ჩვენ და თქვენ (ანუ უკეთ რომ გაგვიგოთ) ბევრს ვსაუბრობთ იმის გარდა რაც გვინდა რომ რელაურად ვილაპარაკოთ?
ან იქნებ მე მგონია მასე და თქვენ სულაც არ გინდათ უაზრო სიტყვების რახარუხი?!
აი , მე რომ გიყვებით ხოლმე რაღაცებს, ვგძნობ რომ ვალდებულების გამო მისმენთ და იცინით,
მაგრამ მე მიყვარს თქვენი სიცილი..
ალბათ მეხმარებით მიზნის მისაღწევად და თან ისე რომ თქვენ ვერ იაზრებთ და ვერც ვერასოდეს გაიგებთ,
რა მინდოდა მე თქვენგან .. გგონიათ ალბათ ვერ ვხვდები რას რატომ ან რისთვის აკეთებთ?
ვხვდები მაგრამ ეს ჩემთვის ნაკებლად მნიშვნელოვანია . მე თქვენ გიყენებთ ჩემს დასაღუპად ..
მოგპარავთ ყველაზე კარგ ემოციებს ჩემს ემოციებს გავუნაწილებ და მერე ნელნელა ერთად გავქრებით.
ერთ თვეზე ნაკლები დამრჩა ან იქნებ თქვენ დაგრჩათ ერთი თვე ჩემთვის?
არავის არ ვადანაშაულებ ამ მიზნამდე , რომ მივედი ..
ერთი პერიოდი ვფიქრობდი რომ ყველას ბრალი იყო..
მართმევდით სასიცოცხლო ენერგიას, მერე ბრუნდებოდით მაძღარი სახით და ჩემით იწყებდით სუნთქვას.
მაგრამ არა. თქვენი ბრალი არ არის. ამის უფლებას მეთვითონ გაძლევდით..
მინდოდა რომ ბედნიერები ყოფილიყავით, რაღაც პერიოდი მეც ვბედნიერობდით თქვენით ,
შემდეგ ისევ ვიფიტებოდი ..
კი მე უბედური ადამიანი ვარ , რომლიც ფიქრობს რომ ბედნიერება არსებობს მაგრამ არა აქ და არა თქვენს გარშემო ..
ბედნიერება სიმარტივეშია თქვენი კი ყველაფერს ართულებთ
თქვენ აღარ გაგაჩნიათ ის ემოციები და შეგრძნებები რაც მე მჭირდება ბედნიერებისთვის .
ან თქვენ რა შუაში ხართ , რატომ ამოგიჩემეთ ?
არაფერი აღარ მახსოვს , არ მახსოვს ვინ ვარ , რა გავხდი , რატომ ვარ .. დაკარგული ვარ.
თქვენც დაკარგულები ხართ ,
მაგრამ შეგიძლიათ რაღაც პატარა პლანეტაზე თქვენი სამყოფი სხივები დაიჭიროთ დახელიდან აღარ გაუშვათ ..
აი მე კი ყველა დავიჭირე და უკვე გავუშვი კიდეც...
არ ვიცი შენ როგორი იქნებოდი , მაგრამ რაც დრო გადის უფრო მაინტერესებს ,
როგორი შეიძლებოდა ყოფილიყავი . ისევ ჩემთან ხარ და აქ იარსებებ სულ , ახლაც გგრძნობ მე არ ვარ ერთი ,
ეს მე და შენ ვართ .
ჩემი ნაწილი შენ ,მალე მესამე ჩვენ იქნება და მერე სამივე ვიცხოვრებთ ერთად .
ჩვენ შევძლებთ ის ბედნიერება ვიპოვეთ რაც აქ დავკარგეთ...
This post has been edited by blowers daughter on 2 Dec 2016, 01:19