+1 ოღონდ მე ვამსხვრევ იმას, რაც სინამდვილეში ყალბია. უფრო სწორად, მე კი არ ვმახსვრევე, პროცესი ამსხვრევს, ბუნებრივად.
რაც რჩება ის არის ნამდვილი მხოლოდ და თუ არაფერი და არავინ რჩება, ე.ი. შენი სინამდვილეც ეგაა.
მე ნელ-ნელა უფრო ვხვდები ამას, რაც წლები თურმე მემეთხვეოდა და ნელ-ნელა უფრო მომწონს, ვგრძნობ მომწიფებას.
ყველაფერი, ყველაფერი რაც შეიძინე ან მოგაჩეჩეს იმსხვრევა, სკდება, როგორც სარკე და ამ სარკის სკაფანდრს მიღმა შენ იბადები, თუ მსხვრევისას სარკეები დაგკაწრავს, ეს კიდევ უფრო შეგამტებს ხიბლს.
ოღონდ და ძალიან ოღონდ, საკუთარი სურვილები, შინაგანი ხმა, ჩვენი არახორციელი ხმა ძალიან ჩუმი, უპრეტენზიოა და რთულია გავიგოთ ან არ აგვერიოს ცრუპენტელა-მეში, ამის გამორკვევა მუდმივი პროცესია ცნობიერებაში.
მეთანხმები?
მოკლედ, ისღა დაგრჩენია დატკბე ცხოვრებით, სხვა გამოსავალი უბრალოდ არა გვაქვს ადამიანებს.
და კიდევ, ძალიან მინდა არასოდეს აგერიოს გულისხმა ტვინისხმაში.

რათა შემდეგ ტვინის ხმობის შეუქცევადი პროცესი არ დაგეწყოს
This post has been edited by ESTRELLA on 15 Oct 2015, 15:19