დათმობა, მსხვერპლის პოზიციაში ყოფნა აუცილებლად ხდება სტრესის წყარო. სტრესის შესახებ ბევრი რამის თქმა შეიძლება, მაგრამ ყველაზე მთავარი, რომლითაც დასტურდება მისი მავნებლობა ადამიანზე, არის ის, რომ ახასიათებს სუსტი რგოლის ეფექტი, კერძოდ ურტყამს ადამიანს ყველაზე სუსტ წერტილში იქნება ეს ორგანული პრობლემის გაჩენა/გამწვავება - ჯანმრთელობასთან დაკავშირებული, თუ ფსიქოლოგიური (ყველაზე გავრცელებულებს შორისაა: კუჭის წყლული, ნევროზი და სხვ.). |
ძალიან კარგად მესმის ამ სიტყვების, იმიტომ რომ რაც გავთხოვდი ბევრი რაღაცის დათმობა მომიწია, მათ შორის სხვათაშორის პირადი თავისუფლებისაც.. მეგობრები აღარ მყავს.. მეუღლემ უბრალოდ ისე მოახერხა, რომ პირდაპირი აკრძალვის გარეშე სხვა გზა უბრალოდ არ დამიტოვა... ლექციებიდან სახლში უნდა გამოვქცეულიყავი, რომ თხოვდებოდი აბა რა გეგონა-ეს ფრაზა ყოველთვის მაგიჟებდა მაგრამ.....
გარდა ამისა ყოველდღიურ ცხოვრებაში .. ის ყოველთვის მართალია,, როცა რაღაცაზეა გღიზიანებული, ყველა სიტყვაში მეჩხუბება ლოგიკას და განვითარებას მიწუნებს... სიტყვაში ვერ მოუგებ სამწუხაროდ

მიწევს ყველა დღე დათმობებზე წასვლა და გაჩუმება ყველა შეურაცყოფაზე, იმიტომ რომ ჩემი ქმარი თავისი გდმოსახედიდან მართალია, მას მე აზროვნებას ვერ შევუცვლი, მთელი ცხოვრება უყურა როგორ იჯდა დედამისი სახლში მოსამსახურის და მზარეულის როლში და ამით ბედნიერი იყო.. რა სახლიდან გასვლა და რა თავზე ზრუნვა, ერთობოდა დალაგებით და ეზოში ბაღჩის მოვლით... გარდა ამისა ქმარს ოდნავადაც ვერ უბრუნებდა სიტყვას... ყველაფრით ბედნიერი იყო ერთი სიტყვით.. და მე რომ პირველად შევუბრუნე სიტყვა ქმარს... აუ ტრაგედია მოხდა.. თავხედი და უზრდელი ვყოფილვარ.. ვერ გამზარდეს მშობლებმა...
საბედნიეროდ ცოტა სიტუაცია გამოსწორდა რაც ცალკე დავიწყეთ ცხოვრება.. სიტყვასაც ვუბრუნებ და ზოგჯერ სასწაულიც ხდება და ბოდიშსაც იხდის ჩემი ქმარი..
თუმცა.... იმასაც ვხვდები რომ ეს არ კმარა და ასე ძალიან რთული იქნება ჩვენთვის თანაცხოვრება... მაგრამ ღმერთი მოწყალეა .. პლიუს ძალიან გვიყვარს ერთმანეთი და ამის იმედი მაქვს.. ასე ძალიან რომ არ მიყვარდეს ვერც ავიტანდი ამდენს 5 წელია უკვე ერთად ვართ და ეს მაძლებინებს.... არაუშავს ხანდახან გამონათებებიც ხომ არის და თან საკმაოდ ბედნიერიც..............................
ერთი სიტყვით ცოტა მყრალი ხასიათების ბიჭია...