#44593302 · 14 May 2015, 13:29 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Amerza
QUOTE | მხოლოდ თვითჩაღრმავება, ფიქრი და მედიტაცია, რომელიც შინაგან მოთხოვნილებად გადაიქც |
ეს არის მთავარი, საკუთარი თავი პოვნა, იმის დაკვირვება როგორ აღიქვავ სამყაროს, უსიტყვოდ, ისეთად როგორიც არის...
QUOTE | ეს დუმილი, ეს ლტოლვა სიმშვიდისაკენ ცვლის ჩემს შინაგან მენტალურ აზროვნებას სასოწარკვეთილობისაკენ და სამყაროს ვდებ ბრალს, უმეცრებაში, ბოროტებაში, ეგოისტობაში, ძალმომრეობაში და ა.შ ნებისმიერ ბოროტებაზედ პასუხად აბუჩადამგდები დუმილი მაქვს. |
სამყაროში ხო ყველაფერი ბალანსშია? ეგრედ წოდებული სიკეთე და ბოროტება, სიყვარულიდ ა ზიზღი, ცნობიერება და უმეცრება. ძალადობა დ დათმობა. შენ თუ ამას ხედავ "გვერდიდან" ანუ შინაგანად განიცდი, მაშინ ვერ ვხვდები შენს ნაწერს, სასოწარკვეთილებაში შეიძლება ჩავარდეს უვიცი რომელიც განდიდების მანიითაა შეპყრობილი და აღმოაჩენს რომ ცდებოდა მთელი ცხოვრება. შენ თუ ხედავ საგნებს და მათ რაობას მაშინ უნდა გიხაროდეს მეგობარო. მე პირადად ახლა ვსწავლობ საკუთარ თავში ჩაღრმავებას და ამით ასე ვთქვათ გაერთიანებას ერთში, შენ კი ჰობი გქონია ეს. შემიძლია გულწრფელად მოგილოცო.
QUOTE | რათ გინდა რომ იმოქმედო საზოგადოებისთვის მოსაწონად?
არ მიმიღებს სხვანაირად საზოგადოება საკუთარ წევრად, სიცოცხლე კი ეს საზოგადოებრივი ურთიერთობებია. |
ანუ იმას მიიღებს ვინც რეალურად არ ხარ და შენ ნამდვილ მეს არ მიიღებს? აი ამაში აბსოლუტურად არ გეთანხმები, მეტიც შენ ის ხარ ვინც ხარ და ის რომ არ მიგიღებს რეალურს და მიგიღებს "მსახიობს" ეს ძალიან მაგრად უნდა გეკიდოს მეგობარო. გულწრფელობა არის გასაღები საკუთარ თავთან და გარშემო ხალხთან ურთიერთობაში. თუ ადამიანი ცნობიერებაზე მუშაობს მას გულწრფელი ურთიერთობები იზიდავს, მაგრამ თუ მაინტერესებს სხვისი გამოყენება და რაღაცეების მოპოვება ნებისმიერი ხერხით, მანდ მაგრად კიდია ადამიანს გულწრფელი იქნება თუ მსახიობი.
QUOTE | მაგრამ თქვენ რას მირჩევთ ამ "აქტიურობის" გარდა როგორ დავუბრუნდე საზოგადოებისათვის მისაღებ მოქმედებებსა და საქციელებს? ან რას ფიქრობთ ნორმალურია ეს მანია სიმშვიდისა და დუმილისა, რომელიც ისე მსიამოვნებს, როგორც მწყურვალს წყალი? |
ჯერ ერთი რა არის საზოგადოება, ამაზე დაფიქრდი, შედგება ისეთივე ინდივიდებისგან როგორიც შენ ხარ, ზოგს მღვდელი მოსწონს ზოგს მღვდლის ცოლიო. მერე მეორე შენ ვერასდროს ვერ იქნები ყველას მოსაწონი, აგერ იესო ქრისტე, ადამიანი რომელიც სიყვარულს ქადაგებდა ჯვარზე ვაცვით და შენ ფიქრობ დღეს ბევრად მაღალ ცნობიერებაზეა ხალხი? ისე გაგწირავს ბევრი არც დაფიქრდება. მე პირადად როგორც კი ხელოვნურს ვხედავ ადამიანში ეგრევე მეკარგება ურთიერთობის სურვილი. შენ იყავი საკუთარ თავთან გულწრფელი, შესაბამისად ყველასთან და მერწმუნე ამგაზე სწორი არ არსებობს. ტყუილი ანუ ის რომ შენ აპირებ ვიღაცის გამო შეცვლას არის გზა ჩიხისკენ.
|