ზოგადად ეგ კარადა ძალიან ძველია გამოსაცვლელია. დროებით გვაქვს ისევ სანამ გამოვცვლით
თან იმხელა ადგილს იკავებს ოთახში ჩემების ადგილას მე არ ვიყიდიდი
მარა ადრე თავის დროზე მაგარ მოდაში იყო ესეთი კარადები
მე საერთოდ არ მელამაზება
წიგნებს ვიღა კითხულობს და მე
ინტერნეტში წიგნის კითხვას ვერ ვიტან .
თუ წიგნი ხელში არ მიჭირავს და ფურცლებს არ ვეხები ფურცლის სუნს ვერ ვიგებ და ა.შ ისე არ მიყვარს
ჩემ გემოზე ვიყიდი კარადას უახლოეს მომავალში და დავდებ ჩემ სათამაშოებსაც და ისეთ წიგნებსაც რაც მართლა კარგია
ესე ძალიან რო აღარ იყოს თარო გადაჭედილი. რაც შედარებით არ იყო ისეთი წიგნი როგორიც უნდა იყოს იმათ შევინახავ.
ჩემი აზრით ყველა ოჯახს უნდა ქონდეს სახლში წიგნების ბიბლიოთეკა
მიუხედავად იმისა ინტერნეტის ერაა ეხლა და ინტერნეტში შეუძლია ადამიანს რაც უნდა ის ნახოს წიგნი უნდა იყოს სახლში .
პატარა კუთხე მაინც უნდა ქონდეს ოთახში დათმობილი მაინც წიგნებს დიდი თუ არა.
მარა მე ვფიქრობ რაც უფრო დიდი კუთხე ექნება წიგნებს დათმობილი სახლში და რაც უფრო დიდი ბიბლიოთეკა გექნება მით უკეთესი.
მაგრამ არ მიყვარს მარტო ფორმათ რო უდევთ წიგნები ინტერიერისთვის და არცერთი არ აქვთ წაკითხული.
მახსოვს მთელი ბავშვობა მეზობლებს ვთხოვდი იმ წიგნებს რაც მაინტერესებდა ხოლმე წასაკითხად.
და როცა ვხედავდი სხვას რა მაგარი ბიბლიოთეკა ქონდა სახლში ნაირ ნაირი წიგნები ყველს თემატიკის იქ მინდოდა სულ ყოფნა რო სულ ყველა წამეკითხა რაც ქონდა იმიტო რო ბავშვობიდან მიყვარს ძალიან კითხვა.
სკოლაშიც კლასგარეშე საკითხავებსაც რო გვაძლევდნენ ზაფხულისთვის ყველაზე მეტად ეგ მიხაროდა რო არდადაგებზე ბევრ რაღაცას წავიკითხავდი სოფელში რო წავიდოდი დასასვენებლად. და მერე მასწავლებელი რო მკითხავდა რა წავიკითხე მოვუყვებოდი
მე არ მქონდა დიდი ბიბლიოთეკა ჰოდა ნელნელა ვამატებ წიგნებს რო მქონდეს მართლა ისეთი ბიბლიოთეკა როგორიც მე მინდა
This post has been edited by Qetucha on 5 Feb 2020, 11:46