ისევ მესიზმრა რომ დავფრინავდი....წითელ აგურისფერ მინდორშიც ვიყავი, წიტელი აგურით ნაშენი უსასრულო კედელიც ვნახე და ულამაზესი მდელოც..თვალუწვდენელი ...თითქოს თავის დაღწევა მინდოდა, შიში მიპყრობდა ამ მდელოზე, მაგრამ ვერ დავაღწიე თავი...ფრენა კი დახურულ თეთრ კედლებიან ოთახში იყო... ის იმდენად პატარა იყო, სული მეხუთებოდა... ფრენის შემდეგ ყოველთვის უცნაურად ნასიამოვნები შეგრძნებით მეღვიძება...
ისე როგორც რამოდენიმე წლის წინ, როცა პირველად დავაფიქსირე სიზმარში ფერი, როცა სიზმარში ნათლად დავინახე საბანზე როგორ დადიოდა უზარმაზარი ყავისფერი ობობა, გუშინაც ასე ნათლად მახსოვს რომ წითელ მდელოს და წითელ კედელს ვხედავდი და რომ მათი შეფერილობა ჩემი ქვეცნობიერის "ცოდნის" ფერი კი არა, ნამდვილად წითელი ფერის იყო.. ფერის, რომელსაც ყველაზე მეტად ვერ ვიტან.. თუმცა აგურის კედლები მიყვარს, მდელოთი კი მახსოვს გაოცებული ვიყავი...ვფიქრობდი ასეთი წითელი მდელო არც ერთ სეზონზე და არსად მინახავს და ნეტა ეხლა რა დროათქო, თან მინდოდა კარგად დამემახსოვრებინა, თითქოს ვიცოდი, რომ აქ მეორედ ვერასოდეს მოვხვდებოდი...
სულ რამოდენიმეჯერმე მესიზმრა რომ დავფრინავდი... მე მგონი ამ ტიპის სიზმრებსა და ცემს გუნება-განწყობილებას შორის ვხვდები კავშირს... მხოლოდ მაში, როცა აჭრილი და დაღლილი ვარ, როცა გაბნეული ვარ დროსა და სივრცეში, როცა არ ვიცი რა მინდა და როცა სულ ერთია ყოველი მომდევნო წუთიც, წამიც და თვეც..როცა არავის ნახვა არ მინდა და მაშინ, როცა ეს ყველაფერი მაწუხებს....
ჰმ... ამაზე რამდენჯერ 'მიოცნებია"... წვიმა, ღამე, სიმარტოვე, ლეპტოპის კლავიშებზე კაკუნი და სიგარეტის კვამლი...

გული სიამაყით მევსება რომ ეს ყველაფერი შევძელი და შევიქმენი და თან სად ? ...ჰოოო, ჩემს ქვეყნისა და სამყაროს გულში...
სიამაყითა და სიყვარულით აღვივსე....და წავედი აივანზე, ღრმა ნაფაზისთვის ....
რა უცნაურია ადამიანი...თვითონ მიკვირს...ამ ბოლოს ყველაფერი გულს მიჩუყებს და მატირებს და ...ვერ ვიტირე... შეიძლება სხვისი გასაჭირი გულს მიჩუყებს და საკუთარი მაძლიერებს?!
ალბათ...
“ბერძნული სიტყვაა... შეუპოვარი”
wall user