
სხვისი სუნამოს სუნი, შენს თმაზე გადმოსული და საკუთარი, რომელიც სიამოვნებით გადაიფარა. მას ყოველთვის მოსწონდა, როდესაც სხვაში აირეოდა.
ისევ სიზმრები, რომელნიც შიგან არიან, ვითარცა სოფელი.

რამდენი ირაციონალური მოტივები, გონების თამაშები და მისთანანი გვამოძრავებენ
ადამიანებს. და რა მერე? არაფერი. ეს ბუნებრივობაა ადამიანად ყოფნის.
უსასრულო და ამოუწურავი საბადოს აღმოჩენას გავს, გაცნობიერება, რომ შენ ხარ ორგანული ნაწილი მათი ანუ ჩვენი.
მე არ მსურს დავწერო ან ვთქვა ის, რაც გავიგე, ვერ ვხვდები რატომ უნდა გავაკეთო ეს? არც ისე მესმის მეორე ადამიანის დახმარება, როგორც ეს მიღებულია.
დანამდვილებით მხოლოდ ის მესმის, თუ რა მსურს გავცე და რა მსურს მივიღო...! --> მე მივალ და ავიღებ ისე, როგორც ეს მნებავს. ეს ჩემი ძალა და უფლებაა.
ასევე ის, თუ რად მსურს განვხორციელდე და ამან მომიტანა დილის სიცხადე, დადგა მიწა და გაიდგა ფესვი.
ისიც დანამდვილებით ვიცი, რომ, უპირობოდ და გაცნობიერებულად, თქვენს, თუნდაც ყველაზე სულელურ აზრს,
ვცემ პატივს და ვდგები იმ კუთხეში, საიდანაც თქვენ ასე ხედავთ.
რატომ. კიდევ ბევრ რამეს ვგრძნობ.... და მაინც ესენი აღინიშნა ამ დილით?
ჰო, სხვისი სუნამოს სურნელი შენს თმაზე დროებითია, მომდევნო დღეს თმა იშორებს მას და ნაცნობ, საკუთარ სუნამოს სუნს აფრქვევს -->
--> მშვენიერი, პატარა და თვალსაჩინო ანალოგიაა სამყაროს კანონზომიერების ერთ-ერთი ასექტისა.
და მაინც, თმა ინახავს ცოდნას ამ სურნელზე, საკმარისია შენს მდინარეზე გაწვეს ახალი თამბაქოსებრი, მსუყე ნისლი, რომ... რომ... რომ....... რა რომ, აბა?
თყ გნებავს დაასრულე თავად, მე მეზედმეტება აქ სიტყვები ან შესაფერისის პოვნა, როგორც ყოველთვის, მიჭირს.