აუ ეს უნდა დავწერო...
სხვა დროს მოთხრობასაც კი დავწერდი... რაღაცეებს გადავაკეთებდი და გადმოვაკეთებდი...
მარა ორიგინალი მომწონს...
მოკლედ ბუკიას ბაღთან ვარ, თბილი კურტკა მაცვია და გიტარა მაქვს მოკიდული... რატო არ ვიცი...
ვიღაც ბავშვმა გაიარა ჩამოსასხმელ ნაყინს ჭამდა და მეც მომინდა... წავედი და ვიყიდე... დავჯექი სკამზე და ვჭამ...
ვცდილობ დრო გავიყვანო... თითქოს რაღაცას ველოდები... დრო კიდე ბევრია იქამდე...
ნაყინი შევჭამე და ეხლა ვფიქრობ რა ვქნა... მერე მახსენდება რომ პეკინზე რაღაც დიდი სავაჭრო ცენტრი გაიხსნა (რეალურად არ არსებული)..
გიტარა მანქანის უკანა სავარძელზე დავდე და წავედი ამ ცენტრში...
ჰოდა ეს ცენტრი როგორი რაღაცაა იცით... აი უზარმაზარი კომპლექსია და შიგნით ბარებიც არის დისკოტეკაც და ყველაფერი...
აი თბილისი მოლი ავიღოთ და ჰოუმთან შევაჯვაროთ...
მოკლედ დავდივარ ვათვალიერებ რაღაცეებს და გაიჩითა ჩემი ბავშვობის მეგობარი გოგონა (სახელს არ დავწერ

და მეგობარში მეგობარი იგულისხმება და მეტი არაფერი, მაგრამ ყოველთვის მომწონდა და ვერ ვუბედავდი... საძმაკაცოშიც კი გავაბაზრე მაშინ რომ მომწონს მეთქი... იქნებ რომელიმეს სადმე წამოსცდეს და ამან გაიგოს და ა.შ... რეაქცია მაინტერესებდა და უარის მეშინოდა ალბათ.. ბავშვი ვიყავი კაროჩე...

) ...
მოვიკითხეთ ერთმანეთი ტრალი-ვალი და მეთქი რის გამო ხარ აქ და აუ მაგრად მშია და აქ მაგარ ხაჭაპურს აკეთებენო.. თან სადაც გინდა იქ დაჯდები და იქ მოიტანენო...
ჰოდა წავედით კაი მყუდრო დასაჯდომის საპოვნელად... რაღაც კაფე ვნახეთ და გაჩახჩახებული იყო და არ მოგვეწონა ეგრევე გავსქიფეთ... მერე კიდე რაღაც და ბოლოს ჩავედით ქვედა სართულებზე (მიწის ქვედა)...
აი ბარების ტვალეტთან რომ სიბნელეა ხოლმე ეგრე ბნელა და დც-დც რაღაც ბითის ხმა ისმის... სადღაც დიჯეი აჯაზებს.. გავსქიფეთ ეგეც და როგორი ადგილია იცით... კოლიდორივითაა და კოლიდორის ბოლოს ოთახია და მარცხნივ მაღლა ამოსასვლელი კიბეები...
მაგ ოთახში სიწყნარეა აშკარად და შევაღეთ და კაროჩე რა ხდება...
აი წარმოიდგინეთ უნი-ს დიდი აუდიტორია სავსე ხალხით... და ყველას ყურსასმენები უკეთია...
შევიხედეთ თუ არა გამოკეტვას ვაპირებდით მაგრამ ვიღაცამ კარი დაიჭირა შიგნიდან და შემოდით ახალგაზრდებოო...
შევედით და მსუქანი ქალია, აშკარად მაგ ზავიძენიის ოფიციანტი ან რამე მსგავსი... მარცხნივ ბარია ათასი სასმელით და ერთი-ორი ტიპიც ბართან ზის და თვრება... მარჯვნივ ეს აუდიტორიაა...
აუდიტორიაში ძირითადად გოთ-პანკ როკერები ზიან(ჩაცმულობით) და რაღაცას უსმენენ... ეს ქალიც ხმადაბლა გვესაუბრებოდა ხელი არ შევუშალოთო..
მოკლედ ტვინი მოდღნა ამ ქალმა დარჩითო სასმელებიო ისაო-ესაო ერთი ბოთლი წითელი ღვინო ავიღეთ, უცებ 2-2 ჭიქა დავლიეთ და წამოვედით...
ამოვედით მაღლა და ეს მომეხუტა აუ ეს სად ვიყავით პროსტაო და თავი მხარზე დამადო და ნამთვრალევად იცინის... (ყველა გოგო ორ ჭიქიანი რანაირად ხართ

)
აქვე ადამიანებს ორ ტიპად დავყობ...
შეხებისას შინაგან სითბოს რომ გრძნობ და ან ვერაფერს რომ ვერ გრძნობ ან სიცივეს...
სამი გამომივიდა მგონი...
ჰოდა ეს სულ მეთბილებოდა... ამის სითბო იასნა გადმომედო და ხელი მოვხვიე წელზე და წამოდი ნორმალურ ადგილას დავჯდეთ მეთქი...
ამან არა ის ღვინო რაც დარჩა წამოიღე ჯერო... მეთქი დაიკიდე და დასრულებული არ მქონდა ფრაზა მიდ ამოიტანე აქ დაგელოდებიო... ტვალეტთან ვიყავით ახლოს და მანამდე შევიდოდა გამოვიდოდა და გარეთ უხერხულად დგოამსაც ამარიდა თავის ჭკუაში ალბათ...

მე ჩავედი დაბლა შევედი და ის ბოთლიც ჯერ კიდევ მაგიდაზე იდო... ბოდიში ეს დაგვრჩა მეთქი ავიღე და გამოვიძურწე...
ამოვედი... ეს გამოსული იყო... სახე სველი ქონდა წყალი შეისხა რომ გამოფხიზლებულიყო ალბათ...
როგორც იქნა ნორმალური ადგილი ვიპოვე და დავსხედით... უფრო სწორად კურტკებს ვიხდით და ამ პროცესში ვეკითხები რომელი ხაჭაპური გინდა მეთქი... იმერული (პაუზა)... მეგრული (პაუზა)... და ვხვდები რომ არცერთი თუ აჭარული და აუ კი აჭარული აქვთ მაგარი ძაან თან მაგრად მშიაო... კაი მეთქი... ავდექი ორი მეტრი გავიარე და მოვბრუნდი რამხელა აჭარული ვუთხრა მეთქი და რავიცი მგონი მარტო სტანდარტულები აქვთო..
კაი მეთქი და წავედი აჭარულის შესაკვეთად...
და აი აქ გაწყდა სიზმარი...