ჩემი გარკვეული თვისებების გაშიფვრის მშვენიერი ცდაა, მაგრამ საქმე ისაა რომ ვერც შენ დაამტკიცებ რომ მართალი ხარ და ვერც მე დავამტკიცებ რომ ცდები))) ამიტომაც ყველანაირ შეფასებას ვისმენ ხოლმე, ეს სრულ ხედვას მაძლევს ჩემს ეგოზე და ბოლო-ბოლო კარგად მახალისებს ამავდროულად)))
პროფესიაზე ასე ნუ ჩაიციკლები, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ რომ როგორც მეხანძრე სახლში უბრალოდ ლადოა ან ჯუმბერი, ასევეა ქეთიც. არასამსახურის გარემოში ის ფსიქოლოგი კი არა, უბრალოდ ქეთია))
https://katietelia.sarahah.com/კიდევ რა ინფოთი გამახარებდი?^^
* * *
რა უცნაურია, ეგეთი რამე ჩემთვის არასდროს არავის უთქვამს.
დედამიწის ზურგზე არ დადის ადამიანი, რომლისთვისაც მე პირველად რამე ცუდი გამიკეთებია და ამით ძალიან ვამაყობ. ჩემი აზრით, სიკეთე არჩევანია. ჩემი არჩევნით კმაყოფილი ვარ
* * *
აი, ეს უკვე კონკრეტიკაა რაზეც მართლაც შემიძლია გედავო))) არა, მტკივნეული განშორება არ მქონია (ისეთს ვგულისხმობ რაც შენ იგულისხმე, თორემ განშორების დროს ადეკვატური ვარ და სალტოს ნაღდად არ ვაკეთებ ბედნიერებისგან)) ). აქ შეცდი.
მართვა პირობითია და ამაზე არ შეგედავები, დიდებული სუბიექტურობა არ მომცემს მაგის ნებას და თანაც გეთანხმები იმ მექანიზმში, რომ ვისაც ეგო აქვს გამოკვეთილი ის ადვილი საკვები და სამართავია.
მაგრამ დანარჩენზე კარტებს არ გავხსნი)) აქ ის დეტალები ცვლიან პორტრეტს რაზეც წინა წერილში მითხარი ზედმეტად აკვირდები დეტალებსო.
გარდა ამისა, ემპათიაა ის რაზეც შენ საუბრობ და ემოციური გამონათებებიც ხშირად ზუსტად იმ ტიპებს აქვთ ვინც ავადმყოფურად აკონტროლებდნენ სენსიტიურობას.
და ხო, რაც მთავარია, ახლა სარკე მოვატრიალოთ შენკენ - მამაკაცი, რომელიც ანონიმურად მებაასება ჩემი ხასიათის ე.წ. ნაკლოვანებებზე და კმაყოფილებისგან მისი ეგო ნამდვილად ლივლივებს))) რა მოგწონს, რომ მკბენ თუ რომ მეთამაშები ასე?))))