ისეთი დღეა, ცხოვრების ხალისი არ მაქვს, არათუ მუშაობის.
თან ეს ახალი გოგო, ჩემი სიმშვიდის ტესტერად მოგვევლინა.
არადა, ერთ თვეში, მაგრად დამღალა უკვე, თავისი ტყუილებით.
ეტყობა, ისეა მიჩვეული ისტორიების თხზვას, სულ უმტკივნეულო ამბავშიც კი იტყუება.
თქვი რომ დაგავიწყდა საქმის გაკეთება, ყველაფერი ხდება, თან ბაზებთან მუშაობისას,
გავიგებ და გავატარებ, მაინც უკვე გავაკეთე შენი გასაკეთებელი,
ამ ისტორიების შეთხზვა რაში უნდა სჭირდებოდეს ზრდასრულ ადამიანს.
იშვიათი შემთხვევაა, როცა ვინმეს, თან თანამშრომლის, თმებით თრევა მინდება.
გამაღიზიანებელი ის არის, რომ ადამიანს მაქსიმალურ კომფორტს უქმნი, კეთილგანწყობილი და ღია ხარ მის მიმართ.
ეს კიდევ ,,ბებია მოკვდა და დავალება ვერ დავწერე" ტიპის ტყუილებს იგონებს.
თან ნაგლად, ,,ვიცი, რომ ჯიგარი ხარ და გამიგებ" ამატებს.
უფროსის და არ იყოს, დღესვე გავუშვებდი