კორპუსის გვერდით სათამაშოების დიიიიიიიიდი მაღაზიაა
სადაც მე და ის ვხვდებოდით ხოლმე

გვერდით სკოლაა
იქვე სკოლის ეზოში ეკლესია, და დიდი საფეხბურთო მოედანი...
უკეთეს ადგილს ვერ ინატრებდა კაცი განმარტოვებისთვის. გებღავლა ბავშივით სანამ ცრემლის ტომრებს არ დაცლიდი, ისე რომ არავის არ დაენახე.
შემოდგომის ტიპიური დღე იყო, მზე თან გათბობს და თან ცივი ქარი არ გაძლევს მოდუნების საშუალებას.
დავდიოდი მოედანზე აქეთ იქეთ, მონატრებისგან დასველებული თვალებით , ეპიზოდებად ვიხსენებდი მისი თითებს. როგორ მიყვარდა მათი შეხება და კოცნა. მის ბავშურ სიცილს.
მის ხმას, და საუბრის მანერას, ხანდახან ბავშვის ხმით რომ მკითხვადა "ეს გინდა"? (ამ დროს ვხვდებოდი როგორ ძლიერად მიყავრდა ხოლმე)
ვფიქრობდი და ვნანობდი ყველა იმ საქციელს რითაც საბაბი მივეცი წასულიყო. ვფიქრობდი თუ რა მძიმეა გზა, რომელზეც დგახარ და რომელზეც არავინ გყავს, ვისთანაც ამხელა ტკივილზე ილაპარაკებდი. ვისაც დღეს მომხდარს გაუზიარებდი, რადგან მარტო ხარ. ამდენად ახლო მეგობრები - არა, იმიტომ რომ ჩამოსაშორებელი ჩამოვიშორე ხოლო ის კი ვინც საუკეთესო მყავდა, უღალატო, ერთგული და უტყუარი, ცხოვრებამ ჩამომაშორა და ახლა მფარველ ანგელოზად მიზის მხარზე. ხოლო ვინც დარჩა, იმათთან არ ღირს...
ვფიქრობდი, რომ არა მე არ ვარ სუსტი, ამს რომ უძლებ, რაღა სისუსტე? მომენტებში ყველა მოვიკოჭლებთ ხოლმე.
ფიქრობ რომ მარტო ხარ და ამ დროს ცუგა მოვიდა. ლამაზი იყო, პატარა ტანის, ეტყობოდა დიდი ჯიშისა და "ტაქსას" ნაჯვარი იყო.
კრემისფერი ბეწვით, გეგონება იცინოდა . აშკარად ქუჩის, ან ახალი მიტოვებული. თითქოს ყველა ამ აზრმა გამიარა უცებ გონებაში და აკანკალებული ხმით დავუძახე მოდი აქ "ჩემნაირო" მეთქი, მოვიდა. მოფერებას და სითბოს მონატრებულს მოვეფერე და თითქოს მთელი ჩემი "მისდამი" მონატრება ამ მოფერებში ჩავდე. ნეტავ როგორ უძლებენ მიტოვებას და ამასთანავე შეუძლიათ იძლეოდნენ ამდენ დადებით ენერგიას?
ბევრი ველაპარაკეთ და ვეფერეთ ერთმანეთს მე და ცუგამ, დამშვიდობების ჯერიც დადგა მაგრამ ვერანაირად ვერ მოვახერხე ის რომ თავისით წასულიყო. ნაგვის ურნასთანაც კი მივედი, იქნებ ყურადღება გადაიტანოს და გავეპარო მეთქი.
ცოტა ხნით გაჭრა ამ ცდამ, გავიარე 300 მეტრამდე, თვალს მოვეფარე, ტან სინდისიც მქინჯნიდა სიმართლე რომ ვთქვა. მე ვინც ცოტა ხნის წინ განგებას "მის" დაბრუნებას ვთხოვდი, და მიტოვებისგან გამოწყვეული დარდი მატირებდა, ჩემზე შეჩვეულ სულიერის ასე მიტოვებას ვცდილობდი.
ამ ფიქრებში გართულმა მივიხედე უკან და ვხედავ, თავქუდმოგლეჯილი მორბის

)
აბა ეხლა მე მისი მიმტოვებელი ვიყავი?

ვიბოდიალეთ ერთად მოედანზე კიდევ ცოტა ხნით და მერე, ცუგასაც მოვბეზრდი და ისიც წავიდა

ბოლოს მაინც უპასუხოდ დარჩა კითხვა რომელიც მაწუხებდა.
რატომ ვაქცევთ ზურგს ასეთ ძლიერ სიყვარულს ადამიანები.
რა გარანტია გავქვს რომ ისევ ვიპოვით, ან როდის?!
This post has been edited by benito- on 18 Oct 2017, 15:23
Люди не меняются, они лишь на время играют нужную роль, ради своих интересов.
ნუ უყიდით ბავშვებს, სათამაშო იარაღებს!!!
როცა წერთ ცოტა ტვინი დააყოლეთ, კლავიატურა თქვენი მონაა და ისეთ რამეს ნუ დაწერთ კლავიატურის მონები გახდეთ © შაბეშა
Still loving you...