გუშინდელი დღე:
საღამომდე ერთი ჩვეულებრივი დღე მქონდა... და როცა გადავწყვიტე საღამოს სესია მაინც დამეწყო და რამოდენიმე ტურნირი მეთამაშა დარეკა ძმაკაცმა...
მე, შენ და კიდევ ერთი ძმაკაცი სადმე გავიდეთო... მეთქი ბაზ არაა... და ნახ საათში ერთერთის სახლის წინ შევიკრიბეთ...
ერთერთმა ოპერასთან წავიდეთ კაი ზავიძენიაა გავერთობითო.... მე როგორც ყოველთვის ყველაფერზე თანახმა ვარ...
წავედით და ვიჩითები ბარ ალიბიში...
ძალიან ბევრი ახალგაზრდა და "როკენრული" დვიჟენია...
გავიფიქრე ეს ადგილი მე კი დამევასა უკვე, მაგრამ ამათ რატომ ევასებათ ნეტა მეთქი...
3-ის ნახევრამდე სხვადასხვა სტილის კარგი ვეშები ისმოდა...
დალევის პროცესში კიდევ ერთი ჩემი ძმაკაცი და ჩემი უბნელი გაიჩითა და უკვე ხუთნი ვაბირჟავებდით კარგი მუსიკისა და ლუდის ფონზე...
სასიამოვნო ხალხი გავიცანი... ძმაკაცმა ჩემი full story მოუყვა ერთერთს და იმ ტიპმა ძმურად მუსიკაში დაბრუნდიო და ა.შ...
მოკლედ ისედაც ვაპირებდი ივენთებზე სიარულს და მუსიკისკენ დაბრუნებას, მაგრამ ესე მალე არა.. იმიტომ რომ თითქოს დრო არ მაქვს...
მაგრამ გუშინდელმა დღემ დამაფიქრა, რომ კვირაში ერთი ესეთი დღე "მჭირდება" განტვირთვისთვის...
კიდევ იყო ნაცნობი სახეები და ბევრი რაღაცეები რაზეც სხვა დროს ყურადღებას გავამახვილებდი და აქ დავწერდი... ვინმეს აღწერილობას, ფიქრებს ან რაიმე მსგავსს... მაგრამ არ მინდა ამ ყველაფრით გავაფუჭო ეს ისტორია...
მოკლედ არ მიყვარს სიურპრიზები, მაგრამ გუშინდელი დღე ძალიან საკაიფო და მაგარი იყო...