ყველაზე მეტად მინდა ახლა ხატვა შავი პასტით

და სიმშვიდე.
უსემინარობა და ულექციობა.
არ მინდა წასასვლელი ვიყო სადმე - რაღაც მოვალეობების და ასეთივე მიზნების გამო(მიზანი - ვალდებულება). მინდა ვიჯდე და ვფიქრობდე, დიდხანს.
არ მქონდეს ამდენი პრობლემა,არ მტკიოდეს თავი.
და თუ მექნება, ჯანმრთელად მაინც ვიყო,რომ შემეძლოს მოგვარება.
ის პოსტი მახსენდება ხოლმე,ვიღაც გერმანელის : ექიმმა მითხრა,სვი ჩაი და იყავი, გაგივლისო.
მეც ველი,როდის გამივლის.
დღეს მაინც,ყველაფერი მტკივა.
მეზარება ფბ-ზე მოწერილ იდიოტურ მესიჯებზე პასუხის გაცემა:
საკორპორაციოში რა მიიღე? ვისთან ხარ? ისწავლე? დაწერე? რატო?
..................................................................................................
ყავა უგემური მეჩვენება
და რაც ხდება,უინტერესო.