რო დაუკვირდე 99% არის რომელიღაც პატერნის. ამიტომ ყველა კარგ ღადაობას რო მოისმენ ეცადე დაიმახსოვრო და ზოგადი პატერნი დაიჭირო.
ერთ ნაცნობია კაი მოღადავედ ითვლება არადა ერთადერთი პატერნი აქვს - ჰიპერბოლა. ეს ნიშნავს რო აზვიადებს ძალიან თუნდაც მცირეოდენ უცნაურ ფაქტს. ცოტა სიცილიც დაამატე და ვსო ეგაა. ოღონდ მსმენელსაც გააჩნია და რა ობიექტს აირჩევ ჰიპერბოლის საგნად მაგასაც მნიშვნელობა აქვს. ობიექტი მაქსიმალურად დაუკავშირებელი უნდა იყოს. მსმენელი კი შენი დონე ან ამ ხუმრობის დონე.
თუ არ გაამართლა უბრალოდ მეორედ აღარ იტყვი და ვსო.
მაგალითად, ვიღაც ამბობს
- აუ ეს ნახე რა მაგარი გოგოა. ოღონდ ცოტა კისერი აქვს განიერი.
ის შეხედავს და იტყვის.
- ეუფ ეს რა არის ყელია თუ კანალიზაციის მილი.
ნუ ეს კარგი არ გამომივიდა

. ცოტა კრეატივიც უნდა კი

. ახლა ეს ნაძალადევად მოვიფიქრე კონკრეტულ მომენტში უფრო მარტივია

კიდე ბევრი პატერნია. ეს ყველაზე მარტივია (დასანახად).
კიდე მაფიქრდება punchline რო ყირამალა ატრიალებს ყველაფერს მოყოლილს. სულ რომ არ იყოს სასაცილო შინაარსობრივად ცოტა მაინც გეღიმება. "მე რავი ვინ მოჯვა" ამ ანეგდოშია ეგ გამოყენებული.
კიდე არის რევერსიის პატერნი (ჩემო მოგონილი სახელებია

). ამ პატერნში მთავარი მსახიობი ამბობს ისეთ რამეს რასაც ჩვეულებრივი ადამიანი არასდროს იტყვის იმიტომ რომ ალოგიკურია. ოღონდ ასეთ დროს რათქმაუნდა საჭიროა კონტექსტი. თუ ანიგდოტია მაშინ მსახიობის დეტალური აღწერა. ამის მაგალითია აიფონის მფლობელი რო იტყვის ნეტა მენჯის ძვალი გამტყდომოდაო

.
ანუ რა უნდა დავიმახსოვროთ ამ პოსტიდან არის ის რო პატერნები დაიჭირო და ისწავლო (ისევე როგორც სხვა რამეებს სწავლობ. აი დავალებები აკეთო და რამე. დაჟე მერე წიგნი გააკეთე ამაზე და ღადაობების გოლიცინსკი იქნები) და ყოველ სიტუაციას ლაითად შეხედო და სულ იფიქრო რამე ღადაობის მოფიქრება. რამდენჯერაც ვცადე მე გამომივიდა (ის ზედა არ ითვლება კონტექსტი არ იყო

). თორე თავისით რო მოდის ხუმრობები ტალანტია უკვე ეგ და იშვიათია.
ხო მოულოდნელობის ეფექტი კიდე მაგრად შველის კიდე.
და ხო უსათაუროში გატარებული ორი სამი კვირა კარგი იქნება

ოღონდ ჯერ ბეისიკ თეორიები უნდა გაიარო ჯერ იქ სულ სხვა დონეა
This post has been edited by Dixtosa on 4 Jan 2016, 22:20