საინტერესო იყო, ადვოკატი გამოვედი - INFJ-A

რაღაც გამახსენა ამ ტესტმა და მისმა შედეგებმა.
წლების წინ, 2000-იანების დასაწყისში, ინტერნეტი კომუნიკაცია ძალიან უცხო, იშვიათი და საშინლად საინტერესო რამ იყო

კომუნიკაცის საშალებებიც პრიმიტიული იყო და ინტერნეტი მთლად უარესი. ICQ იყო ასეთი მესენჯერი სრულიად უცხო ხოლხს ირჩევიდა და ეკონტაქტებოდი მსფლიოს სახადასხვა წერტილში. ერთ მოსკოველ გოგოსთან მქონდა ინტესიური კომინიკაცია (არა, ნატაშა არ ერქვა

).
საინტერესო იყო, სხვადასხვა თემებზე ვსაუბრობდით გულახდილად. ერთხელ რაღაც თემაზე საუბრისას ვუთხარი რომ ადამიანები მიყვარს მეთქი, და იმან მიპასუხა - კი გიყვარს ოღონდ ისე, როგორც პავლოვს საკუთარი ძაღლებიო

არ მესიამოვნა, ვფიქრობდი რა შემატყო სამაგისო მეთქი.
არასდოს გამოცდები და ცდები არ მომიწყვია ადამინებისთვის, ახლაც ასე ვთვლი, რომ ხელოვნრად შექმნილი სიტუაციები არც არის საჭირო, რეალურ ცხოვრებას თავისი სიუჟეტებიც უამრავი და უკეთესი აქვს იმისათვის, რომ ნებისმიერი ადამიანის ბუნება დაგანახოს (პირველ რიგში საკითარი თავის). ჰო და ამეების ახსნას ვცილობდი ამ გოგოსთვის, გამოვსცხვე დიდ-დიდი ტექსტები .... რაფერი მიპასუხა, ღიმილაკების გარდა.
მერე, დრო რომ გავიდა და აღარც ეს გოგო იყო ჩემს ცხოვებაში, თადნდათან აღმოვაჩინა საკთარ თავში ეს რაღაც სხვა განზომილება, თითქოს დამკვრვებელი. რაც გინდ ემოცინალურად და მენტალურად ჩართული ვიყო სიტუაციაში, ცხოვრებისეულ სიუჟეტში, თითქოს ვიღაც კიდევ დგას ჩემს გვედით და ამ ყველაფერს ცივი გონებით და დიდი ინტერესით აკვირდება. და ეგეც მე ვარ.
ახლა რომ ვაცნობიერებ, ბევრი კრიზისული ისტუაცია ცხოვრებაში სოწორეს ამ "დამკვირვებლის" წყალობით გადამიტანია

ICQ-დან როგორ აღმომიჩინა მაშინ. ნეტა.