სხვაგვარადაა საქმის ვითარება

კერძოდ, მე ვცხოვრობ მე-2 სართულზე. 4 სართულიან, ერთ დროს უსაყვარლეს სახლში. ეზოც გვაქვს.
17 წლია ამ სახლში ვცხოვრობ.
როცა თბილისში გადმოვედი საცხოვრებლად, იმ დღიდან.
მშვიდი, წყნარი, თბილისური ქუჩა იყო. დაბალი სახლებით.
იმ წლებშიც კი ზაფხულში ფანჯრები არ დამიხურავს. ჩვენი ეზოდან ლურსმანი არ დაკარგულა, არასოდეს.
აჩიკო, ჩემი კარის მეზობელი, აზანზარებდა ხილიანს. ვინ გაგვიბედავდა

მეორე სადარბაზოში ჩემი რძლის ოჯახი ცხოვრობდა.
ნუცუბიძის პლატო ეშორებოდა დედაჩემს, ბავშვებისთვის, იქ გვქონდა სახლი და გამოცვლაზე რომ დაიწყო საუბარი, მედიკომ, აუუუ, ჩვენთან იყიდება და იყიდეთო.
სულ დაანგრია მამაჩემმა.
25 000 $ იმ დროს 250 000 $ უდრიდა+ რემონტი 17 000$ , მაშინ 2 ოთახიანი სახლები ღირდა 7 000 $.
ჩემი ოჯახი ფულს არასოდეს ითვლიდა

გვეტყობა კიდეც დღეს....
მე კი მახსოვს, ყველაფერი.
მინიმუმ 500 ადამიანს დაწყდება გული, ეს სახლი რომ გაიყიდოს.
უბედნიერესი წლები გვაქვს აქ გატარებული, ყველას.
სამეგობროს დიდი ჩაიხანა და ყავახანა იყო, ყოველთვის

ხოდა, დაგვაშენეს "ცათამბჯენები".
ჩემი რძლის ოჯახიც გადავიდა...
ავიჩემე მერე ეს სახლი. შევიზიზღე. ბოლო წლების გამო...
ავტყდი, გავყიდოთ-თქო.
კარგია, რომ ვერ მოხერხდა.
მე მიყვარს ჩემი ბავშვობა, სტუდენტობა და სხვა წლებიც

მაგრამ მენანება 21 წლიდან...სულ...
მიუხედავად ამისა, NY-ია ჩემი ქალაქი. ამ ეტაპზე. მეძახის, ვგრძნობ და აუცილებლად ვიცხოვრებ

ცათამბჯენის ზედა სართულზე, ოღონდ, მე-2 სართულზე არა

პ.ს. მე არცერთი რასა არ მეზიზღება, კოსმოპოლიტი ვარ

.....................
რამდენი ხანია სტინგი არ მომისმენია. არა, გუშინ მოვუსმინე კრის ბოტის აკომპანიმენტით. ამ გახსენებაზე :
This post has been edited by სუფთა*დაფა on 12 Oct 2014, 21:01