არ ვიცი სწორად მოვიქეცი თუ არა,მაგრამ მაინც ალბათ ასე სჯობდა!..ხო ასე სჯობდა იმ შემთხვევაში თუ საერთოდ არ გამიშვეს...
თუ გამიშვეს და არც პირველი ვიქნები და არც უკანასკნელი..მაგრამ რა ვუქნა და ვუთხრა ჩემს სესხს,სახლს,მშობლებს? რომ ვერ დავაყენე ენა პირში და ვიცოდი რომ მევე მავნებდა,სხვები ყურს იყრუებდნენ,თვალს იბრმავებდნენ,სირაქლემებივით თავს მიწაში რგავდნენ და მე აღმოვჩნდი ის ერთადერთი შტერი და დაუმორჩილებელი ვინც დაუმორჩილებლობა გამოაცხადა და არ დაჰნებდა?!
ყურები დამიგუბდა და თვალის გუგებს ცრემლები აწყდება,მაგრამ მე არც გონს დავკარგავ და არც მითუმეტეს ცრემლს დავღვრი!
და მაინც, ასე სჯობდა...რამდენი ხანი უნდა გვეთამაშა კატა–თაგვობანა?! ხოდა დასრულდა! ეს კაცი თავისი უსუსურობით და უმაქნისობით მაინც აღარ მომიშლის ნერვებს !
დადებითად შეხედე... ეგების და გვირაბის ბოლოს დღეის შემდეგ მაინც გამოჩნდეს ის ნათელი სხივი,რომელიც კიდევ 1 წელს მაინც გაგაქაჩინებს?!
ვგრძნობ თავის ქალასა და კანს შორის,თმის ძირებში როგორ მოძრაობს ჭიანჭველების უზარმაზარი ნაკადი ქაოსურად,ვგრძნობ როგორ ზამბარასავით მეჭიმება ყოველი ნერვი და ერთი არასწორი მიმართულებით მზერა და ....აი მანდ გაწყდება ყველა ერთად...
ვსიო..დავაშტერდები,დღეს კლავიატურიდან თავს არ ავწევ !
პ.ს. საღამოსთვის განწყობა უნდა შეიქმნა, დიდი პორცია ცივი ლუდი გელის

დღეს ვსვამთ გონების დაკარგვამდე,იქნებ ამ ღამ მაინც დამეძინოს.......
“ბერძნული სიტყვაა... შეუპოვარი”
wall user