ძალიან კი ვეცადე, მაგრამ ეს სამსახური ეწინააღმდეგება ჩემს თერაპიას.
ჩემს სამსახურში, რაც არ უნდა ოპტიმისტური შემართებით მიხვიდე, მაინც მოახერხებენ განწყობის გაფუჭებას.
მოკლედ, დღეს კიარადა, მესამე დღეა უკვე, სამსახურში ძალიან დამღალეს.
გუშინ 4 საათი მეძინა, დღეს 6. ქუჩაში, ვარადუდით მოვდიოდი, ისე მეძინებოდა.
ახლაც, თვალები მეხუჭება.
თვის ბოლოს, ისედაც ხომ საგიჟეთია, მაგრამ ახლა, განსაკუთრებულად.
ორშაბათს, გავიგე, რომ 2 ახალი პროექტი დამემატა და უკვე 7 პროექტი მექნება, იქიდან, 2 ურთულესი.
გამოცდილი მენეჯერი, რომელმაც 6 წელი, ათენა და აღამა, 100-მდე პროექტი ჩააბარა წარმატებით,
სხვა განყოფილებაში გადაიყვანეს (რეალურად, ჩამოალაბორანტეს),
ოფიციალური მიზეზით- ახლებს (ანუ მე) უნდა მისცეს ზრდის და განვითარების საშუალება.
კულვარული ინფორმაციით კი- ,,ძალიან ძვირს" ითხოვდა.
არადა, ვმეგობრობდი ამ ქალთან, ყოველთვის მეხმარებოდა, მიხსნიდა, მეწყინა მისი ,,გადაყვანა".
სამშაბათს, გავიგე, რომ კიდევ, 1 პროექტზე პასუხისმგებლობა, მე მაკისრია. მაგრამ ჯერ არ ვიცი ამის შესახებ.
არ ვიცი, იმ მარტივი მიზეზით, რომ ყოველ პროექტზე, ჩემს ხელფასს, შესაბამისი ბონუსი ემატება.
ანუ მთელი თვეა, ჩემს გარდა ყველამ იცის, რომ იმ კონკრეტული პროექტის მენეჯერი მე ვარ,
მაგრამ მე არ ვიცი. ვიცი, რომ იმ გამოცდილ ქალს ვეხმარები და ვსწავლობ

კუთვნილ ბონუსს კი არც იმ ქალს უხდიან და არც მე.
რადგან ის - ,,ასწავლიდა" და მე - ,,ვსწავლოდბი".
დღეს, ნახევარი დღე იმეილების წერას მოვანდომე.
7-ივე პროექტის წარმომადგენელს გავახსენდი და ზოგი რას ითხოვდა და ზოგი რას.
მეორე ნახევარი კი, იმ ორი ახალი პროექტის დაწყებაზე ვმუშაობდი,
თუმცა, ბოლოში ვერ გავედი. რადგან, დამატებით, მესამე პროექტის ხარჯების დათვლა მთხოვეს და სამუშაო სახლში უნდა დავასრულო.
დავიღალე და კიდევ, უფრო მეტად, მღლის ის ფაქტი, რომ დღეს, საღამოსაც, სამსახურის საქმეები უნდა ვაკეთო.
წამოსვლას ვაპირებ, ერთი, საინტერესო, ორგანიზაციიდან ველოდები გასაუბრებაზე დაბარებას.
თუმცა, ჯერ არ მირეკავენ

ვეღარ ვითმენ, უკვე.
პლუს, მეორე დღეა ველოდები ხელფასის დარიცხვას და აგვიანებენ.
მაინტერესებს, ბონუსი როგორ დამითვალეს...
ამ თვის ხელფასზეა დამოკიდებული, ახლავე წამოვალ, თუ ორი თვე, კიდევ, გავჩერდები.
დღეს, ისე გამაბრაზეს მინდა, რომ ხელფასი დამაკლონ და კარის გამოჯახუნებით წამოვიდე სამსახურიდან
აღარ მინდა, მათი ,,ზრდა და განვითარება"