VAN-WEGAმეტყველებს იმაზე, რომ ადამიანი უყურადღებოა.
აგრეთვე, სწორედ დაწერეს, ზემოთ. კულინარიისადმი ინტერესი არ აქვს.
სავარაუდოა, რომ საჭმლის კეთება არ უყვარს და მხოლოდ, მოვალეობის მოხდის მიზნით აკეთებს.
გამოსავალი, ჩემი აზრით, იმაშია, რომ როცა სხვისი გაკეთებული საჭმელი არ მოგწონს, უნდა ადგე და გაიკეთო
DestroYer2ზოგადად, ყველაზე კარგად, ის პერიოდი გამახსოვრდება, რომელიც დატვირთული იყო ემოციებით, სიახლეებით.
ჩემი აზრით, სკოლის პერიოდი, უკეთესად იმიტომ გამახსოვრდება, რომ იქ უფრო მეტი სიახლეა, ყველაფერი ახალია, ადამიანები, მათთან ურთიერთობა, სხვადასხვა სიტუაციები.
სკოლაში ბევრ ახალს სწავლობ, თან უფრო მეტად განიცდი იმას, რასაც დღეს შეიძლება ყურადღება, საერთოდ, არ მიაქციო.
ბავშვობაში უფრო მძაფრად აღიქვამ რეალობას, რადგან ეცნობი მას, მერე კი რაც დრო გადის ეს ყველაფერი ჩვეული ხდება.
გონება ეჩვევა და მხოლოდ იმის დამახსოვრებაზე ხდება ორიენტირებლი, რასაც დიდ მნიშვნელობას მიანიჭებს.
დროისადმი დამოკიდებულებაც გასათვალისწინებელია. მაგალითად, როცა მთელი დღის განამავლობაში ბევრი საქმის გაკეთება გიწევთ, მაშინ არ გაქვთ შეგრძნება, რომ დღე ძალიან ნელა გადის ან რომ, დღის ბოლოს, ძალიან გრძელი დღე იყო? ხოლო, როცა მთელი დღეს სახლში ხართ, არ გაქვთ შეგრძნება, რომ დღემ გაიფრინა?