NatiaGullმაგარი ცუდი "პონტია" ეგ.არავის არ ვუსურვებ მაგის გამოცდას.ჩემს თავზე მაქვს გამოცდილი ეგ პანიკური შეტევები თავისი შფოთვითი აშლილობითა და დეპრესიით.თვითმფრინავში მივიღე სტრესი ძლიერი(თუმცა არასოდეს შემშინებია,უფრო დაძაბული ვიყავი ხოლმე)ხოდა ერთხელაც ძლიერი სტრესი მივიღე,რასაც ცოტა ხანში მოყვა პანიკური შეტევები

ანუ შეტევით არაფერი და არავინ გიტევს

უბრალოდ აი ესე "ცა მოწმენდილზე" გეწყება:გახურება,გაციება,ოფლი,გულის აჩქარება,შენელება,მოუსვენრობა,ჰაერის უკმარისობა,გაქცევის სურვილი და ა.შ. ღამე წამოხტომა რომ თითქოს ყელში რაღაცამ წაგიჭირა და მოოკლედ მთელი ამბებია,თუმცა გარშემო შესაბამისი სიტუაცია არ არის.შეიძლება კინოში იჯდე რამე მაგარ მსუბუქ კომედიას უყურებდა და წამოიღოს უცებ

და ყველაზე მაგრად ის ტეხავს რომ სანამ გაიგებ რა გჭირს,ხან გგონია რომ გულის ბრალია,ხან ალერგია,ხან რა და ხან რა,მოირბენ მთელ ექიმებს და აღმოჩნდება რომ ნევროზი გაქვს გაქანებული

რაც მთავარია,მაგარი უსაფრთხო მდგომარეობაა,შანსი არ არის რამე დაგემართოს და ძალიან ადვილად მართვადი წამლების გარეშე.სპორტი და ცურვა ეგრევე ხსნის.გაცნობიერება უნდა ყველაფერს და დაკვირვება.რაც მთავარია ეს ყველა ადამიანს შეიძლება დაემართოს შესაბამს სიტუაციაში,ასე რომ ჩვეულებრივი მომენტია.ამიტომ სასურველია მზად ვიყოთ სტრესისთვის მეტ-ნაკლებად.
P.S:ეხლა უკვე სიამოვნებას ვიღებ ხოლმე თვითმფრინავისგან,თუმცა ერთი წლის წინ რომ გეკითხათ,ცხოვრებაში აღარ ვაპირებდი ჩაჯდომას

))
This post has been edited by Maki_ on 19 Jul 2014, 21:23