როგორია ადამიანის ბუნება?!
ზოგჯერ ადამიანმა შეიძლება ცუდი მომენტი ან ცუდი სიტუაცია თვალის დახამხამებაში ისე გადააქციოს ბედნიერ წუთებად, რომ იმის გარკვევაც ვერ მოასწროს რა მოხდა, მაგრამ ადამიანი ისეთი უცნაური არსებაა მისგან არაფერია გასაკვირი, ზოგჯერ მხიარულია, ზოგჯერ მოწყენილი, ზოგჯერ ხუმარაა, ზოგჯერ სერიოზული, ზოგჯერ ცეცხლივით დაგწვავს, ზოგჯერ ყინვასავით დაგადნობს, ზოგჯერ ხელში დანას აიღებს და გულს გაგიჭრის, ზოგჯერ ამავე ხელით ნემსს და ძაფს აიღებს და გულს მოგიკერავს, ეცდება ადრინდელივით გაგიმთელოს, მაგრამ ამას ვერ შეძლებს.
არ შეიძლება ადამიანი მოგბეზრდეს და მიატოვო, შემდეგ გინდოდეს დაიბრუნო და ისევ დაბრუნდე მასთან, ეს დიდი უსამართლობაა, არა მარტო იმისთვის ვისაც ასეთ საშინელებას უკეთებ,არამედ შენი ახლობლებისთვის და ნათესავებისთვისაც, შეიძლება ადამიანს ძალიან მძიმე ფიზიკური ზიანი მიაყენო, მაგრამ ეს არაფერია სულ პატარა, მაგრამ განუკურნებელ სულიერ ზიანთან შედარებით, ფიზიკური ზიანი მალე განიკურნება, მაგრამ სულიერი ზიანი არა, ის დაგრჩება თითქმის მთელი ცხოვრება, ისიც ადამიანზეა დამოკიდებული, შეძლებს თუ არა ამის დავიწყებას? ეს გასარკვევია, და აი ასეთია ადამიანის ბუნება.
გასაკვირი ხომ არაფერია,
სიურპრიზები მოსალოდნელია,
მაგრამ როდესაც სიურპრიზი შენ ხარ,
მაშინ ზღაპარიც სინამდვილეა,
მაშინ როდესაც შენი თვალები
ახალ ამოსულ მზესავით ბრწყინავს,
მაშინ როდესაც თვალები შენი
წკრიალებს როგორც წყარო ანკარა,
იმ დროს და იმ წამს ფიქრობ, რომ
ნეტავ: ახლა დრო შეწყდეს და ასე იყოს,
მაგრამ ცხოვრება, ხომ სიურპრიზია
არავინ იცის სად რა მოხდება,
არავინ იცის ვის რა მოუვა,
არავინ იცის როგონ მოხდება,
ვერავინ ფიქრობს რა იქნებოდა ,
ყველაფერი ხომ უფლის ნებაა
ისე მოხდება როგორც მას უნდა.
მიმაგრებული ფაილი ( Number of downloads: 22 )
_____________________________________.docx