მომენატრა ნორმალური სამსახური.
აი, დილით რომ გაიღვიძებ და გიხარია, სამსახურში წასვლა.
როცა იცი, რომ სამსახურში საინტერესო ადამიანები დაგხვდებიან.
შეიძლება დაძაბული დღე გქონდეს, მაგრამ უფროსი კრუასანიან ყავას მოგიტანს
და იტყვის, რომ არაუშავს, ყველაფერს მოვასწრებთ, იმიტომ, რომ შეგვიძლია.
მომენატრა ნორმირებული სამუშაო გრაფიკი. აი, 10-დან 6საათამდე.
თანამშრომლები, რომლებთან ერთად, შეგიძლია აღნიშნო პროექტის წარმატებით დასრულება.
უფროსი, რომელიც მართალია, ზოგჯერ ტვინს ჭამს, მაგრამ როცა საჭიროა, იცის შენი ფასი. :კრუასანები:
ის მომენტი, როცა სამსახურში, ცხოვრებაზე წუწუნებ და სახლში, სამსახურის საქმეებზე.
ეროვნული ვალუტის გაუფასურება, რომ არ გიხარია, იმიტომ რომ ხელფასს ლარში იღებ
დღეში, მინიმუმ ათ თანამშრომელთან, რომ გიწევს ურთიერთობა
და ყველა მათგანი, თავისებურად, რომ უბერავს. შენ კი, მათზე დაკვირვებით, ერთობი.
დიდიხნის წინ, შერჩეული წიგნის წაკითხვას ან ფილმის ყურებას, რომ ვერ ახერხებ და სამსახურს აბრალებ.
ბოდიშის მოხდა, რომ არ გიწევს იმის გამო, რომ ლონდონში მყოფმა, ვინმე ენიმ, რაღაც არასწორედ მისწერა, რუსეთში მყოფ საშას და ეს საშა, ენის შეცდომაზე, პასუხს შენ რომ გთხოვს.
მოკლედ, მომენატრა ნორმალური სამსახური,
მაპატიეთ, სენტიმენტები შემომაწვა.